გასულ უქმეებზე ბერძნულ პალეოხორაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე ორი ტურის შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრების მონაწილე ჩვენებურთაგან ზოგმა ქულით, ზოგმა მეტითაც გაიმდიდრა მონაგარი...

გასულ უქმეებზე ბერძნულ პალეოხორაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე ორი ტურის შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრების მონაწილე ჩვენებურთაგან ზოგმა ქულით, ზოგმა მეტითაც გაიმდიდრა მონაგარი.

სამი ტურის შემდეგ ლიდერთა ჯგუფში იყვნენ მალხაზ სულაშვილი და ალა ვახანია, რომლებიც თეთრი ფიგურებით ხვდებოდნენ მეტოქეებს. სულაშვილი უკრაინელ დიდოსტატ ალექსანდრ ზუბარევს დაუზავდა, ვახანია კი რუს ანდრეი რიჩაგოვთან დამარცხდა. 2,5 ქულის მქონე ნინო ბაციაშვილმა შავი ფიგურებით ჰოლანდიელ ვან ნიეს პაულინეს მოუგო, წარმატებას მიაღწია ბელა ხოტენაშვილმაც, რომელმაც ბერძენ ალექსანდროს რადოპულოს აჯობა. საკუთარ მონაგარს ქულა შემატა ანა გავაშელმა იტალიელი სერგიო გაროფალოს ძლევით.

გუშინ მე-5 ტურის პარტიები გაიმართა. სულაშვილი შავებით ვიორელ იორდაჩესკუს (მოლდოვა) შეუთანხმდა ყაიმზე, ხოტენაშვილმა სებასტიან სმითსს (ჰოლანდია) მოუგო, ხოლო ბაციაშვილი, გავაშელი და ვახანია, შესაბამისად, დმიტრი სვეტუშკინთან (მოლდოვა), ნიკიტა მაიოროვთან (ბელარუსი) და ლუკიან ფილიპთან (რუმინეთი) დამარცხდნენ.

ლიდერთა ჯგუფში უკრაინელმა იური კრივორუჩკომ თანამემამულე იაროსლავ ზინჩენკოს სძლია, სერბმა მისა პაპმა რუსი სერგეი ვოლკოვი დაჯაბნა, ხოლო ანდრეი რიჩაგოვმა ალბერტო დავიდს (ლუქსემბურგი) გააჩერებინა საათი. ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ პაპი, რიჩაგოვი და კრივორუჩკო ლიდერობენ. ქართველთაგან ხოტენაშვილსა და სულაშვილს 4-4 ქულა აქვთ, ბაციაშვილს - 3,5, ვახანიას და გავაშელს - 3-3 ქულა.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე