"პარი სენ-ჟერმენმა" წაიფორხილა და ისევ მხრებში გაიშალა - ლიდერმა ლიდერის გარეშე მოიგო, ნეიმარი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა "ლილთან" მატჩს
"პარი სენ-ჟერმენმა" წაიფორხილა და ისევ მხრებში გაიშალა - ლიდერმა ლიდერის გარეშე მოიგო, ნეიმარი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა "ლილთან" მატჩს.

არ არის ნეიმარი, არ არის პრობლემა - "ლილთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში ანხელ დი მარიამ და კილიან მბაპემ იყოჩაღეს. ორივემ გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

უნაი ემერი (პსჟ): "სამშაბათის წაგების შემდეგ არ მსურდა ყველას შეცვლა. დანი სულ თამაშს ითხოვს, თუმცა მსურს, რომ მონიემ ის ხანდახან ჩაანაცვლოს. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ. "ლილმა" ჩაკეტა სივრცეები და კონტრშეტევებზე ფიქრობდა, მაგრამ ჩვენ სიმშვიდე და მოთმინება გამოვიჩინეთ. დავარტყით ყველაზე სწორ დროს და მოვიგეთ. ორი მარცხის შემდეგ მოგება ძალიან სასიამოვნოა".

Video

09.12.17. პსჟ - ლილი 3:1

ჩემპიონმა საკუთარ გულშემატკივრებს გვარიანი შიში აჭამა - კორეელი სუკის გოლებით "ტრუა" 2:0-ს იგებდა, თუმცა თამაშის შემოტრიალება შეძლო. მატჩის გმირი გუიდო კარილიოა, რომელმაც ბოლო წუთებზე დუბლი შეასრულა.

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "დიდად ემოციური მატჩი იყო, ბევრი გოლი გავიდა და თამაშიც შემოვატრიალეთ. ყოჩაღ, ბიჭებო! გუნდმა მებრძოლი სული გამოავლინა და ეს უმთავრესია".

"ლიონმა" ისეთი თამაში მოიგო, რომელიც, წესით, უნდა წაეგო. 89-ე წუთზე (1:1-ზე) მასპინძელი "ამიენი" პენალტს ურტყამდა, მაგრამ გაელ კაკუტამ ძელს გაარტყა ბურთი. მალე კი 19 წლის ალჟირელმა ჰუსემ აუარმა კონტრშეტევაზე დუბლი შეასრულა და "ლიონს" სამი ქულა მოუტანა.

"ნიცა" კი სამ ქულას მარიო ბალოტელის უნდა უმადლოდეს, რომელმაც სეზონში მეცხრე გოლი გაიტანა. "ნიცამ" კლაუდიო რანიერის "ნანტი" ბრეტონში 2:1 დაამარცხა.

ფაქტები

"ბორდომ" 2013 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მარცხი განიცადა აღზევებულ გუნდთან.

სტეფან ბაოკენმა (სტრასბური) ლიგა 1-ის 6 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში 5 გოლი გაიტანა.

"სტრასბურს" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ლიგა 1-ში.

ჰიუნ-იუნ სუკმა (ტრუა) ლიგა 1-ში 8 ზუსტი დარტყმით 5 გოლი გაიტანა.

გასული სეზონიდან მოყოლებული კილიან მბაპემ (პსჟ) 21 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა. ეს ტოპ-ლიგებში 20-წლამდელთა შორის საუკეთესოა.

"ლიონმა" "ამიენთან" მატჩის პირველ ტაიმში კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. ასეთი რამ გუნდს აპრილის მერე პირველად დაემართა.

ალასან პლეამ (ნიცა) მისთვის მე-100 მატჩში ლიგა 1-ში 25-ე გოლი გაიტანა.

"ლიონმა" ზედიზედ მეხუთე საგარეო მატჩი მოიგო.

ლიგა 1. XVII ტური

ბორდო-სტრასბური 0:3

გოლები: 0:1 ბაოკენი (2), 0:2 ლიენარდი (38), 0:3 ტერიე (64)

პსჟ-ლილი 3:1

გოლები: 1:0 დი მარია (28), 2:0 პასტორე (49), 2:1 ელ-ღაზი (86), 3:1 მბაპე (93)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ვერატი, რაბიო (46. ლო სელსო), პასტორე (85. ნკუნკუ) - დი მარია (69. დრაქსლერი), კავანი, მბაპე

ანჟერი-მონპელიე 1:1

გოლები: 0:1 მბენზა (51), 1:1 ეკამბი (56)

გენგამი-დიჟონი 4:0

გოლები: 1:0 ბრიანი (37), 2:0 სალიბური (40), 3:0 კოკო (59), 4:0 კერბრატი (66)

გაძევება: ჰადადი (12. დიჟონი)

მეცი-რენი 1:1

გოლები: 1:0 მოლე (41), 1:1 მუბელე (86)

მონაკო-ტრუა 3:2

გოლები: 0:1 სუკი (25), სუკი (50), 1:2 დეპლანი (70 ს. კ.), 2:2 კარილიო (85), 3:2 კარილიო (88)

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე (83. დიაქაბი) - რონი ლოპეში (46. კარილიო), ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი - ფალკაო, ბ. კეიტა (65. ღეზალი)

ტულუზი-კაენი 2:0

გოლები: 1:0 და სილვა (61 ს.კ.), 2:0 გრადელი (74-პენ)

ამიენი-ლიონი 1:2

გოლები: 1:0 გაკპე (9), 1:1 აუარი (79), 1:2 აუარი (93)

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მარშალი - ტუსარი, აუარი - კორნე (65. ჟობელსი), ფეკირი, დეპაი (66. ნდომბელე) - მარიანო დიასი

გამოუყენებელი პენალტი: კაკუტა (89. კაკუტა)

ნანტი-ნიცა 1:2

გოლები: 1:0 ბამუ (12), 1:1 პლეა (42), 1:2 ბალოტელი (75)

მარსელი-სტ. ეტიენი 3:0

გოლები: 1:0 ჟერმენი (11), 2:0 ჟერმენი (71), 3:0 ოკამპოსი (80)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, რამი, აბდენური (64. როლანდო), ამავი - მ. ლოპესი, ლუის გუსტავო (85. ზამბო) - ტოვენი, სანსონი (69. ოკამპოსი), პაიე - ჟერმენი

გაძევება: პიერ-გაბრიელი (51. სტ. ეტიენი)

ბომბარდირები: 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 12 - მარიანო დიასი (ლიონი); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 9 - მარიო ბალოტელი (ნიცა), ნეიმარი (პსჟ); 8 - მემფის დეპაი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური

15 დეკემბერი: სენტ ეტიენი-მონაკო;

16 დეკემბერი: რენი-პსჟ, კაენი-გენგამი, დიჟონი-ლილი, მონპელიე-მეცი, სტრასბური-ტულუზი, ტრუა-ამიენი;

17 დეკემბერი: ნანტი-ანჟერი, ნიცა-ბორდო, ლიონი-მარსელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან