ამ ყველაფერზე "ლოკომოტივის" ტექნიკურ დირექტორ გიორგი ყიფიანს ვესაუბრეთ
თბილისის "ლოკომოტივის" გარშემო ბოლო დროს ბევრი კითხვა დაგროვდა. კლუბმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელა მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანს.

გიორგი დევდარიანი: კონტრაქტი აღარ გამიხანგრძლივეს, რატომ, მე თვითონ ვერ გავიგე

ხმები ასევე ვრცელდება "რკინიგზელთა" ფორვარდის, ირაკლი სიხარულიძის შესაძლო ტრანსფერზე ავსტრიაში.

მკითხველისთვის ასევე საინტერესო იქნება ლევან ყენიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც... ამ ყველაფერზე "ლოკომოტივის" ტექნიკურ დირექტორ გიორგი ყიფიანს ვესაუბრეთ.

- რატომ არ გაუგრძელა კლუბმა კონტრაქტი გიორგი დევდარიანს?

- პირველ რიგში, ვისარგებლებ შემთხვევით და გიორგი დევდარიანს მადლობას გადავუხდი ჩატარებული სამუშაოსთვის. შედეგი გაცილებით უკეთესი იყო და ამის არდანახვა არ შეიძლება.

პარალელურად, დაწინაურდნენ ფეხბურთელები და ეს დიდი აქტივია. მოკლედ, მუშაობის ამ ნაწილს დამაკმაყოფილებლად ვთვლით და ვფიქრობთ, რომ დიდ ნაყოფს გამოიღებს მომავალში.

რაც შეეხება კონტრაქტის არგაგრძელების მიზეზს, ალბათ, ამაზე გავლენა იქონია ბოლო წრემ და გვიბიძგა ამ გადაწყვეტილებისკენ. ანუ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ გუნდმა არასტაბილური თამაში აჩვენა. თუმცა, იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ გარკვეული მიზეზები იყო...

ტრავმები, ჩვენი ფარ-კლუბი ლიგა 3-ში გადმოსასვლელად იბრძოდა რეგიონალლიგიდან და რამდენიმე ფეხბურთელი იქ გავუშვით, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სტაბილურობის მხრივ გვიბიძგა, რომ კონტრაქტი არ გაგვეგრძელებინა.

- დევდარიანი კლუბში ანაზღაურების ახალ სისტემაზე საუბრობდა. რას იტყოდით ამის შესახებ?

- ანაზღაურების ახალ სისტემაზე ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არც ფეხბურთელებმა და სტაფმა არ იციან კონკრეტულად, ვინაიდან შეხვედრა ჯერ არ შემდგარა.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გახდება ტრანსფარანტული, თქვენც აუცილებლად შეიტყობთ.

- როდის გახდება "ლოკომოტივის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილი? თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ კანდიდატები...

- მოლაპარაკებებს რამდენიმე ადამიანთან ვაწარმოებთ და თქმა ჯერჯერობით არ შემიძლია.

- რა ხდება ირაკლი სიხარულიძის კონტრაქტზე? გავრცელდა ხმები, რომ მისით ავსტრიული გუნდები არიან დაინტერესებულნი...

- ირაკლი სიხარულიძესთან ვცდილობთ გავაგრძელოთ ურთიერთობა, ვინაიდან ვფიქრობთ, მასთან ერთად წარმატების მიღწევას კიდევ შევძლებთ.

- ლევან ყენიაზეც გკითხავთ. როდის დაიწყებს ყენია ვარჯიშს?

- ლევან ყენია, წესით, გუნდთან ერთად ვარჯიშს 25 იანვარს, მოსამზადებელ შეკრებაზე დაიწყებს.

uuuu
ავშენდებით!
ლაშა
აქ რა წერია? - რაც შეეხება კონტრაქტის არგაგრძელების მიზეზს, ალბათ, ამაზე გავლენა იქონია ბოლო წრემ და გვიბიძგა ამ გადაწყვეტილებისკენ. ანუ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ გუნდმა არასტაბილური თამაში აჩვენა. თუმცა, იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ გარკვეული მიზეზები იყო... ტრავმები, ჩვენი ფარ-კლუბი ლიგა 3-ში გადმოსასვლელად იბრძოდა რეგიონალლიგიდან და რამდენიმე ფეხბურთელი იქ გავუშვით, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სტაბილურობის მხრივ გვიბიძგა, რომ კონტრაქტი არ გაგვეგრძელებინა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა