სერია A-ს ძველი ლიდერი უბრუნდება
სერია A-ს ძველი ლიდერი უბრუნდება. "ინტერი" მოულოდნელად დამარცხდა საკუთარ ასპარეზზე "უდინეზესთან" და პირველი ადგილი დაუთმო "ნაპოლის", რომელმაც რთული გასვლითი თამაში მოუგო "ტორინოს"...

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ აქამდე დაუმარცხებელი "ნერაძურისა" და "უდინეზეს" შეხვედრა ასეთი სცენარით წარიმართებოდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი ადრე თუ გვიან რომ დამარცხდებოდა, ეს ფაქტი იყო, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, თუ ეს "უდინეზესთან" საშინაო შეხვედრაში მოხდებოდა. თანაც, თამაშის ხარისხსაც ხომ გააჩნია - მთელი შეხვედრის განმავლობაში, ყველასთვის გასაკვირად, უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ.

არადა, მას შემდეგ, რაც მაურო იკარდიმ ანტონიო კანდრევას გადაცემით ანგარიში უსწრაფესად გაათანაბრა, ყველა იფიქრებდა, რომ ფავორიტის შეჩერება ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ... მოხდა პირიქით - ჯერ დე პაულმა გაიტანა თერთმეტი მეტრიდან, ბოლო ლურსმანი კი "ინტერს" ბარაკმა ჩააჭედა.

Video

16.12.17. ინტერი - უდინეზე 1:3

"ნაპოლის" ტურინში სტუმრობა რთულ თამაშს უქადდა, თუმცა მოლოდინი არც ამჯერად გამართლდა. ნეაპოლელებმა საქმე პირველივე ტაიმში მოითავეს. სამიდან ერთი გოლი გუნდის სლოვაკმა ლიდერმა მარეკ ჰამშიკმა შეაგდო. ამ დროისთვის მას "ნაპოლის" მაისურით 115 გოლი დაუგროვდა - ზუსტად იმდენი, რამდენიც იმავე "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, დიეგო მარადონას.

"ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია. როცა ნახევარმცველს გააქვს ამდენი გოლი, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. და მაინც, მარადონა ლეგენდაა და ჩვენ მხოლოდ გოლები გვაერთიანებს. ახლა ჩემი ერთადერთი მიზანი ის არის, რომ "ნაპოლისთან" ერთად სკუდეტო მოვიგო", - თქვა სლოვაკმა.

Video

16.12.17. ტორინო - ნაპოლი 1:3

მოიგო ჩემპიონობის კიდევ ერთმა მაძიებელმა "რომამ". რა თქმა უნდა, "ჯალოროსი" თავიდანვე დომინირებდა "კალიარისთან" საშინაო შეხვედრაში, მაგრამ გოლის გატანას ვერა და ვერ ახერხებდა. ამას დაემატა ისიც, რომ მეორე ტაიმის სტარტზე პეროტიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა (დარტყმა სარდინიელთა მეკარე ალესიო კრანიომ მოიგერია).

საბოლოოდ, რომაელებმა მაინც მოიგეს. სულ ბოლოს, შეტევაში ფედერიკო ფასიო ჩაერთო და ალექსანდრ კოლაროვის მიერ "სტანდარტულიდან" ჩაწოდებული ბურთი ახლო მანძილიდან შეაგდო. სტუმრები ამ ეპიზოდში ხელით თამაშზე აპელირებდნენ და არბიტრმა საშველად ვიდეორეფერის უხმო. ვერდიქტი "რომას" სასარგებლოდ იყო.

"ოლიმპიკოზე" ისეთი ჟრიამული ატყდა, გეგონებოდა, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი მოეგოს...

Video

16.12.17. რომა - კალიარი 1:0

შავი კვირა გაუთენდა "მილანს", რომელმაც გასვლაზე 0:3 წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ვერონასთან". სტატისტიკას რომ გადავხედოთ, "როსონერი" დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რად გინდა - ფეხბურთში მთავარი გოლებია და ეს გოლები "ვერონამ" გაიტანა.

უკვე მერამდენე მატჩია, "მილანის" დაცვა საშინლად თამაშობს. გადამწყვეტ მომენტში კი არც შეტევაში ჩართულ მცველებსა და არც ამპლუით შემტევებს ჰყოფნიდათ იმის კლასი, რომ იერიში დაეგვირგვინებინათ.

არ შეიძლება, არ დაეთანხმო "მილანის" მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს. საკმარისია, "მილანისთვის" რაღაც ცუდი მოხდეს, რომ გუნდი, უბრალოდ, იკარგება მინდორზე.

საკვირველია, მაგრამ ფაქტია - თვით გატუზოს გუნდში მისვლამაც ვერ მოუშალა "მილანს" ეს ზნე. "რინოს" ჯერ კიდევ სჭირდება დრო იმისთვის, რომ შეგირდებს ეს ნაკლი გამოასწორებინოს. მაგრამ ეს დრო ახლა ნამდვილად არ მუშაობს "მილანის" სასარგებლოდ.

Video

17.12.17. ვერონა - მილანი 3:0

ალბათ, ყველაზე დიდი მარაგით სერია A-ში მაინც "იუვენტუსი" თამაშობს. "ბებერმა ქალბატონმა" მორიგი გასეირნება მოიწყო. ამჯერად, მასიმილიანო ალეგრის მადაზე მოსული გუნდის მსხვერპლი "ბოლონია" გახდა.

ტურინელებმა თავიდანვე მიანიშნეს მეტოქეს, რომ ისინი მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად იყვნენ მინდორზე გასულები და ერთი წამითაც კი არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ საკუთარი უპირატესობა. "იუვემ" 3 ხომ გაიტანა და შეეძლო, კიდევ მეტი შეეგდო.

კონკურენტებთან შედარებით "იუვეს" ერთი ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, რაც, შესაძლოა, გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს სკუდეტოსთვის ბრძოლაში. ვგულისხმობთ იმას, რომ "იუვეს", პრაქტიკულად, ორი თანაბარი შემადგენლობა ჰყავს. წარმოიდგინეთ, რამხელა ფუფუნებაა მწვრთნელისთვის, როცა მას შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან ჩართოს შეხვედრაში ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან დიბალა, მარკიზიო და ბერნარდესკი.

Video

17.12.17. ბოლონია - იუვენტუსი 0:3

ფაქტები

სერჯო ფლოკარიმ (სპალ) სერია A-ში პირველი დუბლი შეასრულა 2012 წლის მარტის შემდეგ.

ფრანჩესკო აჩერბიმ ("სასუოლო") ზედიზედ მე-100 მატჩი ჩაატარა შეუცვლელად ყველა ტურნირში ერთად.

ბოლო 10 წელიწადში სერია A-ს არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია მირალემ პიანიჩზე მეტი (14) გოლი საჯარიმო დარტყმით.

ამ სეზონში "რომამ" მე-5 მატჩი მოიგო ანგარიშით 1:0. ეს, სულ მცირე, ორჯერ მეტია სერია A-ს სხვა გუნდების ანალოგიურ მაჩვენებლებზე.

ალესიო კრანიო ("კალიარი") ამ სეზონში ერთადერთი მეკარეა სერია A-ში, ვინც 2 პენალტი (4-დან) მოიგერია.

მარეკ ჰამშიკმა "ნაპოლის" მაისურით 115-ე გოლი (ყველა ტურნირის ჩათვლით) გაიტანა და გაუტოლდა დიეგო მარადონას, რომელიც ამ კლუბის ისტორიაში აქამდე საუკეთესო მეგოლედ ითვლებოდა.

ამ სეზონში კუთხურიდან ყველაზე მეტი (6) გოლი "ნაპოლიმ" გაიტანა.

"უდინეზესთან" საშინაო მარცხით (1:3) დასრულდა იტალიის ჩემპიონატში "ინტერის" 18-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც წინა სეზონიდან იღებდა სათავეს.

მხოლოდ 71 წამი იყო ინტერვალი კევინ ლასანიასა ("უდინეზე") და მაურო იკარდის ("ინტერი") გოლებს შორის. ეს იყო ამ სეზონში ყველაზე სწრაფი საპასუხო გოლი სერია A-ში.

სერია A. XVII ტური

ინტერი-უდინეზე 1:3

გოლები: 0:1 ლასანია (14), 1:1 იკარდი (15), 1:2 დე პაული (61-პენ), 1:3 ბარაკი (77)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, სანტონი (69. კარამო) - ვესინო (69. ედერი), ბორხა ვალერო - კანდრევა, ბროზოვიჩი (54. გალიარდინი), პერიშიჩი - იკარდი

ტორინო-ნაპოლი 1:3

გოლები: 0:1 კულიბალი (4), 0:2 ზელინსკი (25), 0:3 ჰამშიკი (30), 1:3 ბელოტი (63)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო (76. დიავარა), ჰამშიკი (83. როგი), კალიეხონი, მერტენსი, ზელინსკი (70. ინსინიე)

რომა-კალიარი 1:0

გოლი: 1:0 ფასიო (90+4)

რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პელეგრინი (72. ელ შაარავი), დე როსი, ნაინგოლანი (80. სტროოტმანი) - შიკი (87. უნდერი), ჯეკო, პეროტი

გამოუყენებელი პენალტი: პეროტი (53. რომა)

ვერონა-მილანი 3:0

გოლები: 1:0 კარაჩოლო (24), 2:0 კინი (55), 3:0 ბესა (77)

მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი (46. კუტრონე), კესი, მონტოლივო (72. ლოკატელი), ბონავენტურა - სუსო, კალინიჩი (57. ანდრე სილვა), ბორინი

გაძევება: სუსო (90. მილანი)

ბოლონია-იუვენტუსი 0:3

გოლები: 0:1 პიანიჩი (27), 0:2 მანჯუკიჩი (36), 0:3 მატუიდი (64)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბენატია, ბარძალი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი (86. მარკიზიო), მატუიდი - დუგლას კოშტა (70. ბერნარდესკი), იგუაინი, მანჯუკიჩი (76. დიბალა)

კროტონე-კიევო 1:0

გოლი: 1:0 ბუდიმირი (33)

სამპდორია-სასუოლო 0:1

გოლი: 0:1 მატრი (90)

ბენევენტო-სპალ 1:2

გოლები: 1:0 კრემონეზი (59-საკ. კარში), 1:1 ფლოკარი (64), 1:2 ფლოკარი (73)

ატალანტა-ლაციო 3:3

გოლები: 1:0 კალდარა (19), 2:0 ილიჩიჩი (22), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (27), 2:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (35), 3:2 ილიჩიჩი (50-პენ), 3:3 ლუის ალბერტო (79)

ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ბასტოსი (54. უოლესი), დე ვრეი, რადუ - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (75. ანდერსონი), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (75. ლუკაკუ) - ლუის ალბერტო - კაისედო

ფიორენტინა-ჯენოა 0:0

ბომბარდირები: 17 - მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

მომდევნო ტური

22 დეკემბერი: კიევო-ბოლონია, კალიარი-ფიორენტინა

23 დეკემბერი: ლაციო-კროტონე, ჯენოა-ბენევენტო, ნაპოლი-სამპდორია, სასუოლო-ინტერი, სპალ-ტორინო, უდინეზე-ვერონა, მილანი-ატალანტა, იუვენტუსი-რომა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
სერია A. VII ტური: ამაყი "ქალბატონის" გმირი [VIDEO]
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი