საქართველოს თასის მფლობელი გორში გამოვლინდება!
2 დეკემბერს გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს უმასპინძლებს. საქართველოს თასისთვის ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან.

იმერული დერბი ყოველთვის დაძაბული და საინტერესო შეხვედრებით გამოირჩევა. მომავალი მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ გამონაკლისი არც "თენგიზ ბურჯანაძეზე" გასამართი დაპირისპირება იქნება. ქუთაისელებს კლუბის არსებობის განმავლობაში ერთერთი ყველაზე წარმატებული სეზონი აქვთ და ბუნებრივია, საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად მათ თასის მოგებაც სურთ. შეგახსენებთ, რომ ტორპედოელებმა ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული 15-წლიანი პაუზის შემდეგ დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს.

"ტორპედომ" ეროვნული ლიგის ბოლო ტურში მისი ყველაზე პრინციპული მეტოქე, თბილისის "დინამო" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და უშუალო კონკურენტს ერთი ქულით გადაასწრო. ქუთაისელები საქართველოს თასის გათამაშებაში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთნენ. პირველ სათასო დაპირისპირებაში "ტორპედომ" თერჯოლის "საპოვნელა" დაამარცხა ანგარიშით 2:0. შემდეგ ეტაპზე იმერლებმა ანალოგიური ანგარიშით "სამტრედიას" აჯობეს.

მეოთხედფინალში "ტორპედო" თბილისურ "შევარდენი 1906-ს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა. ნახევარფინალში კი, კახაბერ ჩხეტიანის გუნდი თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი უკეთ იმერლებმა შეასრულეს და 5:4 დაამარცხეს მეტოქე.

რაც შეეხება "ჩიხურას" - საჩხერელებმა ეროვნული ლიგა არასტაბილურად ჩაატარეს და მიმდინარე სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულეს. შესაბამისად, სოსო ფრუიძის გუნდმა აქცენტი საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაზე გააკეთა და ამ გზით ეცდება ევროტურნირებზე მოხვედრას. "ჩიხურა" მომავალი მეტოქის მსგავსად თასის გათამაშებაში მეთექვსმეტედფინალური ეტაპიდან ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ საჩხერელებმა თასზე გამართულ ოთხ შეხვედრაში 17 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში არცერთი გაუშვიათ. "ჩიხურამ" პირველ სათასო შეხვედრაში ანგარიშით 7:0 "ლესიჭინე" დაამარცხა. მერვედფინალში იმერლები "გაგრას" დაუპირისპირდნენ და აღნიშნული მატჩი მათი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

მომდევნო სათასო დაპირისპირება საჩხერელებს გორის "დილასთან" ჰქონდათ და სოსო ფრუიძის გუნდმა ამჯერადაც დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა მეტოქე. თასის ფინალში მოსახვედრ გადამწყვეტ შეხვედრაში კი, "ჩიხურა" ლიგა 3-ის წარმომადგენელს ხონის "იმერეთს" შეხვდა. მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი საჩხერელთა გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.

იმერულ კლუბებს შორის აქამდე გამართული 20 შეხვედრიდან 7 "ჩიხურამ" მოიგო, 6 "ტორპედომ", 7 მატჩი კი, ფრედ დასრულდა.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 2 დეკემბერს თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე 15:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

GFF.GE

torpedo metia vidre Cixira
რა დაბოღმილი ხარ ტორპედოზე..ელა ქენი პირშიჩალაგამოვლებული არ დარჩე ბოლოს.... ტორპედოოოოო ჩემპიონოოო შენი გვჯერა
კოტე
თუნდაც იმ გუნდებიდან გამომდინარე, ფინალამდე რომ გამოაგდო, ტორპედოზე თასი ალალია!
mamulo
დღეს ტორბედო ოქროს დუბლს გააკეთებს.შეუსრულებს ჩიხურას ლამაზად. გამარჯვება ტ ო რ ბ ე დ ო!
Chikhurski
ჩიხურას წარმატებები. ამ წლის ბოლო მატჩში ტორპედომ წაგების მწარე გემო უნდა იგემოს კიდევ ერთხელ!
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა