გერმანული ბუნდესლიგის მორიგ ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩია
გერმანული ბუნდესლიგის მორიგ ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩია.

რა თქმა უნდა, თხრობა უნდა დავიწყოთ ლიდერით. ლიდერი კი, გასაკვირი არ არის, რომ მიუნხენის "ბაიერნია". იუპ ჰაინკესის გაწვრთნილი "რეკორდმაისტერი" "ჰანოვერს" მიიღებს და ბუნებრივია, ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტად ითვლება, სტატისტიკასაც რომ დავანებოთ თავი. ამ ბოლო დროს სადაც კი გადაეყარნენ "ჰანოვერს", მიუნხენელებმა ყველგან მოიგეს.

როგორც მიმდინარე სეზონში ხშირად ხდება, "ბაიერნს" რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი შეიძლება დააკლდეს. და მაინც, "რეკორდმაისტერი" უკვე შეეჩვია წამყვანი მოთამაშეების გარეშე გარჯას.

ძალიან თვალსასეირო შეხვედრის მოლოდინი გვაქვს ლევერკუზენში, სადაც "დორტმუნდი" ჩადის. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა შეემთხვა "დორტმუნდს" რურის დერბიში. ამ ეტაპზე პეტერ ბოში მთავარი მწვრთნელის პოსტს ინარჩუნებს, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დორტმუნდელები ისევ ბევრ შეცდომას დაუშვებენ და შედეგიც არ იქნება მისაღები. ყოველ შემთხვევაში, სამწვრთნელო ცვლილება გუნდში არამც და არამც არ უნდა გამოვრიცხოთ.

სტუმართა ლაზარეთი ისევ სავსეა. ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომელი ფეხბურთელები იმყოფებიან დორტმუნდელი დასტაქრების მეთვალყურეობის ქვეშ. ტრავმების ეპიდემია ამ გუნდში უკვე კარგა ხანია, გრძელდება და მას ბოლო არა და არ უჩანს...

თავის მხრივ, მიმდინარე სეზონში არათანაბრად მოასპარეზე "ლევერკუზენი" ყველანაირად ეცდება, ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები სათავისოდ გამოიყენოს. რა თქმა უნდა, დღევანდელი "დორტმუნდი" სულაც არ ტოვებს დაუმარცხებლის შთაბეჭდილებას.

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა "შალკე" რურის დერბიში წყალწაღებულ "კიოლნს" ეთამაშება და ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტადაც ითვლება. მას მერე, რაც "დორტმუნდს" ოთხბურთიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა, ადვილი წარმოსადგენია, როგორი მაღალია ახლა "ხუმარების" საბრძოლო სულისკვეთება. დავამატოთ ამას ისიც, რომ "თხები" მართლაც საშინელ ფორმაში არიან. "კიოლნი" ერთადერთია მიმდინარე ბუნდესლიგაში, გამარჯვების გემო ჯერაც რომ არ დაუჭაშნიკებია.

ფაქტები

"ფრაიბურგისა" და "შტუტგარტის" ბოლო 5 შეხვედრიდან 4 ფრედ დასრულდა.

7 მატჩია, "აუგსბურგი" ვერ უგებს "მაინცს".

"დორტმუნდისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 6 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

10 მატჩია, "ბაიერნი" ყველა ტურნირში ამარცხებს "ჰანოვერს".

"ვოლფსბურგისა"და "გლადბახის ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

ბუნდესლიგა. XIV ტური

პარასკევი, 1-ლი დეკემბერი

ფრაიბურგი-ჰამბურგი 23:30

შაბათი, 2 დეკემბერი

ბაიერნი-ჰანოვერი 18:30

ჰოფენჰაიმი-ლაიპციგი 18:30

ვერდერი-შტუტგარტი 18:30

ლევერკუზენი-დორტმუნდი 18:30

მაინცი-აუგსბურგი 18:30

შალკე-კიოლნი 21:30

კვირა, 3 დეკემბერი

ჰერტა-აინტრახტი 18:30

ვოლფსბურგი-გლადბახი 21:00

ბომბარდირები: 13 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 11 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 8 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში