საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა "ლულეა" დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მორიგი გამარჯვება ლატვიაში, სადაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე მიმდინარეობს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შვედურ კლუბ “ლულეას” 66:54 სძლია.

ეს გახლდათ ყველაზე “რთული” გამარჯვება მეორე წრეში. ქართველებმა აქამდელი 3 შეხვედრა მინიმუმ 25 ქულით მოიგეს. შვედებთან შეხვედრაში 19 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 18 ქულა მიითვალა გიორგი კორსანტიამ, ხოლო ნიკა ჩეჩელაშვილი გამარჯვებულებს 15 ქულით შეეწია.

საქართველო – ლულეა 66:54

4-დან 4 გამარჯვებით საქართველო მეორე წრის ლიდერია და 10 დეკემბერს ბოლო შეხვედრას პოლონურ “ლიუბინთან” გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ქართველებმა 5-დან 4 მატჩი მოიგეს. ბოლო, მე-3 წრე 22-25 თებერვალს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება, რის შემდეგაც ტურნირის მონაწილე 16 გუნდიდან 4 საუკეთესო ოთხთა ფინალში გავა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება