საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება. ვინც ქუჩაში უხმო, მდიდრულ მანქანას დაინახავს, ჩერდება და ფიქრობს - Tesla! ამ ყველაფერს, ასე სრულყოფილად თვით ყველაზე ხმაურიანი Ferrari-ც კი ვერ ახერხებს.

ამერიკული ავტომწარმოებლის ყველაზე წარმატებული ელექტრომობილია Tesla Model S.

წარმოგიდგენთ 5 ფაქტს, რაც ამ ინოვაციური მანქანის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

1. ელექტრომობილი, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია

Model S ბიზნესკლასის სედანია, რომლითაც Tesla-მ 2012 წელს მასობრიობისკენ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა. ეს არის ელექტრომობილი ერთი დამუხტვით გარბენის საუკეთესო რესურსით - ეკოლოგიური, პრესტიჟული და პოლიტკორექტული ავტომობილი, რომლის მფლობელი ყველგან და ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა. რაც ყველაზე მთავარია, ერთი დამუხტვით Model S-ის რესურსი 250-დან 480 კილომეტრამდეა (გააჩნია ელემენტების ტევადობას). მისი გამოშვების შემდეგ Tesla-მ გაყიდვები არნახულად გაზარდა. Tesla Model S-მა უამრავი სტერეოტიპი დაამსხვრია და საავტომობილო მსოფლიო ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა.

2. ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი

სხვა არცერთი ავტომობილი არ გამოხატავს მობილურობის მომდევნო, მომავალ ეპოქას ისე, როგორც Tesla Model S. ეს არის მომავალი, ციფრული მაღალი საზოგადოების ავტომობილი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ელექტრულად დადის, ნამდვილი ბიზნესმონსტრია, რადგან დაუჯერებლად მძლავრიცაა. Tesla Model S ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილია.

3. ლამბორგინიზე უკეთესი აჩქარება

Tesla Model S ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და, რა თქმა უნდა, უხმაურო ელექტრომობილია. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მაღალი მაბრუნი მომენტი აქვს - მასში მთელი სიმძლავრე მყისიერად ხელმისავდომია. ამიტომაცაა, რომ ადგილიდან აჩქარებით ისეთ სუპერსპორტულ ავტომობილსაც კი აჯობა, როგორიცაა Lamborghini Aventador SV.

4. თითქმის არ საჭიროებს სერვისს

მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Tesla Model S თითქმის არ საჭიროებს გეგმიურ სერვისს, რადგან მას დაახლოებით 90-ით ნაკლები დეტალი აქვს, ვიდრე შიგაწვისძრავიან ავტომობილებს. მაგალითად, არ აქვს გამონაბოლქვის სისტემა, სტარტერი, არც აალების სანთლები, არც გაგრილების სითხე... არ საჭიროებს ძრავის ზეთის და ზეთის ფილტრის გამოცვლას.

5. სრულყოფილი ავტომობილი ოჯახისთვის

Tesla Model S-ის მფლობელი არ არის დამოკიდებული საწვავის ფასებზე. თანაც, ერთი დამუხტვით 400-მდე კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც სეგმენტში აბსოლუტურად საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, სხვა ელექტრომობილებისგან განსხვავებით, Model S მხოლოდ ქალაქში გამოსაყენებელი ელექტრომობილი არ არის. ამ მანქანით თამამად გაემგზავრებით შორ მანძილზე. ვინც Tesla Model S-ს ფლობს, შეუძლია, თამამად იამაყოს იმით, რომ მგზავრობის დროს გარემოს არ აბინძურებს და ოდნავადაც არ აღელვებს საწვავის ფასები.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა