"კარლსრუეს" ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი გერმანელ კორესპონდენტს კლუბის მდგომარეობაზე ესაუბრა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე "კარლსრუეს", რომელსაც ალექსანდრე იაშვილი კაპიტნობს, რთული დრო უდგას - გუნდი სატურნირო ცხრილში 18 გუნდს შორის 15-ე ადგილზეა და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს. გერმანულ ინტერნეტსაიტ badische-zeitung.de-ს კორესპონდენტი ნიკლას ციგლერი "კარლსრუეს" ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს იმის შესახებ ესაუბრა, თუ როგორ აპირებს გუნდი ხსენებული მდგომარეობისთვის თავის დაღწევას.

- "კარლსრუეში 2007 წლიდან თამაშობთ და ამ ხნის განმავლობაში კლუბში 5 მწვრთნელი, სამი პრეზიდენტი და ორი გამოცდილი მენეჯერი შეიცვალა...

- მე "კარლსრუეს" ფეხბურთელი ვარ, ამიტომ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი, ფეხბურთელი ან მენეჯერი, ეს ჩემი მოვალეობაა.

- ახალ პიროვნებებთან, კონცეფციებთან და სამუშაო მეთოდებთან შეგუებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები ხომ არ გიჩნდებათ?

- რა თქმა უნდა, ახალ პირობებზე გადართვა და შეგუება ყოველთვის ადვილი არ არის. ბოლოს და ბოლოს ყველა მწვრთნელი თავისი იდეებით და საქმისადმი მიდგომით მოდის.

- როგორ ეგუებით ახალი მთავარი მწვრთნელის, რაინერ შარინგერის იდეებს, რომელიც გუნდში 2 მარტიდან მუშაობს და ცდილობს, ის 3-ე დივიზიონში გავარდნისგან იხსნას?

- ძალიან კარგად. მან ძალიან სწრაფად გაგვაგებინა თავისი სათამაშო სტილი და ფეხბურთის ხედვა. თეორიულ მეცადინეობებზე ის თამაშის ანალიზს და მატჩისათვის მზადებას დიდ დროს უთმობს. გუნდზე სახალისო და სამუშაო ატმოსფეროს ნაზავი კარგად მოქმედებს.

- გუნდის კაპიტანი ხართ და მიმდინარე სეზონში 27 თამაშში 38 ფეხბურთელმა ითამაშა. თქვენთვის, როგორც ლიდერისთვის, რამდენად რთულია მათთვის მაგალითის მიცემა?

- ეს რთული არ უნდა იყოს. მოედანზე ყველა ფეხბურთელი ვალდებულია გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯოს. მოედნის გარეთ არის ხოლმე ესა თუ ის რთული სიტუაცია, მაგრამ ამ დროს, როგორც წამყვანი მოთამაშე, ყოველთვის იქ ვარ. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მაგალითი უნდა ვიყო და ასეთ სიტუაციებში თავის ჩაქინდვრა არ მმართებს. ეს ყველასთვის არასწორი სიგნალი იქნებოდა.

- მსგავს სიტუაციებში "ფრაიბურგში" მიღებული გამოცდილება გეხმარებათ?

- რა თქმა უნდა. "ფრაიბურგში" არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი ჩამიტარებია, როდესაც გუნდს წარმატების ან რთული პერიოდი ედგა. ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშე პროფესიონალის რანგში პირველ სეზონს ატარებს. მსურს დავეხმარო, რათა მათ ამ პერიოდში სერიოზული გამოცდილება მიიღონ, რომელიც კარიერაში გამოადგებათ.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა