ისრაელი-საქართველოს მატჩი კულისებსმიღმა - ებრაელი ჟურნალისტები თემურ ქეცბაიაზე განაწყენებულები ყოფილან
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და მთლიანად დელეგაციის წევრები ძალიან ნირწამხდრები ჩანდნენ, ზოგიერთის თვალებზე ცრემლიც შევნიშნეთ. რა უნდა ვთქვათ - მარცხი მთელი ქვეყნისთვის მწარე გამოდგა, მაგრამ მაინც კარგია, რომ თელავივურ შედეგს ასეთი რეაქცია მოჰყვა. გუნდშიც და ქომაგებშიც ხორვატიასთან გამარჯვებამ სხვა იმედები გააჩინა და უთუოდ ნიშანდობლივად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ მარცხს ძველებურად კანონზომიერად აღარ მივიჩნევთ.

დანა პირს არ უხსნიდა ზვიად სიჭინავას. ენაწყლიანობით გამორჩეულ სფფ-ის პრეზიდენტს მატჩის შესახებ კომენტარი რომ ვთხოვეთ, გვიპასუხა, სათქმელი არაფერი მაქვსო და გასაუბრებას მეორე დღისთვის შეგვპირდა. მის ხასიათზე მოყვანას გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი ამაოდ ცდილობდნენ.

მარცხის მიუხედავად, “ბლუმფილდზე” შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ქართველმა ქომაგმა ბიჭები ტაშით გააცილა. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მათ ერთგული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და არც ფოტოების გადაღებას და ავტოგრაფებს დაზარდნენ. რამდენიმე გულშემატკივარს სხვებზე მეტად გაუმართლა და ნაკრების მაისურა შეხვდა.

ქართველები წმინდა მიწაზე

გუშინწინდელი ღამე მთელმა ნაკრებმა სასტუმროში გაათენა, დილიდან კი ლეგიონერები აეროპორტისკენ გაეშურნენ და საკუთარი კლუბებისკენ აიღეს გეზი. ხოლო თელ-ავივი-თბილისის საღამოს რეისის მგზავრებმა, ანუ ფედერაციის თანამშრომლებმა, ნაკრების პერსონალმა და ქართულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებმა იერუსალიმს მიაშურეს. წმინდა ადგილები ქართველმა ჟურნალისტებმა გიორგი დარასელიას დახმარებით მანამდე მოვინახულეთ.

მან და მისმა ვაჟმა, უმცროსმა გიორგიმ მხოლოდ იერუსალიმი კი არა, ლამის მთელი ისრაელი მოგვატარეს, გვაჩვენეს ქვეყნის ისტორიული და თანამედროვე ღირსშესანიშნაობები. დიდი დრო დავყავით ჰაიფაში, სადაც “მაქაბის” ინფრასტრუქტურამ აღგვაფრთოვანა. თუმცა ამაზე მოგვიანებით გიამბობთ...

მზვერავობა დარასელიამ ითავა

ხმამაღლა ამის შესახებ არაფერი უთქვამთ, მაგრამ თურმე ებრაელი ჟურნალისტები თემურ ქეცბაიაზე განაწყენებულები ყოფილან. მიზეზი ისაა, რომ მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციის ჩატარებაზე უარი თქვა. თამაშამდე ეს ამბავი ადგილობრივი სპორტული მედიის მთავარი თემა ყოფილა.

თავის მხრივ, მიზეზი ქეცბაიას უარსაც ჰქონდა - თურმე ებრაელებს ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის 26 მარტს გამართული ისრაელი-ლატვიის მატჩის ვიდეოჩანაწერი არ მიუწოდებიათ. სხვა საქმეა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ შეხვედრაზე საკუთარ წარმომადგენელს მიავლენდა.

მოკლედ, ასე დარჩნენ ჩვენი ებრაელი კოლეგები მატჩამდელიპრესკონფერენციის გარეშე, ხოლო ქეცბაია ზემოთ ხსენებული მატჩის ჩანაწერის გარეშე მაინც არ დარჩა - ალბათ უკვე მიხვდით, რომ დისკი მას დარასელიამ მიაწოდა.

როცა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ქეცბაიას უარის მიზეზი ჰკითხეს, მან უპასუხა, პრესკონფერენციის ჩატარებაზე ვალდებული მხოლოდ თამაშის შემდეგ ვარ და მკითხეთ, რაც გნებავთო.

ლევიმ ზუსტად გამოიცნო

ჰაიფას “მაქაბის” მთავარ მწვრთნელ ელიშა ლევისთან რამდენიმე წუთით გასაუბრება მატჩამდეც შევძელით და მის შემდეგაც. თამაშამდე იგი არ იზიარებდა ებრაელი ჟურნალისტების პესიმიზმს და ანგარიშიც ზუსტად იწინასწარმეტყველა, ნამატჩევს კი გვითხრა, ისრაელმა ზუსტად იმის წყალობით გაიმარჯვა, რასაც ვვარაუდობდი - სწორად შერჩეული შემადგენლობითა და ტაქტიკით, უკეთესი ფიზიკური კონდიციებით და ტექნიკური ფეხბურთელებითო.

ძალიან გულდაწყვეტილი იყო მისი მარჯვენა ხელი გიორგი დარასელია. ახლა გამარჯვება ისე მინდოდა, როგორც არასდროს, “მაქაბის” ვარჯიშზე მისვლა არ მეხალისება, რა გაუძლებს ახლა ამათ ბაქიბუქსო, გვითხრა ნახევრად ხუმრობით.

ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების წევრები ლაპარაკის ხასიათზე არ იყვნენ, თითქმის ყველა მათგანმა დანანებით აღნიშნა, გოლი ზუსტად მაშინ გავუშვით, როცა უკეთ ავთამაშდითო.

ალექსანდრე ამისულაშვილს გოლის ეპიზოდის გახსენება ვთხოვეთ. “ზუსტ სურათს მაშინ აღვიდგენ, როცა მომენტის გამეორებას ვნახავ, ისე კი, გოლი მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ბრალი არ ყოფილა, შეცდომა კომპლექსური იყო.”

ალეკოს ისიც ვკითხეთ, როგორი განწყობით მიემგზავრებოდა კრასნოდარში.

"ორ მატჩში სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც მეტოქეების სიძლიერიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს ურიგო შედეგი. გულსატკენი ის არის, რომ ხორვატიასთან გამარჯვებით მოგვრილი დადებითი ემოციები ამ მარცხმა გააუფერულა. ქართველი გულშემატკივარი ამჯერად ვეღარ გავახარეთ, მაგრამ ვფიქრობ, ხალხი ამ მარცხს გვაპატიებს, მთავარია, რომ მთელმა ქვეყანამ ირწმუნა - ქართველი ფეხბურთელები მოედანზე თავს არ ზოგავენ და რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ მათგასახარებლად“, - გვითხრა ჩვენი ნაკრების ცენტრალურმა მცველმა.

ამისულაშვილთან ვრცელ ინტერვიუს “ლელოს” ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ და სხვა ებრაულ შთაბეჭდილებებზეც გიამბობთ.

ლევან ჯანეზაშვილი ისრაელიდან

football's fan:d
მთელ საქართველოს ვთხოვ რომ ამ ერთი თამაშის წაგების გამო ნუ გაიტეხთ გულებს და ნუ შეურაცყოფთ ნაკრებს რადგან ამით არ დამთავრებულა ყველაფერი და რომ წააგებენ ხოლმე და რო ლანძღავთ და აგინებთ ნაკრებს ასე არ შეიძლება.და თუ ხართ ნაკრებტან ბოლომდე იყავით და რაც არ უნდა მოიგონ და წააგოონ ბოლომდე ნაკრების გულშემატკივრები დარჩით! :)
football's fan:d
ერთი წაგებით ნუ განსაზღვრავთ თამაშს...ერთი წაგება არაფერია...ჯერ არაფერი არ გვაქვს დაკარგული ჯერ კიდევ 5 თამაში გვაქვს დარჩენილი და დავიჯერო ვერცერთს ვერ მოვიგებთ?!(სისულელეა :D)...დრო ჭირდება ნაკრების გაძლიერებას და ვიცი რომ ეს დროც მოვა მარა ფაქტია რომ ანანიძე, ყენია,მჭედლიძე და ასათიანი მაგრად გვაკლია
Shota
ყველაფერი კარგად იქნება! ყველაფერს დრო და შრომა სჭირდება! დიდი მადლობა ბიჭებს შეგნებული და თვითკრიტიკული პოზიციისთვის! თემურის და ბიჭების პროგრესი აშკარაა და იმედისმომცემი! თქვენთან ვართ!!!
Tornike
ბიჭებო, ამდენს რომ ვწერთ და ასე გულიანად, უკვე კარგია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ დრო გვინდა. მე უბრალოდ ის მეწყინა მაგრად, ხორვატიასთან გმირობის შემდეგ ასეთ დაბალ დონეზე რომ ჩაატარეს ბოლო თამაში ჩვენებმა
zichi
გოლი მართლაც ერთდროულად ბევრი შეცდომის ბრალი იყო :( ცენტრში 2 ფეხბურთელმა ბურთი ვერ აართვა ებრაელს, ამ დროს კალაზეს ფეხი დაუცურდა და პასი ზუსტად იმან მიიღო ვიზეც კალაზე იყო პასუხისმგებელი, შედეგად 3 ფეხბურთელი გამოეთიშა სიტუაციას, ამიტომ ჩვენმა მარჯვენა ფლანგმა გადმოიწია დაზღვევაზე ცენტრისკენ, ჩემი აზრით სალუქვაძე მაინც ჯობდა მარჯვნივ დარჩენილიყო, შედეგად პასი მარტო დარჩენილმა კაცმა მიიღო და გოლიც გაიტანა. ამ დროს მეკარემაც დაკარგა ორიენტაცია, ზელტან ახლოს ყოფილიყო ჯობდა. ნუ, ამას არავის საწყენად არ ვამბობ... მომხდარის შეფასება ადვილია...
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის