კვირას "კერამიკაზე" მე-6 ადგილზე მყოფი "ვილიარეალი" ჩემპიონატის ლიდერ "ბარსელონას" მასპინძლობს
კვირას "კერამიკაზე" მე-6 ადგილზე მყოფი "ვილიარეალი" ჩემპიონატის ლიდერ "ბარსელონას" მასპინძლობს, რომელსაც კვლავ არ ეყოლება კვარტეტი (რაფინია, არდა თურანი, მასკერანო, დემბელე), თუმცა ტურის ცენტრალური დაპირისპირება ერთი დღით ადრე "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

ლა ლიგის ჩემპიონი "სევილიას" მასპინძლობს. სატურნირო თვალსაზრისით, 28-28-ქულიანი "რეალისა" და "სევილიას" დაპირისპირება უდიდესი მნიშვნელობისაა. "რეალი" "ბარსას" დაწევაზე ოცნებობს, მათ შორის კი 8 ქულაა სხვაობა.

კრიშტიანო რონალდო ამ მატჩს მორიგი, უკვე მე-5 "ოქროს ბურთით" შეხვდება. პორტუგალიელი ლეო მესის გაუთანაბრდა და ამაღლებულ განწყობაზეა. ზინედინ ზიდანი კი მიიჩნევს, რომ "რეალი" ფორმის პიკს თებერვლისთვის მიაღწევს. "ჩემპიონთა ლიგაზე საქმეების მოგვარების შემდეგ მთლიანად ლა ლიგასა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ლიგის მერვედფინალებამდე დიდი დროა დარჩენილი", - განაცხადა ზიდანმა "დორტმუნდთან" მატჩის შემდეგ.

სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე დამცავი ნიღბის გარეშე ითამაშა, რადგან ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, თუმცა ეს სარისკოა. ყოფილ გუნდს რამოსი არ შეხვდება, დისკვალიფიცირებულია. "რეალმა" უკვე დაიწყო "სევილიასთან" მატჩისთვის მზადება. სამეულმა ვერ ივარჯიშა - რაფაელ ვარანი ლიგის მატჩში დაშავდა და პირველ ტაიმში გამოცვალეს. ვერ ვარჯიშობს ხესუს ვალიეხოც, არ იყო არც დანი კარვახალი - იგი ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ითამაშებს, რადგან დისკვალიფიცირებულია. რამოსისა და კარვახალის გარდა, დისკვალიფირებულია კაზემიროც. სამაგიეროდ, ვარჯიში განაახლა გარეთ ბეილმა, რომელსაც "სევილიასთან" თამაშის შანსი გაუჩნდა.

ფაქტები

"რეალიც" და "სევილიაც" ახლახან დასრულებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან მეორეადგილოსნების სტატუსით გავიდნენ მერვედფინალში.

"რეალი" ლა ლიგის ბოლო 90 მატჩიდან 81-ში დაუმარცხებელია.

"რეალმა" "სევილიასთან" ბოლოს ორი წლის წინათ, 2015 წლის ნოემბერში წააგო (2:3).

ლა ლიგის ბოლო 22 მატჩიდან 19-ში "რეალმა" სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

"რეალმა" ბოლო 12 საშინაო მატჩიდან 11 მოუგო "სევილიას".

ლა ლიგაში "ბარსელონას" 21 ტურია, არ წაუგია.

ლა ლიგა. XV ტური

პარასკევი, 8 დეკემბერი

ალავესი-ლას პალმასი 23:59

შაბათი, 9 დეკემბერი

ხეტაფე-ეიბარი 16:00

რეალი-სევილია 19:15

დეპორტივო-ლეგანესი 21:30

ვალენსია-სელტა 23:45

კვირა, 10 დეკემბერი

სოსიედადი-მალაგა 15:00

ბეტისი-ატლეტიკო 19:15

ლევანტე-ბილბაო 21:30

ვილიარეალი-ბარსელონა 23:45

ორშაბათი, 11 დეკემბერი

ესპანიოლი-ჟირონა 23:59

ბომბარდირები: 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - იაგო ასპასი (სელტა), როდრიგო (ვალენსია), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 7 - მაქსი გომესი (სელტა), ანტონიო სანაბრია (ბეტისი), ვილიან ჟოზე (სოსიედადი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს