ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შეკრება დასრულდა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შეკრება დასრულდა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შეკრება დასრულდა
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც პოლონეთში გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან პირველი შეკრება 7 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს 19-წლამდელთა სელექციასთან საკონტროლო მატჩით დაასრულეს.

‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ანგარიში პირობითად სტუმრებმა, დასავლეთმა გახსნა. 18-წლამდელებმა შესვენებამდე ანგარიში გაათანაბრეს, მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ ლელოებით 6:2 იმარჯვეს. მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა:

„ამ თამაშმა დაგვანახა, რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. იყო კარგი მომენტები, თუმცა დავალების მხოლოდ 20% შესრულდა. ბიჭები ჯერ ვერ არიან ისეთ ფორმაში, რომ დავალებები შეასრულონ. ამ შეკრების მიზანიც სწორედ ის იყო, გვენახა რა შეუძლიათ მოთამაშეებს, რათა შემდგომი პერიოდი და სათამაშო მონახაზი ამის მიხედვით დავგეგმოთ. გარდა ამისა, დღეს ისინი ინდივიდუალურად უფრო მეტს თამაშობდნენ. ჩვენ ბიჭებს ვუთხარით, რომ ასე არ მოქცეულიყვნენ, თუმცა ამ დროს ყველა ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩინებას და სათამაშო სქემაც ამის გამო დაირღვა“.

საკონტროლო მატჩში შეკრებაზე მყოფი 40 მორაგბიდან თითქმის ყველამ ითამაშა. მოედანზე მხოლოდ ისინი ვერ გავიდნენ, ვისაც ტრავმები აწუხებს. მცირედი დასვენების შემდეგ, 18-წლამდელები ვარჯიშებს გააგრძელებენ და 21 იანვრიდან მეორე შეკრებაზე შევლენ.

„შემდეგი შეკრება 21-30 იანვარს გვექნება და იქ მოთამაშეთა რაოდენობა 36-მდე შემცირდება. კვირაში ოთხჯერ ვივარჯიშებთ და გვექნება ორმხრივი თამაშები. დღევანდელი მოცემულობით, შერკინების პირველ და მესამე ხაზში კარგი პირველი ნომრები გვყავს, გვიჭირს მეორე ხაზში, თუმცა ზემოთნახსენები თამაშებისას მოვახდენთ გადაჯგუფებას და მაქვს იმედი, რომ სასურველ შედეგს მივიღებთ. ხაზში კარგად გვაქვს საქმე და რეზერვიც ძალიან კარგია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ უცხოური შეკრებისას, რომელიც ევროპის ჩემპიონატის წინ გვექნება, რაც შეიძლება ძლიერ გუნდებს შევხვდეთ. მე მირჩევნია ეს თამაშები წავაგოთ და დავინახოთ სად გვიჭირს, რათა ოფიციალური ტურნირის ფინალში, სადაც სავარაუდოდ საფრანგეთთან მოგვიწევს თამაში, მეტის მიღწევა შევძლოთ, ვიდრე გასულ წლებში“ - ამბობს ჩავლეიშვილი.

შეკრებაზე იმყოფებოდნენ: ნიკა სომხიშვილი (არმია), გიორგი ქიმუცაძე (აია), დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ვარდოსანიძე (ხვამლი), საბა კურატიშვილი (არმაზი), ვანო კარკაძე (აია), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), ნიკა ფიროსმანიშვილი (თბილისი), ირაკლი პურიჭამიაშვილი (ხარები), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), დავით გვიდიანი (აია), ლუკა მუჩიაშვილი (ვეფხვები), იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), ვაჟა მაისურაძე (ლელო-სარასენსი), ლუკა კოხია (აია), ნიკა ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), გიგა კობახიძე (ბაგრატი), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), საბა კურტანიძე (ხვამლი), მიხეილ ალანია (ჯიქი), გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), დავით გობეჯიშვილი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), დაჩი პაპუნაშვილი (არმია), ლაშა ლომიძე (აია), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ირაკლი სიმსივე (აია), ბართლომე კალაძე (იუნკერები), სანდრო დვალი (ლოკომოტივი), ზუკა მინდიაშვილი (აკადემია), ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), ზურა ქავთარაძე (ხარები), გოჩა ჩანადირი (არმაზი), გიორგი მიქანაძე (არმია), დავით გასვიანი (აია), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), დავით ცაგარეიშვილი (ლელო-სარასენსი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფიზ. მწვრთნელები: გიორგი მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი

ექიმი: სერგო ბერიაშვილი

მასაჟისტი: გიორგი სვანიძე

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• სოსო

ძალიან კარგია,რომ ხაზში კარგი მდგომარეობა გვაქვს,ესე იგი მიზანმიმართულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.ძველებურად პრობლემურია მეორე ხაზი და შემდგომში ამაზეც იმუშავებენ,მაგრამ საგანგაშოდ მომეჩვენა დათოს სიტყვები,რომ პირველ და მესამე ხაზში კარგი პირველი ნომრები გვყავს.აქ ქვეტექსტი ასეთია,რომ რეზერვი სრულფასოვანი ვერ არის,ეს კი განსაკუთრებით პირველ ხაზში,უსიამოვნო სიახლეა.თუმცა ეგეც ვთქვათ,რომ პროგრამა კარგად მუშაობს და ეს რამდენიმე წელია,ყოველი მომდევნო ასაკობრივი ნაკრები წინა წლისაზე უკეთესია და მჯერა ახლაც ასე იქნება.პრობლემები ყველა გუნდს აქვს,ხოლო მწვრთნელების საქმე მისი გამოსწორებააა და ჩვენი მწვრთნელებიც ყველაფერს იღონებენ მდგომარეობის გამოსასწორებლად.დროც საკმარისი აქვთ და კვალიფიკაციაც.

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ჰოლანდია გაანადგურეს და ევროპირველობის ნახევარფინალში პორტუგალიას შეხვდებიან