მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი მცველი და ერთ-ერთი ლიდერი საბა კვირკველია კლუბის ჟურნალთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს
მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი მცველი და ერთ-ერთი ლიდერი საბა კვირკველია კლუბის ჟურნალთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.

კვირკველია 2017 წლის პირად მიღწევებს აჯამაბეს, "ლოკომოტივსა" და საქართველოზე ლაპარაკობს.

- საბა, მოდი გუნდის მიმდინარე წარმატებებით დავიწყოთ, აღიარე: როცა "ლოკომოტივში" გადადიოდი, იფიქრებდი, რომ 18 ტურის შემდეგ გუნდი პირველ ადგილზე იქნებოდა?

- მარტო პირველ ადგილზე კი არა, ყველა ლიდერი და პრინციპული მეტოქე დავამარცხეთ! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქმეები კარგად მიგვდის. ყოველთვის ვიცოდი, რომ "ლოკომოტივი" ძლიერი გუნდია, ტოპ-კლუბია. კიდევ უფრო მიხარია, ის ფაქტი, რომ ჩემი მოსვლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა.

- რატომ არ გამოგვდის ზოგჯერ სუსტი მეტოქებიის დამარცხება?

- შემთხვევითობას დავაბრალებდი. ზოგჯერ უნდა გავიდეთ და რაღაცები კლასის ხარჯზე გავაკეთოთ, თუმცა ერთ ეპიზოდში არ გამოგვდის, მეორეში კი და შედეგიც შესაბამისია. ამ კომპონენტებზე ვმუშაობთ.

-"ჩაკეტილი" გუნდების დაცვის ხაზის გაჭრა უფრო რთულია, თუ ძლიერ გუნდებთან კონტრშეტევა?

- ეს კითხვა თავდამსხმელებს დაუსვით (იცინის)

- მიმდინარე სეზონის რომელი მატჩი იყო შენთვის ყველაზე ემოციური?

- "სპარტაკთან" აგვისტოში. ჩვენი ცოტას თუ სჯეროდა, არადა მანამდე ცსკა-ს მოვუგეთ. ხალხი ამბობდა, რომ ეს შემთხვევითობა იყო. პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა. ალბათ, ბევრმა ექსპერტმა იფიქრა, რომ თამაში მორჩა, მაგრამ გასახდელში განწყობა შევიქმენით და სამწვრთნელო შტაბმაც რამდენიმე ცვლილება გააკეთა. შედეგი: ოთხი გოლი ერთ ტაიმში. ეს ნამდვილი ეიფორია იყო. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ჩვენ ეს შევძელით.

- იური სიომინმა წელს რამდენიმე სქემა გამოიყენა: ხუთი მცველით, ოთხი მცველით. თქვენთვის რომელი უფრო კომფორტულია?

- მწვრთნელს ბოლომდე ვენდობი - მან გადაწყვიტოს სად დამაყენოს და როგორ. ჩემთვის ისეც და ასეც კომფორტულია. იმედია, ვედრან ჩორლუკა მალე დაბრუნდება, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია. ან სამივე ვიქნებით ძირითაში მე, ჩორლუკა და ნემანია, ან ადგილისთვის კონკურენცია დაიწყება, რაც სამივეს გაგვაძლიერებს.

- შენ წელს არამარტო გადაარჩინე საკუთარი კარი, არამედ მეტოქის კარშიც გაიტანე...

- მთავარია საჭირო დროს, საჭირო მომენტში იყო! მე მაღალი ვარ და ამიტომ ზოგჯერ მეტოქის საჯარიმოში შესვლა შემიძლია, მაგალითად სტანდარტების დროს. კარგია, რომ გატანა და გუნდის დახმარება შევძელი, მაგრამ დაცვაში მიანც მირჩევნია.

- "ლოკომოტივში" ვის დაუახლოვდი ყველაზე მეტად?

- დიმა ტარასოვსა და ალან კასაევს. ბევრს ვხუმრობთ, საერთოდ კი "ლოკოს" ძალიან კარგი კოლექტივი ჰყავს. ოჯახივით ვართ, როგორც მოედანზე, ისე გასახდელშიც და ასევე მოედნის მიღმაც. როგორც იქნა თავს ჩემს ადგილას ვგრძნობ. ბედნიერი ვარ.

- ევროპაში თამაშის ოცნება გაქვს?

- ძალიან მიყვარს იტალიური ფეხბურთი. სიამოვნებით ვითამაშებდი "იუვენტუსში", მათი დიდი გულშემატკივარი ვარ. მაგრამ იქ არ მეძახიან (იცინის)

- დამწუხრებული ხარ, რომ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა?

- რა თქმა უნდა. შვედებთან ბოლო მატჩს ვუყურებდი, ვნერვიულობდი. გატანა შეეძლოთ და თან არაერთის. დამწუხრებული ვიყავი, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთს თავს ხომ არ დავანებ ამის გამო.

- იტალიის გარდა, რუსეთში ვერც საქართველოს ნაკრები ჩამოვა. რა მოხდა?

- საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელები აკლია. იმდენივე ფეხბურთელი რომ გვყავდეს, რამდენიც რუსეთს, სამ ნაკრებს გავაკეთებდით. ძლიერი შემტევი ტრიო გვყავს: ჯანო ანანიძე, გიორგი ჭანტურია და თორნიკე ოქრიაშილი. სხვათა შორის, ყველა რუსეთში თამაშობს. როგორც კი რომელიმე ტრავმას მიიღებს, შემცვლელი არ გვყავს. ისე მოხდა, რომ შესარჩევის ბოლო მატჩებში ოქრიაშვილი და ჭანტურია ტრავმირებულები იყვენენ და ჩვენი თავდასხმა "უკბილო" გახდა.

- სოციალურ ქსელებში გაკვირდები: "ინსტაგრამში" მუდმივად ქალიშვილის ფოტოებს დებ...

- ვახ, ოჯახი ჩემთვის ყველაზე მთავარია. ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი და ქალიშვილი, ხოლო მალე ვაჟი მეყოლება!

- მომიყევი, როგორია შენი დღე?

- თითქმის ყოველდღე ერთი გრაფიკი მაქვს. დილით მივდივარ ვარჯიშზე. ვბრუნდები შინ. ქალიშვილს ამ დროს როგორც წესი სძინავს. როცა იღვიძებს ოჯახთან ერთად სადმე მივდივართ - მაღაზიაში, საბავშო ცენტრში, რესტორანში.

- ჰობი გაქვს? იქნებ რამის კოლექცია გაქვს?

- "ლოკომოტივის" მოგებებს ვაგროვებ!

- საბა, ახლა სხვდასხვა სფეროდან შემთხვევითობის პრინციპით დაგისვამ კითხვებს. მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები ამჟამად?

- ესპანეთი, რომელიც ახლხან ჩვენმა მირანჩუკებმა (ტყუპი ძმები "ლოკომოტივში") "გამოზიდეს"...

- მირანჩუკები ძალაა?

- თანაც როგორი! მათ ძალიან მაგარი სათამაშო სტილი აქვთ. ვფიქრობ, ძმები მალე რუსეთში საუკეთესო ფეხბურთელები გახდებიან. ძალიან მომწონს მათი უბრალოება ცხოვრებაში: მორიდებულები, ზრდილობიანები, უფროსებს უჯერებენ. მირანჩუკებს პატივს ვცემ და მათ გიჟური პოტენციაში გააჩნიათ.

- მალევე შეძელი მათ განსხვავება?

- თავიდან ვერა რა თქმა უნდა, მაგრამ თანდათან მივეჩვიე. ხოლო ძმების ყურება მოედანზე დიდი სიამოვნებაა.

- შენი საყვარელი ფრაზა?

- მიყვარს სიტყვა "კარგი". როცა ვიღაცა რაღაცას მეუბნება, ხოლო მე მოსმენა არ მინდა, ვიმეორებ: "კარგი, კარგი". ამიტომ იცოდეთ თუ ასე გპასუხობთ, ესეიგი ერთ ყურში შევუშვი და მეორედან გამოვუშვი.

- როგორ უნდა მოუარო წვერს და რატომ გაიპარსე?

- როცა გავიპარსე აქ ვერ მიცნეს. 5 წლით გაახალგაზრდავდიო, მითხრეს. ერთი წელი წვერით დავიდოდი, დავიღალე მოვლით. მეტს აღარ მოვუშვებ.

- მსოფლიოს საუკეთესო მცველი მსოფლიოში?

- სერხიო რამოსი.

- რა არის "ვახ"? ქართველები სულ ამბობენ ხოლმე.

- "ვახ" არის ვაუ. აღფთოვანების უმაღლესი დონეა!

- ცრურწმენა, რომლისას გჯერა.

- აქ უნდა უპასუხო "თეთრი ფორმის მაგიაზე"? (იცინის) კონკრეტული ცრურწმენები არ მაქვს, მაგრამ ზოგჯერ უიღბლო მატჩის შემდეგ ვფიქრობ: "დილით მატჩამდე რამე ცუდად ხომ არ გავაკეთე ან ვინმეს რამე უხეშად ხომ არ ვუთხარი". კარმის მჯერა, ასე ვთქვათ.

- ქალური კითხვების წუთი. როგორ უნდა მოაწონო თავი ქართველ ბიჭს?

- იყო ერთგული მეოჯახე. ქმარი მიდის საქმეებზე - ცოლი სახლში უნდა ელოდოს და სამაგალითოდ იქცეოდეს.

- რა გაგიჟებს ყველაზე მეტად?

- როცა მატყუებენ.

- მსოფლიოში საუკეთესო ადგილი?

- რა თქმა უნდა საქართველო, ჩემი საყვარელი ქალაქი თბილისი. ყველას ვურჩევ წავიდეს მცხეთაში, დედაქალაქთან ახლოსაა. იქ ბევრი მონასტერი, ეკლესია და საოცარი ბუნებაა.

- რას არ გააკეთებდი არასდროს?

- პარაშუტით არ გადავხდებოდი! სიმაღლის მეშინია. რა თქმა უნდა ვხუმრობ. ქართველებს არაფრის ეშინიათ!

- ტიტული, რომელიც გინდა ყველაზე მეტად მოიგო?

- რუსეთის ჩემპიონატი. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა.

- შენი თვი სამ სიტყვაში აღწერე

- კეთილი, ჩვეულებრივი, ფეთქებადი. და კიდევ დაწერე, რომ ძალიან მიყვარს ფეხბურთი!

ვახტანგი
უი დედა ჭანტურიაო... რა ჭანტურია ხო არ ღადაობ მაგას და მამაჩემს ერთი და იგივე ზომის ღიპი აქვთ , არც პასი უვარგა, "აღარც" დრიბლინგი, სისწრაფე ხომ მით უმეტეს და პასის უვარგისობა მით უმეტეს იმაში გამოიხატება რომ არ იძლევა პასს , ან თუ იძლევა გაუაზრებელს ან არაზუსტს
zura
ყველანაირად პატივსაცემი კაცია!კარგი იქნებოდა მისი ხილვა,უკეთეს გუნდში.
gio
არ გეკადრება საბა...შემცვლელი არ გვყავს რა თქმაა? ფეხბურთელებზე ეგრე ფეხბურთელი არ საუბრობს...თავდამსხმელის მეტი რაა,ვაისი და ფედერაცია გამოახედე და შენც არ გაწყენდა თვალში გამოხედვა...
სოსო
დღეს საბამ ძალიან აზარტულ მატჩში,რუბინის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა.ლოკომ გაიმარჯვა 1-0.
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა