ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნაკრებზე, თბილისის "დინამოზე", "სარაგოსაზე" და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა
22 წლის გიორგი პაპუნაშვილი ზაფხულში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ "სარაგოსაში" გადაბარგდა. ჩემპიონატის 9 შეხვედრაში პაპუნაშვილმა 1 გოლის გატანა მოახერხა.

გიორგი პაპუნაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია.

Sportall.ge პაპუნაშვილს ესპანეთში დაუკავშირდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნაკრებზე, თბილისის "დინამოზე", "სარაგოსაზე" და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

- გიორგი, თქვენ თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილი ხართ. რა შეგიძლია გვითხრა მასზე, როგორც ცნობილია აკადემიაში ყველანაირი პირობაა შექმნილი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ნიჭის წამორსაჩენად...

- "დინამოს" აკადემია საოცარია. ბავშვებს, ვინც იქ ვარჯიშობენ, მთავარ გუნდში გადასვლის დიდი სტიმული და მოტივაცია აქვთ. სავარჯიშო პირობები, გარემო, სტადიონები... ყველაფერი ეს წარმატების საფუძველია.

- 2012 წელს თქვენ 17-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეთ. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?

- ეს პერიოდი როგორც ჩვენთვის, ასევე საქართველოსთვის, უბედნიერესი იყო. ამის გადმოცემა არ შემიძლია, საოცარი იყო ეს ყველაფერი.

- თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურში დაკარგა. რას იტყოდით ამის შესახებ ?

- მე მესმის მათი, ისინი ბევრჯერ წამოდგნენ ფეხზე. რთულია, როდესაც ნახევარი გუნდი შუა სეზონში გტოვებს. ამ ყველაფერმა კი ჩემპიონობის დაკარგვა გამოიწვია... მაგრამ, ვფიქრობ, ამით არაფერი მთავრდება. "დინამოს" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის და ფეხბურთელებმა გუნდი უნდა ასახელონ.

- რას იტყოდით "ვერდერში" გატარებულ პერიოდზე? რა გამოცდილება მოგცათ ბრემენში გატარებულმა პერიოდმა და რა განსხვავება დაინახე ქართულ ფეხბურთთან შედარებით?

- რა თქმა უნდა, "ვერდერში" ძალიან კარგი იყო. ბევრ ისეთ ფეხბურთელთან ერთად მომიწია თამაში და ვარჯიში, რომ მათგან დიდი გამოცდილება შევიძინე. განსხვავება კი ძალიან დიდია, იქ სადაც მე ვთამაშობდი საქართველოსთან შედარებით დიდი განსხვავებააა...

- რას იტყოდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე? როგორ შეაფასებდით ვლადიმერ ვაისის გაწეულ სამუშაოს და უნდა დაეტოვათ თუ არ იგი მთავარ მწვრთნელად?

- ვისი უნდა დარჩენილიყო. პერიოდულად მწვრთნელის ცვლა კარგს არაფერს მოგვცემს. მას თავისი ხედვა აქვს, რასაც უკეთ ვგებულობთ. მე ამას მივესალმები და წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

- რა არის "სარაგოსას" მიზანი ამ სეზონში?

- რა თქმა უნდა, პრიმერა დივიზიონში დაბრუნება.

- და ბოლოს... რა არის თქვენი მომავალი გეგმები და მიზანი?

- ჩემი სამომომავლო გეგმები ჯერ-ჯერობით "სარაგოგას" უკავშირდება. პირველი მიზანი პრიმერა დივიზიონში გადასვლაა. შემდეგ კი შეხვედოთ რა მოხდება მომავალში.

ყური მიგდე
ვა, ესეც ფეხბურთელია?! )))
გიორგის
კარებში ნორმალურად დარტყმას როდის ისწავლი გიორგი!!??
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი
პაპუნაშვილი კარიერას კვიპროსში განაგრძობს, თუმცა ქეცბაიასთან არა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ElDesmarque: "სარაგოსამ" "პაპუს" თაობაზე მომხიბვლელი წინადადება მიიღო
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
As: ბარახამ პაპუნაშვილი "სარაგოსაში" დატოვა
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ "გრანადა" ისევ ფრეს დასჯერდა [VIDEO]