მანუჩარ მარკოიშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის დიდი ძალაა. 31 წლის კალათბურთელს ქართველი გულშემატკივარი არაერთხელ გაუხარებია.

მარკოიშვილმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. Sportall.ge მას დაუკავშირდა და სხვადასხვა საკითხებზე ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ შეაფასებდით დღევანდელ მდგომარეობას ქართულ კალათბურთში?

- მე როგორც კალათბურთელს, რა თქმა უნდა, მინდა, რომ უკეთესი მდგომარეობა იყოს! ვისურვებდი, რაც შეიძლება პოპულარულს და მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელებულ სპორტის ამ სახეობას, თუმცა, ეს ნამდვილად არაა ადვილი საქმე და ამის მისაღწევად დიდი ფინანსები და მეტი ჩართულობაა საჭირო.

- რას ფიქრობთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მომავალ არჩევნებზე?

- როგორც აქტიური სპორტსმენი, ვცდილობ თავი შევიკავო კომენტარებისგან. გარკვეული პერიოდი ძალიან სკანდალურად მიდიოდა, რაც არ იყო სასიამოვნო. ჯერ გაუკრვეველია ვინ გაიმარჯვებს, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ ეტაპზე მხოლოდ ორ კანდიდატს აქვს წარდგენილი განაცხადი, რადგან ბატონმა მიხეილ გაბრიჭიძემ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე.

როგორც ჩანს, ახალი გუნდი აპირებს კალათბურთის სათავეში მოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ვცემ ბატონ პაატა გურასპაულს, მიმაჩნია, რომ შიო ხეცურიანს განვითარების უკეთესი პროგრამა აქვს და იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს, მჯერა, რომ შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას. თუმცა, ადვილი არ იქნება.

- რას იტყოდით ახალი ფორმაციის საქართველოს ნაკრებზე? როგორი შთაბეჭდილება დატოვეს ახალწვეულებმა?

- ძალიან დასანანი დანაკლისი გვქონდა გიორგი ცინცაძის და დუდა სანაძის სახით. ასევე არ გვაყვდა ევროლიგის მოთამაშეები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. რა თქმა უნდა, ეს შედეგზეც აისახა, თუმცა მაინც კარგი თამაშები ჩავატარეთ და გამოჩნდა, რომ ნაკრებს პოტენციალი აშკარად გააჩნია.

ძალიან მოტივირებული და ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს, მჯერა, რომ თებერვლის თამაშებს უფრო კარგად ჩავატარებთ.

- მაიკლ დიქსონზეც გკითხავთ, არის თუ არა იგი საუკეთესო ნატურალიზებული კალათბურთელი?

- მართლაც ძალიან კარგი პიროვნებაა. შეიძლება, მონაცემებით ყოფილ ნატურალიზებული მოთამაშეებს ვერ ჯობდეს, თუმცა ყველაზე მეტად იხარჯება და ნაკრების შეკრების პირველივე დღიდან ჩვენთან ერთად იყო.

ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა, მე ძალიან მსიამოვნებს მასთან ერთად თამაში.

- ილიას ზუროსის შესახებ რას იტყოდით, უნდა დარჩენილიყო თუ არა იგი ნაკრებში?

- ძალიან მაღალი დონის და დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელი გვყავს. პირადად მე, ძალიან მომწონს მისი ხედვა და სტრაგეტია. რა თქმა უნდა, ნაკრების წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მას მიუძღვის. ჩემი პირადი შეხედულებით, ზუროსი მწვრთნელად აუცილებლად უნდა დარჩენილიყო.

- თქვენი აზრით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უნდა წასულიყვნენ თუ არა ნაკრების ლიდერები?

- ყველას მაგივრად პასუხს მე ვერ გაგცემთ, თუმცა საქართველოს ნაკრებს არ აქვს ფუფუნება ყველა მოთამაშე ერთად ჩაანაცვლოს. მე პირადად ვფიქრობ, რომ შემიძლია ნაკრებს კიდევ დავეხმარო და ასეც ვიქცევი.

- თქვენს ამჟამინდელ კლუბს "რეჯიო ემილიას" ძალიან ცუდი მდგომარეობა უდგას... რას იტყოდით ამის შესახებ?

- ნამდვილად ცუდი სეზონი გვაქვს და რა თქმა უნდა, ასეთ სტარტს არავინ ელოდა. თუმცა, სეზონი ჯერ კიდევ წინაა და ბევრი რამის შეცვლა და გამოსწორება შეიძლება. გუნდი გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმედი მაქვს, რომ მომავალში დადებითად აისახება.

- როგორი პირობებია შექმნილი საქართველოში ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის? გვყავს კალათბურთელები, რომლებსაც მომავალში NBA-ში თამაში შეუძლიათ?

- წინა წლებით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი კარგი პირობები არასდროს არ ყოფილა ახალგაზრდებისთვის შექმნილი. თუმცა, მეტი გაფართოება და განვითარებაა საჭირო მთელი საქართველოს მასშტაბით. ნამდვილად კარგი ახალგაზრდები გვყავს და სულ მცირე ბითაძის მჯერა, რომ მალე ვიხილავთ NBA-ში.

N
არ შეიძლება, კლეი ტომპსონის ნატერალიზება რომ ვცადოთ?!
koba
გაივსო კრიტიკოსებიტ კველა სპერო, პროპესიონალი სპორტსმენი ტავის აზრს გამოტკვამს ტანაგუნდელზე და რომ არ ტკვან საპირისპირ აზრი არ არსებობს.საიდან ამდენი განატლება........
მიშა
შემონდ ვილიამსი იყო ყველაზე მაგარი ნატურალიზებული კალათბურთელი. თუმცა დიქსონი ძალიან სასარგებლოა და ცხადია მაგასთან სასაყვედურო არაფერი გვაქვს, დღესდღეობით საუკეთესოა ნაკრებში
aleksandre
რაღაც ვერგავიგე მანუჩარ ?,დიქსონი მონაცემებით შეიძლება სხვა ნატურალლიზებულებს ვერ ჯობდესო??,ვერჯობდეს კი არა ვინც გვყოლია ყველაზე 2 ჯერ უკეთესია დიქსონი.
თენგო
გეთანხმები giorgi. დიქსონი არათუ ნატურალიზებულებს შორის, არამედ დამოუკიდებელ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს შორის საუკეთესოა. ზედიზედ რამდენიმე მატჩითითქმის შეცვლის გარეშე ითამაშა. თანაც მცველის, გამთამაშებლის და თავდამსხმელის პოზიციებზე ერთად. 36 ქულა ერთ თამაშში, მით უმეტეს უძლიერეს სერბეთთანაც მგონი საუკეთესოა. მოკლედ, ქართველ კალათბურთელებს უჭირთ თანაგუნდელების დამსახურების აღიარება.
სოსო
ჯაკო,რა სიტუაციაც ათი წლის წინ იყო,თუნდაც ხუთის,რა თქმა უნდა გაუმჯობესებულია.დაგავიწყდათ,რომ დარბაზიც კი აღარ იყო,სპორტის სასახლის გარდა?ნელ ნელა მაგრამ მაინც პირობები, უმჯობესდება.თვითონ მანუს კი ფორმის მთლიანად აღდგენას ვუსურვებ, ძალიან მალე.

მოიცა , დიქსონი რომელ ყოფილ ნატურალიზებულ მოთამაშეზე ნაკლებ შედეგიანია? ჩემი აზრით, ასეთი უცხოელი კალათბურთელი არ ყოლია საქართველოს ნაკრებს ისტორიაში
giorgi
მაინტერესებს მანუჩარ, სად ნახე გურასპაულის პროგრამის პრეზენტაცია? მე როგორც ვიცი ხვალ 3 საათზეა პრეზენტაცია.
ჯაკო
ასეთი კარგი პირობები როგორც ახლა აქვთ კალათბურთელებს, არასოდეს ყოფილაო. გამოდის, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია კარგად მუშაობს. ძველი პრეზიდენტი რაღატომ ტოვებს თანამდებობას? მე როგორც მითხრეს, ზაზა ფაჩულიას უთქვამს, ჩემი მეგობარი, ხეცურიანი უნდა აირჩიოთო და გაბრიჩიძე ამიტომ აღარ იყრის კენჭს. ისე, არსად გამიგია, მოქმედი სპორტსმენები ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ერეოდნენ. ამაზე კითხვის დასმაც კი არასწორია.
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
"სამტრედიასთვის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან დიდი წარმატებაა - კლუბის დირექტორი
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
საკალათბურთო კლუბ "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
რა გეგმები აქვთ ახალ მფლობელებს თბილისის "დინამოში"? - ინტერვიუ შიო ხეცურიანთან
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს