„მანჩესტერ სიტის“ გადარეული იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ამ ბოლო დროს კვირაში 100 ათას ფუნტს ვეღარ იღებს

„მანჩესტერ სიტის“ გადარეული იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ამ ბოლო დროს კვირაში 100 ათას ფუნტს ვეღარ იღებს — ისე იქცევა, რომ ხშირად უქვითავენ. აი, ახლაც, არის იმის საშიშროება, რომ იტალიაში აღზრდილ განელს ერთი კვირის ჯამაგირი დააკლონ. ამჯერად რაღა დააშავა? კლუბის ბაზაზე, ახალგაზრდა მოთამაშეებს ფანჯრიდან დართსს ესროდა.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან ბალოტელიმ კიევის „დინამოსთან“ შეხვედრაში სრულიად ფეთიანი საქციელი ჩაიდინა — მოულოდნელად იუხეშა, რისთვისაც მსაჯმა მოედნიდან გააძევა, საკუთარმა კლუბმა კი ორი კვირის ხელფასი დაუქვითა.

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გადაწყვიტა, რომ გაუწონასწორებელი საქციელის გამო ბალოტელი ცალკე დაიბაროს და კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ელაპარაკოს. აქამდე, ახალგაზრდა აფრო-იტალიელის საქციელს „სიტიში“ კიდევ იტანდნენ, რადგან ის ინგლისურ გარემოს ეგუებოდა, თუმცა ბოლო დროს ისტლენდელთა შეფებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შარშან ზაფხულზე 24 მილიონი ფუნტი ქარს გაატანეს.

მარიო ბალოტელის „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 10 გოლი აქვს გატანილი. სეზონის დასაწყისში ის დაშავებული იყო და სამი თვე მკურნალობას მოუნდა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ორჯერ გააგდებინა არბიტრებს თავი.

გარდა ამისა, ბალოტელიმ თანაგუნდელებთან ჩხუბითაც გამოიჩინა თავი: ერთ ვარჯიშზე ჯერომ ბოატენგს ფიზიკურად შეეხო, „ვესტ ჰემთან“ და „ნოთს ქაუნთისთან“ შეხვედრებში კი შეცვლა იუკარდისა და მწვრთნელს წაეკიდა.

მოედანზე ბალოტელის სადისციპლინო შედეგი ასეთია: ცხრა ყვითელი და ზემოთ ნახსენები ორი ყვითელი ბარათი.

ამასწინათ, ერთ-ერთი ტრავმის შემდეგ, ის სამკურნალოდ იტალიაში გაუშვეს და იცით, რა ქნა? ქალთა ციხის ალაყაფი ღია დაინახა და მანქანით შევიდა, დათვალიერება მინდოდაო.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა