დღეს საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალები დაიწყო. თბილისსა და რუსთავში 3 მატჩი გაიმართა, თუმცა დავიწყოთ ქვემოქართლური შეხვედრით, სადაც ფრე დაფიქსირდა და იმ ქომაგებისთვის, რომლებიც კალათბურთში კარგად არ არიან ჩახედულნი, მცირე განმარტებაა საჭირო.

კალათბურთში ფრე, ზოგადად, არ ფიქსირდება, მაგრამ არსებობს სატურნირო ფორმატი, რომელიც ამის საშუალებას იძლევა. ესაა 2-მატჩიანი საპლეიოფო სერია, რომელშიც გამარჯვებული 2 შეხვედრის ჯამში ვლინდება. საქართველოს თასის გათამაშებაში საპლეიოფო სერიები სწორედ ასეთი ფორმატისაა და შესაბამისად, პირველი მატჩის შემდეგ თუ გამარჯვებული არ გამოვლინდა, შეხვედრა სრულდება და გამარჯვებულს მეორე დაპირისპირება ავლენს.

ასეთი იშვიათი შეხვედრა ქვემო ქართლში გაიმართა, სადაც 4 დღის წინ ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის მომგები "რუსთავი" თსუ-ს მასპინძლობდა. უნივერსიტეტელები გვარიანი დანაკლისით შეხვდნენ თასის მეოთხედფინალურ სერიას. თსუ-ს აკლდა მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი, რომელსაც მემორიალის მატჩში მიღებული დისკვალიფიკაციის გამო 8-მატჩიანი პაუზა მოუწევს. გუნდს მისი ასისტენტი ირაკლი ძიძიგური უძღვებოდა, რომელსაც განკარგულებაში 2 ლეგიონერი – კრისტოფერ ანდერსონი და რიკი მედისონი არ ჰყავდა. ამერიკელებმა მიზეზთა გამო გუნდი დატოვეს და სუპერლიგის ლიდერი გუნდი გვარიანად შეთხელდა.

რაც შეეხებათ რუსთაველებს, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტი ანატოლი ბოისამ ჩაიბარა, სუპერლიგისა და მემორიალის ბოლო 7 მატჩი მოგებული ჰქონდათ. ქვემოქართლელები დღევანდელ შეხვედრაშიც ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მესამე პერიოდში 16 ქულით (67:51) იგებდნენ, თუმცა უნივერსიტეტელებმა ბოლომდე იბრძოლეს და გიორგი კორსანტიას საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთის წყალობით ფრეს მიაღწიეს – 80:80.

მატჩს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელიც ნაკრების კანდიდატებს აკვირდება და მათგან საკმაოდ შედეგიანი თამაში იხილა. თსუ-ს ულიდერეს გიორგი კორსანტიამ (17 ქულა, 8 მოხსნა), გიორგი ტურძილაძემ (19 ქულა) და ჯორჯე მილოსავლიევიჩმა (19 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი). რუსთაველთაგან 6-მა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 17 ქულით, 9 მოხსნით, 5 ჩაჭრით და 4 პასით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი. 15 ქულა და 9 მოხსნა აკაკი დვალიშვილმა მოაგროვა, ნიკოლა ტადიჩმა და გიორგი ცეკვავამ 10-10 ქულა მიითვალეს.

ამ მეოთხედფინალური წყვილის გამარჯვებული 26 იანვარს დანიშნული სერიის მეორე მატჩის შემდეგ გამოვლინდება.

თბილისში გამართული 2 მატჩიდან 1 ახლოს იყო ფრესთან. "დინამოსა" და "მგზავრების" დაპირისპირება ამ უკანასკნელის ერთქულიანი გამარჯვებით – 68:67 დასრულდა. ანგარიში ამართლებს იმ დაძაბულობას, რომელიც ამ თამაშს ახლდა. პირველივე წუთიდან ბოლომდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას. საბოლოოდ "მგზავრებმა" ქულით იმარჯვა და სერიის მეორე მატჩის წინ სწორედ ეს უპირატესობა მოიპოვა.

გამარჯვებულთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო ლოველ ქაბბილი, 13 ქულა და 7 პასი დარელ ქომბსის ანგარიშზე დაგროვდა. "დინამოში" კი 14 ქულითა და ამდენივე მოხსნით საუკეთესო იყო ტაილერ უილიამსი. 12 ქულა მოაგროვა სედრიკ ქაუნსილმა. ამ გუნდებს შორის მოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი 26 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

დღეს გამართული მე-3 მატჩი 16-ქულიანი სხვაობით დასრულდა – 78:61. ლაშა გამყრელიძის მიერ გაწვრთნილმა "ტიტებმა" 2-მატჩიან სერიაში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა "ვერასთან". "ტიტები" თავიდანვე დაეპატრონა ხელჩასაჭიდ უპირატესობას და მატჩის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია.

დამაჯერებლად ითამაშა გუნდის ყველა წევრმა, ვინც მოედანზე გავიდა. გამარჯვებულებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლიათ – "ტიტებმა" გუნდურად და რაც მთავარია, გააზრებულად ითამაშა. მესამე პერიოდში, როცა ვერელებმა 22-ქულიანი ჩამორჩენა 11-მდე შეამცირეს, გუნდის კაპიტანმა და ყველაზე გამოცდილმა წევრმა – ბესიკ ლეჟავამ 2 სამქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს დამაჯერებელი ლიდერობა აღუდგინა.

შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. "ტიტები" გამარჯვებამდე მივიდა და 26 იანვარს დანიშნული სერიის მეორე მატჩს 16-ქულიანი ჰანდიკაპით ხვდება. გამარჯვებულებს 14 ქულითა და ამდენივე მოხსნით ტრისტინ უოლემ ულიდერა. 11 ქულა დააგროვა თემურ ბაბუნაშვილმა, ხოლო კაპიტან ლეჟავას ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

24 იანვარს თასის გათამაშების მეოთხედფინალის მეოთხე წყვილი ითამაშებს – ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათზე, "ოლიმპი" "ბათუმს" უმასპინძლებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Baldirga
მისტროჩკავენ თსუს და დაისვენებენ კვირას :))))))))))) რუსთავი ჩემპიონ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება" - მოურინიომ "რეალის" ახალწვეული გააკრიტიკა
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "სოშოს" მოუგო
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
თასის მეოთხედფინალს "მგზავრები", "ვერა" და "ტიტები" დაემატნენ
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ