<p>166 ოფიციალური მატჩია, რაც "ბარსელონას" ხოსეპ გვარდიოლა წვრთნის და ჯერ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა ის გუნდს მეტოქესთან ბურთი ფლობაში წაეგოს <br> 166 ოფიციალური მატჩია, რაც "ბარსელონას" ხოსეპ გვარდიოლა წვრთნის და ჯერ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როცა მის გუნდს მეტოქესთან ბურთი ფლობაში წაეგოს (50%-ზე ნაკლები ჰქონოდა). ამ ხნის განმავლობაში, გვარდიოლას გუნდს ყველაზე მცირე ბურთის ფლობის პროცენტი გასულ სეზონში მიჩელის "ხეტაფესთან" ჰქონდა - მართალია, მაშინაც "ბარსას" უპირატესობით დასრულდა ყველაფერი, მაგრამ 51,9% უჩვეულოდ ცოტაა კატალონიური გრანდისთვის. ბოლოს "ბარსელონამ" ბურთის ფლობაში 2008 წლის 8 მაისს წააგო, "ელ კლასიკოზე" "რეალის" წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ გუნდს ჯერ არ წვრთნიდა გვარდიოლა.</p><p>ახლა კიდევ უფრო შთამბეჭდავ სტატისტიკას გაახლებთ - საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ გვარდიოლას გუნდი მეტოქეებს ბურთთან ურთიერთობაში სჯაბნის - თავად ჯობნის ხარისხი, რომ იზრდება და ამ პროგრესს კლების ტენდენცია არ ეტყობა, ამას ვგულისხმობთ. გვარდიოლას მწვრთნელობის პირველ წელს "ბარსელონა" საშუალოდ 65,3%-ით ფლობდა ბურთს ლა ლიგაში, მომდევნო სეზონში - 66,6%-ით, ხოლო წლეულს საშუალო მაჩვენებელმა 71,1 %-ს მიაღწია!</p><p>"ბარსელონამ" ბურთის ფლობის რეკორდი წლევანდელ ლიგაში დაამყარა, როცა "კამპ ნოუზე" ბერძნულ "პანათინაიკოსთან" ბურთს დროის 84% აკონტროლებდა! ამის გააზრებაც კი ძნელია, მაგრამ ეს მომხდარი ფაქტია. ლა ლიგაში რეკორდი "სარაგოსასთან" მატჩს ეკუთვნის - 80%. სხვათა შორის, ბურთის ფლობა, რომ ყოველთვის არ არის წარმატების საწინდარი შარშანდელი ლიგის შეხვედრაც ამტკიცებს ჟოზე მოურინიოს "ინტერთან" - მაშინ "ბარსას" ბურთის ფლობის დიდებული პროცენტი ჰქონდა - 80,2, მაგრამ ფინალში მილანური კლუბი გავიდა.</p>
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა