ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური: დავით ხოჭოლავა მერვედფინალში გავიდა

6 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის მეორე სათამაშო დღეს რამოდენიმე მეტად საინტერესო მატჩი ჩატარდა. ტურნირის ისტორიაში პირველად გავიდა 1/8 ფინალში ერთი ქვეყნის, ინგლისის 5 გუნდი.

E ჯგუფი. "ლივერპულის“ ბრაზილიელმა ლეგიონერებმა უკვე მე-19 წუთზე მოუთავეს მოსკოვის "სპარტაკს“ "ენფილდზე" საქმე და ევროპა ლიგაზე გაისტუმრეს. დუბლი კოუტინიომ მიითვალა, ერთი გოლი კი ფირმინომ გაიტანა. მიუხედავად ამისა, "წითლებმა“ შესვენების შემდეგაც არ დაამშვიდეს თამაში და კიდევ 4 ბურთი შეუგდეს "სახალხო გუნდის“ მეკარეს სელიხოვს (7:0). აღსანიშნავია, რომ პირველი ჰეთ-ტრიკი შეასრულა "ლივერპულში“ კოუტინიომ. "მარიბორი“-"სევილია“ 1:1 დასრულდა და ანდალუსიელები ჯგუფიდან მეორე ადგილიდან გავიდნენ.

ლივერპული 12, სევილია 9, სპარტაკი 6, მარიბორი 3

F ჯგუფი. კი დაპირდა "მანჩესტერ სიტის“ მენეჯერი პეპ გვარდიოლა "ნაპოლის“ მწვრთნელს მაურიციო სარის "შახტარის“ დამარცხებას, მაგრამ ხარკოვში ექსპერიმენტალური შემადგენლობა გაიყვანა, 1:2 წააგო (ამ სეზონში პირველად დამარცხდა, 20-მატჩიანი გამარჯვების და 28-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ბოლოს 23 აპრილს ინგლისის თასის ნახევარფინალი წააგო "არსენალთან" 1:2) და დავით ხოჭოლავას გუნდმა 1/8 ფინალში გააღწია. ხოჭოლავა დროის გაყვანის და დაცვის გაძლიერების მიზნით 89-ე წუთზე შეუშვა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ თავდამსხმელ ფერეირას ნაცვლად. მან დარტყმული ბურთი თავგანწირულ ნახტომში მოგერია და ამის შემდეგ აიკიდა მისმა თანაგუნდელმა ბუტკომ პენალტი, რომელიც შეცვლაზე შესულმა სერხიო აგუერომ 90+2-ე წუთზე გაიტანა. "სიტის“ შემადგენლობაში შეუცვლელად იასპარეზა 17 წლისა და 192 დღის ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა, რომელიც ინგლისური გუნდებიდან ამ ტურნირზე ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

თუმცა, რომც წაეგო "შახტარს“, მაინც გადიოდა შემდეგ ეტაპზე, რადგან ტრავმირებული ინსინიეს გარეშე დარჩენილი "ნაპოლი“ როტერდამში დამარცხდა აქამდე უქულოდ მყოფ "ფეიენოორდთან“. ხაზგასასმელია, რომ მასპინძლები 83-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ პირველ წუთზე შეძლეს გამარჯვების გოლის გატანა.

მანჩესტერ სიტი 15, შახტარი 12, ნაპოლი 6, ფეიენოორდი 3

G ჯგუფი. "პორტუმ“ "მონაკო“ გაანადგურა (5:2), "ლაიპციგი“ კი, რომელსაც 82-ე წუთზე მსაჯმა მცველი ლსანკერი გაუძევა, კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი და 1:2 დამარცხდა "ბეშიქთაშთან“.

ბეშიქთაში 14, პორტუ 10, ლაიპციგი 7, მონაკო 2

H ჯგუფი. "ტოტენჰემმა“ სახლში ადვილად სძლია "აპოელს“ 3:0, ხოლო "რეალმა“ მადრიდში გაჭირვებით "დორტმუნდს“ (3:2). დუბლის ავტორმა ობამეიანგმა ევროტურნირებზე 27 გოლი გაიტანა, როისს გადაასწრო და კლუბის რეკორდსმენი შეიქნა. ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში გაიტანა გოლი რონალდომ და ტურნირის რეკორდსმენი გახდა.

ტოტენჰემი 16, რეალი“ 13, დორტმუნდი 2, აპოელი 2

1/8 ფინალების წილისყრა 11 დეკემბერს ნიონში გაიმართება

euhh
napolma sviliam da sitim gascee tamashebi.napolma azriaraaqo da chaagdo tamashi.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა