ესეც ასე! - "პარი სენ-ჟერმენიც" დამარცხდა
ესეც ასე! - "პარი სენ-ჟერმენიც" დამარცხდა. ლიგა 1 ისე მიმდინარეობდა, რომ ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული პარიზული კლუბი საერთოდ წააგებდა ჩემპიონატში თუნდაც ერთ შეხვედრას.

ეს კი, ყველასთვის მოულოდნელად, სუსტ, მაგრამ გაბედულ "სტრასბურთან" მოხდა - უნაი ემერის გუნდი 1:2 დამარცხდა.

ბასკმა სპეციალისტმა არ დააყენა ჯერაც ფორმაში არმყოფი ტიაგო სილვა, თადარიგში დატოვა ედინსონ კავანი და მარკო ვერატი. მეორე ტაიმში მას ორივე დასჭირდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

"სტრასბური" ორჯერ გავიდა წინ - ჯერ საჯარიმო დარტყმის მერე თავურით, ბოლოს კი კონტრშეტევაზე. კოშტასა და ბაოკენის გოლებს შორის კი იყო კილიან მბაპეს გოლი.

Video

02.12.17 სტრასბური-პსჟ 2:1

უნაი ემერი (პსჟ): "ყველა თამაშის მოგება თითქმის შეუძლებელია, რადგან ყოველთვის ასპროცენტიანი კონცენტრაციით ვერ ითამაშებ. დღესაც მოგებას ვიმსახურებდით, რადგან ბევრი მომენტი გვქონდა. საბოლოოდ, მაინც შედეგია უმთავრესი, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ არ არის.

ფეხბურთი ამითაც არის კარგი, რომ ერთ ჩვეულებრივ გუნდს ფანების მხარდაჭერითა და გამართლებით შეუძლია ფავორიტის დამარცხება. არ მოგვწონს, რაც მოხდა, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. მგონი, დრო დადგა, რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივცე.

არადა, ჯერ მინდოდა, კონკურენტებისთვის უფრო მეტად გაგვესწრო და მერე დაგვეწყო როტაცია. წაგებებს ვერ ვიტან, მაგრამ ჩემპიონატის მოგების მაინც კარგი შანსი გვრჩება".

ჩემპიონმა "მონაკომ", როგორც იქნა, მოიგო - რადამელ ფალკაომ სიდიბეს ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა და ეს საკმარისი აღმოჩნდა "ანჟერის" დასამარცხებლად.

ფაქტები

"სტრასბურს" აქამდე პსჟ-სთან ბოლო 20 დაპირისპირებაში ერთი მოგება ჰქონდა.

ამ სეზონში პსჟ პირველად დამარცხდა (22 მატჩი ყველა შეჯიბრებაში).

"ბორდომ" ლიგა 1-ის ბოლო 5 საგარეო მატჩში ვერ შეძლო გამარჯვება.

"მონაკომ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია "ანჟერის" დამარცხებით შეწყვიტა.

პსჟ-მა აპრილის მერე პირველად წააგო. მაშინ გუნდმა "ნიცასთან" 1:3 დათმო.

"ნიცა" არ აგებს "მეცთან" ბოლო 10 საშინაო მატჩია.

მაიკ მაინანმა (ლილი) ლიგა 1-ში 8 პენალტიდან მხოლოდ 3 გაუშვა.

ლიგა 1. XVI ტური

დიჟონი-ბორდო 3:2

გოლები: 0:1 კაფუ (13), 1:1 იამბერე (34), 1:2 მალკომი (36), 2:2 ჟანო (52), 3:2 საიდი (86)

სტრასბური-პსჟ 2:1

გოლები: 1:0 და კოშტა (13), 1:1 მბაპე (42), 2:1 ბაოკენი (65)

პსჟ (4-1-2-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - პასტორე (81. ლო სელსო), რაბიო, დრაქსლერი (80. ვერატი) - დი მარია (75. კავანი), მბაპე, ნეიმარი

ლილი-ტულუზი 1:0

გოლი: 1:0 პეპე (63)

გამოუყენებელი პენალტი: დელორი (91. ტულუზი)

მონაკო-ანჟერი 1:0

გოლი: 1:0 ფალკაო (2)

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე (63. ა. ტურე), გლიკი, ჟემერსონი, კონგოლო - ნ"დორამი, ფაბინიო - დიაქაბი (72. რონი ლოპეში), ჟოაო მოუტინიო, ბ. კეიტა - ფალკაო (88. კარილიო)

ნიცა-მეცი 3:1

გოლები: 1:0 პლეა (26), 1:1 რუ (29), 2:1 ბალოტელი (56), 3:1 სან-მაქსიმი (71)

რენი-ამიენი 2:0

გოლები: 1:0 ხაზრი (72), 2:0 ანდრე (84)

ტრუა-გენგამი 0:1

გოლი: 0:1 ბრიანი (22)

გაძევება: ბელუგუ (45+1. ტრუა), ბლასი (62. გენგამი)

სტ. ეტიენი-ნანტი 1:1

გოლები: 1:0 პაჟო (38), 1:1 სალა (61)

კაენი-ლიონი 1:2

გოლები: 0:1 კორნე (10), 0:2 მარიანო დიასი (54), 1:2 სანტინი (90)

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, დიაქაბი, მარშალი (73. რაფაელი) - ტუსარი, ოარი - კორნე (76. მაოლიდა), ფეკირი, დეპაი - მარიანო დიასი (81. ფერი)

მონპელიე-მარსელი 1:1

გოლები: 1:0 სიო (29), 1:1 ტოვენი (45-პენ)

მარსელი (4-5-1): მანდანდა - საკაი, რამი, აბდენური, ამავი - ტოვენი (61. ოკამპოსი), ზამბო ანგისა, სანსონი, ლუის გუსტავო, პაიე (89. სარი) - ჟერმენი (81. მიტროღლუ)

ბომბარდირები: 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 12 - მარიანო დიასი (ლიონი); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 9 - ნეიმარი (პსჟ); 8 - მემფის დეპაი (ლიონი), მარიო ბალოტელი (ნიცა), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური

8 დეკემბერი: ბორდო-სტრასბური;

9 დეკემბერი: პსჟ-ლილი, ანჟერი-მონპელიე, გენგამი-დიჟონი, მეცი-რენი, მონაკო-ტრუა, ტულუზი-კაენი;

10 დეკემბერი: ამიენი-ლიონი, ნანტი-ნიცა, მარსელი-სენტ ეტიენი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
[VIDEO] "ასტონ ვილას" ფანტასტიკური სერია - ემერის გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტი ხდება...
ვინ გაწვრთნის "ჩელსის"? - ფავორიტი გამოიკვეთა
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
1914 წლის შედეგი გაიმეორეს - "ასტონ ვილა" 10 მატჩია ვერავინ აჩერებს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას გარეშე - საფონოვის მოგერიებული პენალტი, ჰაკიმის გაძევება და მძიმე მატჩში პსჟ-ს გამარჯვება
ჩაკვეტაძის თანაგუნდელის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"უსასრულოდ ვერ მოვითმენდი" - ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "სტრასბურგს" კვლავ ინგლისელი გაწვრთნის
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან