ინგლისური პრემიერლიგის დამფასებელი შაბათ საღამოს ელის
ინგლისური პრემიერლიგის დამფასებელი შაბათ საღამოს ელის. ლონდონში სუპერმატჩია - "არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუხვდება.

ეს ჯახი მილიონობით გულშემატკივრის ინტერესს იწვევს. ახლა მთავარია, ჟოზე მოურინიომ ძველ ზნეს უგანოს და ზედმეტად არ "ჩაკეტოს" თამაში. ეს ნამდვილად ახასიათებს პორტუგალიელს, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი გაწვრთნილი გუნდი ინგლისური ფეხბურთის გრანდებს ხვდება. "არსენალი" კი, მისი ბოლოდროინდელი ჩავარდნების მიუხედავად, ასეთთა კატეგორიას ნამდვილად მიეკუთვნება.

ამ შეხვედრაში "მანჩესტერს" შეიძლება დაუბრუნდეს კოტდივუარელი მცველი ერიკ ბაილი. "წითელ ეშმაკებს" განსაკუთრებული დანაკლისი არ აქვთ. ფილ ჯოუნსი და მაიკლ ქერიკი გუნდს უკვე კარგა ხანია, ვერ ეხმარებიან და მოურინიოს სამწყსო მათ გარეშე თამაშს მიჩვეულია.

დანაკლისი არც "არსენალს" აქვს. ყველას დაგვავიწყდა, როდის გავიდა მინდორზე ბოლოს სანტი კასორლა. საეჭვოა თეო უოლკოტის თამაში, მაგრამ მიიჩნევენ, რომ დიდი ალბათობით, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ამ მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

ცალკე თემაა არსენ ვენგერისა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირებები. მოგეხსენებათ, ამ ორი მწვრთნელის საფეხბურთო ფილოსოფია აშკარად განსხვავებულია ერთმანეთისგან. მათ მართლაც ხშირად გაუკრიტიკებია ერთმანეთი. ეს კი არა, ლამის ხელჩართული ჩხუბიც გაუმართავთ... ასე რომ, დაძაბულობა არც მინდვრის გარეთ იქნება ნაკლები.

რაც შეეხებათ სხვა ინგლისურ გრანდებს, "ჩელსი" რამდენიმე მეორეხარისხოვან ფეხბურთელს მოისაკლისებს. ამის მიუხედავად, "არისტოკრატებმა" მაინც უნდა მოახერხონ მოწინააღმდეგის დამარცხება, თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ "ნიუკასლის" სათავეში მრავლის მნახველი რაფა ბენიტესი დგას...

"ლივერპული" უეჭველი სამი ქულისთვის ჩავა "ბრაიტონთან" სათამაშოდ. ელიან, რომ შესაძლოა, სწორედ ამ მატჩში მოხდეს გამოჯანმრთელებული ემრე ჩანის დაბრუნება ძირითად შემადგენლობაში.

ტობიას ალდერვეირელდისა და ვიქტორ ვანიამას გარეშე ესტუმრება ფორმიდან ამოვარდნილი "ტოტენჰემი" "უოტფორდს", რომელმაც ორიოდ დღის წინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" შინ 2:4 წააგო. როგორ უნდა ამ გუნდთან გასვლაზე წარმატებით თამაში, ეს "დეზებს" კარგად აჩვენა სწორედ "იუნაიტედმა".

"სიტი" საშინაო ასპარეზზე მასპინძლობს "ვესტ ჰემს", რომელსაც დევიდ მოიესი ჯერჯერობით ვერაფერს შველის. პეპ გვარდიოლას გუნდი კი, უბრალოდ, შეუჩერებელია. ამასთან ერთად, "ქალაქელები" ერთობ თვალსასეიროდაც აგორებენ ბურთს. რა თქმა უნდა, ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე "სიტის" აქციები ამ მატჩში გაცილებით ძვირად ფასობს.

ფაქტები

"ლივერპულმა" აქამდე ორივე ოფიციალური მატჩი მოუგო "ბრაიტონს".

"ევერტონმა", რომელსაც ამ უქმეებიდან სემ ელერდაისი დამოძღვრავს, ბოლო ხუთ შეხვედრაში ხუთჯერ ითამაშა ისეთი მატჩი, რომელშიც 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ვესტ ბრომვიჩისა" და"კრისტალ პალასის" ბოლო სამ შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"არსენალმა" ბოლო შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, "მანჩესტერმა" - 4.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "არსენალთან" სტუმრად ბოლოს 2014 წელს გაიმარჯვა (2:1).

5 პრემიერლიგური მატჩია, "ვესტ ჰემი" ვერ ახერხებს "მანჩესტერ სიტის" დამარცხებას.

პრემიერლიგა. XV ტური

შაბათი, 2 დეკემბერი

ჩელსი-ნიუკასლი 16:30

ბრაიტონი-ლივერპული 19:00

ევერტონი-ჰადერსფილდი 19:00

ლესტერი-ბარნლი 19:00

სტოკი-სუონსი 19:00

უოტფორდი-ტოტენჰემი 19:00

ვესტ ბრომვიჩი-კრ. პალასი 19:00

არსენალი-მანჩესტ. იუნ 21:30

კვირა, 3 დეკემბერი

ბორნმუთი-საუთჰემპტონი 17:30

მანჩესტ. სიტი-ვესტ ჰემი 20:00

ბომბარდირები: 12 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 10 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 8 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალვარო მორატა (ჩელსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს