ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
პრემიერლიგა. XVI ტური: "სიტის" განაჩენი "იუნაიტედს" [VIDEO]
პრემიერლიგა. XVI ტური: "სიტის" განაჩენი "იუნაიტედს" [VIDEO]
"მანჩესტერ სიტიმ" ტურის უმთავრეს მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" დაამარცხა თანაქალაქელი "იუნაიტედი" და 11-ქულიანი სხვაობით ჩამოიტოვა
"მანჩესტერ სიტიმ" ტურის უმთავრეს მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" დაამარცხა თანაქალაქელი "იუნაიტედი" და 11-ქულიანი სხვაობით ჩამოიტოვა. ასეთ "სიტისთან" ამხელა ჩამორჩენა, თუნდაც წინ ნახევარ სეზონზე მეტი იყოს დარჩენილი, ლამის განაჩენის ტოლფასია...
ამ გამარჯვებით "სიტიმ" არა მარტო დიდი ნახტომი გააკეთა ჩემპიონობისკენ, პრემიერლიგის ახალი ისტორიაც დაწერა ზედიზედ 14-მატჩიანი სარეკორდო გამარჯვებით. ამას გარდა, პეპ გვარდიოლას გუნდს უკვე 40 მატჩია (2016 წლის სექტემბრიდან), საკუთარ მოედანზე არ წაუგია...
მაგრამ პეპის ბიჭებისთვის საკუთარ და საგარეო მოედნებს მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა აქვს. "მანჩესტერ იუნაიტედს", თავის "ოცნებების თეატრში" (როგორც "ოლდ ტრაფორდს" უწოდებენ) "შენი ფეხბურთი" ეთამაშო, ეს მხოლოდ დიდი გუნდისა და დიდი მწვრთნელის ხვედრია...
წინა სეზონში გვარდიოლამ პრემიერლიგის ყველა ნიუანსი, ყველა შესასვლელ-გასასვლელი დაისწავლა და დღეს ჰყავს გუნდი, რომლისთვისაც გადაუჭრელი ამოცანა არ არსებობს.
ბოლო პერიოდში "სიტისაც" ჰქონდა ორი-სამი უღიმღამო თამაში, პატარა ჩავარდნასავით, მაგრამ ყველა დავრწმუნდით, რომ "ჩავარდნილი" "სიტიც" დაუმარცხებელია, რომ ყველა საფეხბურთო კომპონენტით მაღლა დგას ჟოზე მოურინიოს ძლიერ, მაგრამ ჩვეულებრივად პრაგმატულ "იუნაიტედზე".
"საჩემპიონო რბოლა? ალბათ, დასრულებულია, - თქვა მოურინიომ მატჩის შემდეგ. - "მანჩესტერ სიტი" ძალიან კარგი გუნდია. მის უკან არის იღბალიც და ფეხბურთის ღმერთიც. რა თქმა უნდა, ჩვენგან ბოლომდე იქნება ბრძოლა, რაღაც პერიოდში სხვაობაც შემცირდება, მაგრამ "სიტის" უპირატესობა ამ მომენტისთვის ძალიან დიდია".
10.12.17. მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი 1:2
ფაქტები
მეორედ მოხდა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს "ოლდ ტრაფორდზე" ერთზე მეტი გოლი გაუტანეს. ეს პირველადაც "მანჩესტერ სიტიმ" მოახერხა 2016 წლის სექტემბერში (2:1).
ჟოზე მოურინიომ უშუალოდ პეპ გვარდიოლასთან დაპირისპირებაში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 9 მატჩი წააგო - ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მწვრთნელთან.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ბურთის ფლობა ჰქონდა 35 პროცენტი - ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.
ნიკოლას ოტამენდი მიმდინარე პრემიერლიგის ყველაზე შედეგიანი მცველია - 4 გოლი.
რომელუ ლუკაკუმ ("მანჩესტერ იუნ") "დიდი ექვსეულის" გუნდების წინააღმდეგ პრემიერლიგის ბოლო 40 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.
პრემიერლიგური უქმეების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო მერსისაიდული დერბიც. აქეთ - ფორმაში მყოფი "ლივერპული", ხოლო იქით - სემ ელერდაისი, ვინც ახლახან ჩაუდგა სათავეში "ევერტონს" და თითქოს გამოაცოცხლა კიდეც. თუმცა, ძნელია იმის თქმა, რომ გუშინ "კანფეტებმა" ქულა დაიმსახურეს...
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საეჭვო იყო პენალტი, რომელიც "ევერტონს" პირველად დაუნიშნეს "ენფილდზე" 1988 წლის შემდეგ და რომელიც უეინ რუნიმ ზუსტად შეასრულა...
"ლივერპული" მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იურგენ კლოპის გუნდმა მთელი ენერგია... "სპარტაკის" განადგურებას შესწირა. ამიტომაც იყო, რომ გერმანელმა ფილიპე კოუტინიო და რობერტო ფირმინო მეორე ტაიმიდან ჩართო თამაშში, მაგრამ ჩანს, დაგვიანებული აღმოჩნდა...
10.12.17. ლივერპული – ევერტონი 1:1
ფაქტები
უეინ რუნიმ, როგორც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშემ, "ლივერპულის" წინააღმდეგ პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩში უეინ რუნი 5 გოლში მონაწილეობდა (4 გაიტანა, ერთი გაატანინა).
მოჰამედ სალაჰმა, ყველა ტურნირის ჩათვლით, 24 მატჩში 19 გოლი გაიტანა (სულ 23 გოლში მონაწილეობდა) "ლივერპულის" მაისურით, უფრო მეტი, ვიდრე "რომას" შემადგენლობაში ჩატარებულ 41 მატჩში.
"ლივერპულს" უკვე 15 მატჩია, არ წაუგია "ევერტონთან". ეს არის გამეორება სერიისა, რომელიც 1972 წლის მარტიდან 1978 წლის აპრილის ჩათვლით დაფიქსირდა.
"ჩელსიმ" ადრეული გოლი გაუშვა მარკო არნაუტოვიჩისგან, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ლამის მთელი თამაში წინ ჰქონდა, მაინც ვერ გადაურჩა წაგებას. ანტონიო კონტეს გუნდმა მიმდინარე პრემიერლიგაში მე-4 მარცხი იწვნია და აქედან ორი - აუტსაიდერებისგან, რაც ფსიქოლოგიურ პრობლემაზეც შეიძლება მიანიშნებდეს, თუმცა კონტე სხვა მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას:
"გუნდი გადაღლილი იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან დროის მოკლე ინტერვალში გვიწევს თამაშები და თან - ერთი და იმავე შემადგენლობით, არადა, ინტენსიური მატჩების პერიოდი ამით არ მთავრდება, პირიქით - ახლა იწყება. პრემიერლიგა ურთულესი ტურნირია. აქ არის 6 გრანდი და აქედან 4 გადის ჩემპიონთა ლიგაში... რას ვიზამთ, ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ".
ერთი და იმავე შემადგენლობითო, - ტყუილად არ უხსენებია კონტეს. გრანდებს შორის "ჩელსის", ალბათ, ყველაზე ნაკლები რესურსი აქვს როტაციისთვის და ეს კენჭი უთუოდ რომან აბრამოვიჩის ბოსტანში იყო ნასროლი.
რაც შეეხება "ვესტ ჰემს", დევიდ მოიესის თავკაცობით "ჩაქუჩებმა" პირველი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა სატურნირო მდგომარეობას ეს ჯერჯერობით არ დასტყობია.
09.12.17. ვესტ ჰემი - ჩელსი 1:0
თავი შეგვახსენა "ტოტენჰემმა", რომელმაც "უემბლიზე" "სტოკს" შავი დღე აყარა. არადა, პირველი ტაიმის შემხედვარე, ასეთ ანგარიშს ვერც წამოიდგენდა. ეს იყო "მამლების" პირველი გამარჯვება ერთთვიანი პაუზის შემდეგ. სწორედ ამ პაუზამ მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ძალიან დააშორა (თუ საერთოდ არ ჩამოაშორა) საჩემპიონო ოცნებას.
09.12.17. ტოტენჰემი - სტოკი 5:1
მიუხედავად მწვრთნელ როი ჰოჯსონის სასტიკი წინააღმდეგობისა, "კრისტალ პალასისა" და "ბორნმუთის" მატჩის მიწურულს გადამწყვეტი პენალტის შესრულება მასპინძელთა ფორვარდმა კრისტიან ბენტეკემ ითავა და... ასმირ ბეგოვიჩს ვერ აჯობა. რა თქმა უნდა, მწვრთნელის სიტყვა კანონი უნდა იყოს, მაგრამ ვის ჰქონდა 100-პროცენტიანი გარანტია, რომ სხვა გაიტანდა? არადა, ჰოჯსონის წინააღმდეგობა საფუძვლიანი იყო - რაც "კრისტალ პალასის" ფეხბურთელია, ბენტეკემ 5 პენალტიდან 3 ვერ გაიტანა, ხოლო აქედან ბოლო ორი - ზედიზედ.
"ნიუკასლმა" ბოლო 7 მატჩში მე-6 მარცხი იწვნია, რაც იმას ნიშნავს, რომ რაფა ბენიტესი შეიძლება უკვე ჩემოდნებსაც ალაგებს. "ლესტერში" კი პირიქითაა საქმე - კლოდ პიუელის ხელში "მელიებმა" უკანასკნელ 7 მატჩში 4 მოიგეს (ერთი მარცხი და ისიც "მანჩესტერ სიტისთან"), ხოლო აქედან 3 - ზედიზედ.
09.12.17. ნიუკასლი - ლესტერი 2:3
ფაქტები
რაც ანტონიო კონტე "ჩელსის" მწვრთნელია, მისმა გუნდმა სულ 9 თამაში წააგო და აქედან 5 - ლონდონურ დერბიზე მოდის.
პერსონალურად მწვრთნელ დევიდ მოიესისთვის ეს იყო პირველი საშინაო გამარჯვება მას მერე, რაც 2016 წლის დეკემბერში მისმა "სანდერლენდმა" "უოტფორდი" დაამარცხა.
მარკო არნაუტოვიჩმა "ვესტ ჰემის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ამასთან, ის გახდა ამ კლუბის 140-ე ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში თავის გამოჩენა შეძლო ("ტოტენჰემს" ასეთი 142 ჰყავს და ამ მაჩვენებლით პირველია). ასევე, არნაუტოვიჩი გახდა 43-ე (ყველაზე მეტი) მოთამაშე, ვინც "ვესტ ჰემის" სახელით გაიტანა და "ვესტ ჰემისთვისაც" გაუტანია სხვა გუნდის სახელით.
რაიან შოუკროსმა ("სტოკი") პრემიერლიგაში მე-6 ავტოგოლი გაიტანა. ამ მხრივ, რეკორდსმენი რიჩარდ დანია (10 ავტოგოლი), მაიკლ შკრტელმა და ჯეიმი კარაგერმა კი შვიდ-შვიდჯერ "გამოიჩინეს" თავი.
ჰარი კეინმა "სტოკს" მე-8 გოლი გაუტანა. "ტოტენჰემის" ფორვარდს მხოლოდ "ლესტერის" კარში აქვს მეტი (9) გოლი გატანილი.
ჰარი კეინმა 131 პრემიერლიგურ მატჩში 90 გოლი გაიტანა. ამ მხრივ ის მხოლოდ ალან შირერს ჩამორჩება - 90 გოლი 113 მატჩში.
"სტოკი" გახდა მე-15 გუნდი (1888/89 წლების სეზონიდან მოყოლებული), რომელმაც ინგლისის მთავარ ლიგაში 1000 მატჩი წააგო.
მიმდინარე პრემიერლიგაში ბარნლის "ტარფ მურზე" ჩატარებულ 9 მატჩში მხოლოდ 8 გოლი გავიდა - ყველაზე ცოტა, ვიდრე ნებისმიერ სხვა არენაზე.
2016/17 წლების სეზონიდან მოყოლებული, პრემიერლიგაში ყველაზე მეტი (7) წითელი ბარათი, "ვესტ ჰემთან" ერთად, "უოტფორდის" ფეხბურთელებს აქვთ მიღებული.
"ბორნმუთმა" 10 ქულა დაკარგა იმ მატჩებში, რომელსაც თავიდან იგებდა.
სკოტ დანი ("კრისტალ პალასი") ერთადერთი ცენტრალური მცველია პრემიერლიგაში, ვისაც ზედიზედ მეოთხე მატჩში გააქვს გოლი ერთი კონკრეტული ოპონენტის (ამ შემთხვევაში - "ბორნმუთის") კარში.
"ნიუკასლმა" 11 ქულა დაკარგა მატჩებში, რომელშიც თავიდან იგებდა.
მიმდინარე პრემიერლიგის 16 მატჩში რიად მაჰრეზმა ("ლესტერი") 8 გოლში მიიღო მონაწილეობა - ერთით ნაკლებში, ვიდრე წინა სეზონის 36 მატჩში.
რაც კლოდ პიუელი "ლესტერის" მწვრთნელია, დემარაი გრეიმ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა წინა 50-ში მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი.
"სუონსიმ" დაასრულა 7-მატჩიანი მოუგებელი (1 ფრე, 6 მარცხი) სერია.
"ვესტ ბრომვიჩის" არ მოუგია ზედიზედ 14 მატჩში - 7 ფრე, 7 წაგება. ეს არის ამ გუნდის უგრძესი მოუგებელი სერია 2006 წლის დეკემბრიდან 2008 წლის აგვისტოს (16 მატჩი) პერიოდის შემდეგ.
2014 წლის დეკემბრის შემდეგ ვილფრიდ ბონიმ ("სუონსი") პირველად გაიტანა გოლები ზედიზედ ორ მატჩში.
პრემიერლიგა. XVI ტური
ვესტ ჰემი-ჩელსი 1:0
გოლი: 1:0 არნაუტოვიჩი (6)
ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი - ძაპაკოსტა (64. ვილიანი), ფაბრეგასი, კანტე, ბაკაიოკო (46. პედრო), ალონსო (55. მოზესი) - აზარი - მორატა.
ბარნლი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 არფილდი (45)
გაძევება: ზეეგელაარი (39. უოტფორდი)
კრ. პალასი-ბორნმუთი 2:2
გოლები: 0:1 დეფო (10), 1:1 მილივოიევიჩი (41-პენ), 2:1 დანი (44), 2:2 დეფო (45+3)
გამოუყენებელი პენალტი: ბენტეკე (90+3. კრ. პალასი)
ჰადერსფილდი-ბრაიტონი 2:0
გოლები: 1:0 მუნი (12), 2:0 მუნი (43)
სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 1:0
გოლი: 1:0 ბონი (81)
ტოტენჰემი-სტოკი 5:1
გოლები: 1:0 შოუკროსი (21-საკ. კარში), 2:0 სონი (53), 3:0 კეინი (54), 4:0 კეინი (65), 5:0 ერიქსენი (74), 5:1 შოუკროსი (80)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დაიერი, ვერტონგენი, ბ. დევისი - უინქსი (77. სისოკო), დემბელე - ერიქსენი, ალი (67. ლამელა), სონი (86. სონი) - კეინი.
ნიუკასლი-ლესტერი 2:3
გოლები: 1:0 ხოსელუ (4), 1:1 მაჰრეზი (20), 1:2 დ. გრეი (60), 2:2 გაილი (73), 2:3 პერესი (86-საკ. კარში)
საუთჰემპტონი-არსენალი 1:1
გოლები: 1:0 ოსტინი (3), 1:1 ჟირუ (88)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მერტეზაკერი (64. უელბეკი), მონრეალი - ბელერინი, რემზი, ჯაკა (69. უილშირი), კოლაშინაცი - იოზილი, ალექსის სანჩესი - ლაკაზეტი (72. ჟირუ).
10.12.17. საუთჰემპტონი – არსენალი 1:1
ლივერპული-ევერტონი 1:1
გოლები: 1:0 სალაჰი (42), 1:1 რუნი (76-პენ)
ლივერპული (4-4-1-1): მინოლე - გომესი, ლოვრენი, კლავანი, რობერტსონი - მილნერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (78. კოუტინიო), ჰენდერსონი, მანე - სალაჰი (67. ფირმინო) - სოლანკე (82. ინგსი).
მანჩესტერ იუნ-მანჩეს. სიტი 1:2
გოლები: 0:1 დავიდ სილვა (43), 1:1 რაშფორდი (45+2), 1:2 ოტამენდი (54)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, როხო (46. ლინდელიოფი), იანგი - ერერა (82. მატა), მატიჩი - მარსიალი, ლინგარდი (76. იბრაჰიმოვიჩი), რაშფორდი - ლუკაკუ.
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, კომპანი (46. გიუნდოგანი), დელფი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა - სტერლინგი, სანე (88. ბერნარდო სილვა), გაბრიელ ჟეზუში (59. მანგალა).
ბომბარდირები: 13 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 12 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი).
მომდევნო ტური
12 დეკემბერი: ბარნლი-სტოკი, კრ. პალასი-უოტფორდი, ჰადერსფილდი-ჩელსი
13 დეკემბერი: ნიუკასლი-ევერტონი, საუთჰემპტონი-ლესტერი, სუონსი-მანჩესტერ სიტი, ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი, მანჩესტერ იუნ-ბორნმუთი, ტოტენჰემი-ბრაიტონი, ვესტ ჰემი-არსენალი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
უეინ რუნი მოხუცთა თავშესაფარში სკამებს ღებავს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს