სუპერლიგა: "კაკტუსი" - "მარნეული" 91:76
სუპერლიგის დღეს დაგეგმილი მატჩები დასრულდა. “კაკტუსმა” ერთ-ერთ აუტსაიდერ “მარნეულს” უმასპინძლა და დამაჯერებლად – 91:76 დაამარცხა. ქვემოქართლურ გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებილი და ისიც “კაკტუსთან”, თუმცა დღევანდელ მატჩში მარნეულელებს რამდენიმე მოთამაშე აკლდათ და წარმატების მიზერული შანსი გააჩნდათ.

ტრავმების გამო ქვემოქართლელებმა არტიომ შვეცი, ჯიმ ბონდუმელი, იოსებ ლეჟავა და დეანდრე რეი მოისაკლისეს. ისედაც ბოლოსწინა ადგილზე მყოფი გუნდისთვის 4 წამყვანი მოთამაშის არყოლა გვარიანი დანაკლისი გახლდათ. “კაკტუსმა”, რომელიც 2 ამერიკელი ლეგიონერის (ბრიჯმენი, მიჩელი) დამატების შემდეგ საკმაოდ გაძლიერდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქვემოქართლური გუნდი კი ეცადა, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ დიდი სხვაობით არ წააგო.

“კაკტუსის” კალათბურთელებმა გუნდურად ითამაშეს. 6 მოთამაშე 10-ქულიან ზღვარს ასცდა, რომელთაგან 17 ქულით ბომბარდირი ტერიკ ბრიჯმენი გახდა. 16 ქულა ჯონ მიჩელმა დააგროვა, ხოლო 14-14 – დეანდრე პარკსმა და დავით ლომიძემ. “მარნნეულში” 15 ქულა ნიკოლად ნილმა მიითვალა, ლევან ელიაძემ კი მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.

სუპერლიგის მორიგი მატჩი ბათუმში, 19 დეკემბერს გაიმართება, სადაც სათამაშოდ “კაკტუსი” ჩავა.

თემურ კანკია, “მარნეულის” მთავარი მწვრთნელი:“რთულია თამაში და განსაკუთრებით, წარმატების მიღწევა, როცა 4 ძირითადის კალათბურთელი გაკლია. ტრავმების გამო ბონდუმელი, რეი, შვეცი და ლეჟავა გვაკლდნენ. ასეთი დანაკლისის ფონზე, გუნდმა იბრძოლა და იყო მომენტები, როცა მეტოქეს მივუახლოვდით. ეხლა ჩვენი მიზანი მოთამაშეების მწყობრში ჩადგომა და მომავალი მატჩებისთის მომზადებაა”.

არჩილ ჟღნტი, “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი:“რთულია, როცა მეტოქეს 4 მოთამაშე აკლია, რეალურად შეაფასო საკუთარი ძალები. მართალია, მოვიგეთ, თუმცა ისე ვერ ვითამაშეთ, რომ კმაყოფილი ვიყო. წინ ძალიან ძლიერი მეტოქე გველი, 3 დღეში ბათუმში ვთამაშობთ და ახლა სრულ მობილიზებას ამ შეხვედრაზე ვაკეთებთ”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიერ

შალვა
შიდა ჩემპიონატში ლეგიონერები რაში გვჩირდება? არ ჯობს ახალგაზრდა ქართველები ვათამაშოთ/
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სუპერლიგა: "მარნეული" - "ოლიმპი" 86:78
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
"ქუთაისმა" მეოთხედფინალი "მარნეულთან" 15-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო
სუპერლიგა: "ოლიმპი" - "მარნეული" 80:77
სუპერლიგა: "დინამომ" "მარნეულს" 23 ქულით სძლია
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
სუპერლიგა: "მარნეული" - "ქუთაისი" 81:89
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
სუპერლიგა: "კაკტუსმა" "მარნეულს" სძლია და გალიდერდა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება