უკრაინულმა მედიასააგენტო “სპორტს.უამ” ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები შეაქო
უკრაინის ჩემპიონატის მეორე წრეში სამი ტური გაიმართა და უკრაინულმა მედიასააგენტო “სპორტს.უამ” ზამთრის ტრანსფერები შეაფასა.

“თანდათან ავლენს შესაძლებლობებს ლუგანსკის “ზარიას” შემტევი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია. ქართველმა სამივე შეხვედრა სრულად ითამაშა და სამივეში კარად გამოიყურებოდა. მწვრთნელი ანატოლი ჩანცევი შედარებით ნაკლებად ენდობა ფრანგული პასპორტის მქონე ფრანკ მადოუს, სხვა ლეგიონერებისთვის კი თავის გამოჩენის შანსი არ მიუცია”, - წერს “სპორტს.უა”.

ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მარიუპოლის ილიჩივეცის” ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილიც: ”ფაქტობრივად, “ილიჩივეცის” ძირითადი შემადგენლობა მთლიანად დონეცკელებმა დაიპყრეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები “შახტარის” ახალგაზრდული შემადგენლობიდან მოვიდნენ, უკვე ჩანს, რომ ბევრი მათგანი პრემიერლიგის დონეს აკმაყოფილებს. განსაკუთრებით გამოვყოფთ თორნიკე ოქრიაშვილს, რომელიც ბურთს მშვენივრად ათვინიერებს. თავი არც სხვა “მეშახტეებს” შეურცხვენიათ”.

იგივეს წერს უკრაინული “სპორტ-ექსპრესიც”: ”სამი შეხვედრის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ მარიუპოლელთა შემადგენლობაში გამოირჩევიან გამოცდილი დმიტრი ნევმივაკა და ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან პერსპექტიული თორნიკე ოქრიაშვილი”.

ვერაფერს იტყვი, ქართველების ასეთი შეფასება სასიამოვნო წასაკითხია, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ საწყენია, თორნიკემ და მასთან ერთად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სხვა წევრებმა ავსტრიულ ოთხთა ტურნირზე თავი რომ ვერ გამოიჩინეს - ჩვენმა გუნდმა “ალპე ადრია” სამარცხვინოდ, ბოლო ადგილზე დაასრულა.

რა თქმა უნდა, ეს არაოფიციალური ტურნირი იყო და შედეგს დიდი მნიშვნელობა არც ენიჭებოდა, ოთარ გაბელია კი კანდიდატების გამოსაცდელად იყენებდა, მაგრამ ტაბლოზე მაინც მეტისმეტად დამთრგუნველი შედეგი ეწერა.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე