სუპერლიგა: “კაკტუსმა” “მგზავრები” იოლად დაამარცხა
სუპერლიგის მორიგ მატჩში ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფი გუნდები – “კაკტუსი” და “მგზავრები” შეხვდნენ. ორივე მათგანს დღემდე 2-2 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და წარმატების შემთხვევაში ცხრილში პირად უპირატესობას მოიპოვებდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო ახალ ლეგიონერს ჰქონდა დებიუტი – “კაკტუსში” ჯონ მიტჩელს, ხოლო “მგზავრებში” – ადრიან ბოუის.

ორივე მათგანმა რიგიანად ითამაშა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ყველა სათამაშო რგოლში მიაღწიეს დომინირებას და მეორე მეოთხედის 23:8 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ “მგზავრებს” თუ მოგების ამბიცია და ძალა ჰქონდა, მესამე პერიოდში უნდა ეღონა რამე, თუმცა ეს ვერ შეძლო. “კაკტუსის” მოთამაშეები აგრძელებდნენ წარმატებულ თამაშს და მესამე პერიოდის მოგებითა და 18 ქულით დაწინაურების შემდეგ, შეხვედრის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს.

მატჩი საბოლოოდ კაკტუსელთა გამარჯვებით – 95:73 დასრულდა, რაშიც 27 ქულით სოლიდური წილი დაიდო დავით ლომიძემ, რომელმაც ჯამში 7 სამქულიანი ჩააგდო. 21 ქულა მოაგროვა დეანდრე პარკსმა, ვეტერანმა ანატოლი ბოისამ კი თავი 12 ქულას მოუყარა. “მგზავრებში” 24 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე, დებიუტანტმა ადრიან ბოუიმ კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.

სუპერლიგის მომდევნო მატჩები 5 დეკემბერს თბილისსა (ოლიმპი-რუსთავი) და ქუთაისში (ქუთაისი-მარნეული) გაიმართება.

აჩიკო ჟღენტი, “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან გასული თამაშები ცუდად ჩავატარეთ. ახალი ლეგიონერიც დავიმატეთ და ძველი გუნდიდან დავითხოვეთ. კარგი დაცვის ხარჯზე მოვახერხეთ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება, ხოლო შემდეგ უკვე თავდასხმაშიც წაგვივიდა თამაში და საერთო ჯამში ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ.

ბუბა ბერიშვილი, “მგზავრების” მთავარი მწვრთნელი: პირველ რიგში ვულოცავ კაკტუსს ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენს თამაშს რაც შეეხება, ძალიან ბევრი შეცდომები გვქონდა დაცვაში. ჩვენ სპეციალურად ვემზადებოდით მთელი სუპერლიგის პაუზის განმავლობაში კონკრეტულად ამ თამაშისთვის. დაცვაში ხარვეზებს ბევრი აცილებული ბურთიც დაემატა, ხოლო „კაკტუსი“ ნამდვილად არაა ის გუნდი, რომელიც მსგავს შეცდომებს გაპატიებს. ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც დღეს გვქონდა.

GBF.GE

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება