არც რონალდო, არც ბენზემა?

უკვე გაუწყეთ, რომ "ბარსელონა" შეუთანხმდა მის სარეზერვო გოლკიპერ ხოსე პინტოს კონტრაქტის გაგრძელებაზე. თავად ცერემონიალი კი "კამპ ნოუზე" გუშინ გაიმართა - ანდალუსიელმა გოლკიპერმა და კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც პინტო 2012 წლის ივნისის ბოლომდე "ბარსელონას" ფეხბურთელია და თუკი ვიქტორ ვალდესს ტრავმა ან დისკვალიფიკაცია ექნება, მას შეცვლის, ისევე როგორც ეს ანდალუსიელმა თებერვალში წარმატებით შეძლო.

"რაც აქ ჩამოვედი, მაშინვე ვიცოდი, რომ "ბარსა" ჩემი კლუბი იყო. პირველად აქ 6 თვით მოვედი, მაგრამ უკვე მაშინ ვფიქრობდი, რომ როგორმე ხელმძღვანელობისთვის თავი მომეწონებინა. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, ჩემი გონება მხოლოდ "ბარსას" ეკუთვნის. მე და ჩემი ოჯახი ბარსელონაში თავს უბედნიერესად ვგრძნობთ და როცა ასეა, რაიმე ცვლილებასაც აზრი ეკარგება", - განაცხადა გახარებულმა პინტომ.

არც რონალდო, არც ბენზემა?

"სპორტინგთან" მატჩში "რეალს" შესაძლოა, კრიშტიანო რონალდოს გარდა ქარიმ ბენზემა და მარსელოც დააკლდეს. ბენზემას საფრანგეთის ნაკრებისა და ხორვატიის ამხანაგურ მატჩში საზარდული დაეჭიმა. გუშინ დილით ფრანგს მადრიდის "საიტას ლა მორალეხას" ჰოსპიტალში ტესტირება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ტრავმა არ არის სერიოზული, თუმცა "რეალის" ექიმები ჯერ დასკვნის გამოტანას არ ჩქარობენ. ასეთი სახის ტრავმის მორჩენას 10 დღემდე ესაჭიროება. მარსელოს ტრავმაზე ადრე მოგახსენეთ, ისიც ეროვნული ნაკრების შეკრებაზე დაშავდა.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე