ვოვა საქართველოს ნაკრების ღირსებას 1995-1998 წლებში იცავდა
NBA-ში პირველი ქართველი ვლადიმერ სტეფანიაა. იგი დრაფტზე 1998 წელს აირჩიეს. ითამაშა "სიეტლში", "ნიუ ჯერსიში", "მაიამიში", "პორტლენდში". ტრავმის გამო კარიერა 28 წლის ასაკში დაასრულა.

ვოვა საქართველოს ნაკრების ღირსებას 1995-1998 წლებში იცავდა. lelo.ge სტეფანიას ამერიკაში დავუკავშირდა და ბევრ საინტერესო თემასთან ერთად საქართველოს ნაკრებზეც ესაუბრა.

- სერბეთმა და გერმანიამ წინა ხაზში აშკარად გვაჯობა...

- არ უნდა გამოვრიცხოთ ზაზა ფაჩულიას ფაქტორი. როდესაც იგი საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, მოწინააღმდეგეები ფარქვეშიდან შეტევას ერიდებოდნენ. ამჯერად პირიქით მოხდა და საქართველოს ნაკრებს მოუწია აქცენტის უკანა ხაზსა და პერიმეტრიდან ტყორცნებზე გადატანამ.

ძალიან მაინტერესებდა, როგორ ითამაშებდა ერთი მხრივ გამოცდილი ნიკა ცქიტიშვილი, მეორე მხრივ - ახალგაზრდა გოგა ბითაძე. ფარი წავაგეთ, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა: ბითაძე ასეთ დონეზე პირველად თამაშობდა.

კლუბსა და ნაკრებში თამაში ერთმანეთისგან ემოციური თვალსაზრისით ძალიან განსხვავდება. რაც შეეხება ნიკა ცქიტიშვილს, მას მთელი კარიერის განმავლობაში სხვა ფუნქცია ჰქონდა, ნიკას ბონუსი არა ფარქვეშ ჭიდაობა, არამედ პერიმეტრიდან შეტევაა.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ NBA-ის ჩემპიონ ზაზა ფაჩულიაზე...

- ზაზა სპორტული წარმატების ეტალონად მიმაჩნია. ასევე იყო კახა კალაძე. მოზარდ თაობას სჭირდება ეტალონი, რომელიც მისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება. როდესაც ბავშვი ზაზა ფაჩულიას თამაშს უყურებს, ეცნობა მის 16-წლიან ამერიკულ კარიერას, ძალაუნებურად უჩნდება სურვილი, რომ მას მიბაძოს, მასსვით ძლიერი იყოს.

ჩემი აზრით, ზაზამ თავისი შრომისმოყვარეობით საკუთარ შესაძლებლობებს 300 პროცენტით გადააჭარბა. ასეთი სპორტსმენები ქვეყანას ნამდვილად სჭირდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე

მემატიანე
ამიტომაც ზაზა ხალხს უყვარს და ეყვარება; უყვარხარ შენც ჩემო ვოვა! ხალხს უყვარს კალაძეც და მხარში უდგას (მეცოცხეების ბოღმისნთხევა და ისტერიკა არ ითვლება)
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[ექსკლუზივი] მარკო მილიჩი: საქართველოში დავინახე სიამაყე და სული
სტატისტიკა: NBA და ქართველი კალათბურთელების ორმაგი დუბლები
ადგილი ევროპაში: რა უნდა ვისწავლოთ სლოვენიისგან?
"მაიამი ჰიტის" განსაკუთრებული კულტურა
გზა ევრობასკეტ 2021-სკენ: სტეფანია, ტურაშვილი, ვაშაკიძე, ბარამიძე
პირველი ქართველი NBA-ში - ვლადიმერ სტეფანია