სპორტული გაზეთი "ლელო" გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობით დაინტერესდა, რომელიც გასულ წელს მძიმე ავტოავარიაში მოჰყვა
სპორტული გაზეთი "ლელო" გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობით დაინტერესდა, რომელიც გასულ წელს მძიმე ავტოავარიაში მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 7 ივნისს ლანჩხუთის სიახლოვეს გორის "დილას" ფეხბურთელის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- თავდაპირველად, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გკითხავთ. როგორ მიდის სარეაბილიტაციო პროცესი?

- საკმაოდ ნელა მიდის, მაგრამ, რაც დრო გადის, უკეთესობას აშკარად ვგრძნობ. ძირითადად მარჯვენა ფეხის სისუსტე მაწუხებს ამ ეტაპზე.

- თუ არის იმის შანსი, რომ მინდორზე ისევ გიხილოთ? რას ეტყოდით იმ ქომაგს, რომელსაც თქვენი თამაში ხილვა მოენატრა?

- ჯერ დანამდვილებით არ ვიცი, შევძლებ თუ არა მინდორზე დაბრუნებას. ისეთი ტრავმა მქონდა, დღეს ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა გერმანიაში ვარ, სადაც ორთვიან სარეაბილიტაციო კურსს გავივლი. ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. მათი ძალისხმევით ვარ აქ და მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ორ თვეში უფრო უკეთ ვიყო. უდიდესი მადლობა გულშემატკივრებს! მათგან დიდი ყურადღება ვიგრძენი!

- მხოლოდ ძლიერი ადამიანები უძლებენ იმას, რასაც თქვენ გაუძელით. ცხადია, იოლი არ არის წარსულის გახსენება, მაგრამ მაინც...

- ის საშინელი მომენტი და შემდეგ კიდევ დიდი პერიოდი საერთოდ არ მახსოვს. არ მახსოვს ისიც, თუ ამ ყველაფრის შემდეგ როგორ დავდექი ფეხზე და ვერც საწყის პერიოდს ვიხსენებ. ეს ბუნებრივია იმ დაზიანების მერე, რაც მივიღე. თუმცა იმის მერე, რაც მეხსიერებაში შემომრჩა, ძნელია, დაუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას.

ინსტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა Lelo.ge-ზე შეგიძლიათ

ManЧестერი
მალე გამოჯანმრთელებას და წარმატებებს გისურვებ ძმაო, ღმერთი შეგეწიოს
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ავტოავარიაში მოყოლილი გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ძალიან გახდა - ანი ღონღაძე გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობის შესახებ ჰყვება
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
დავეხმაროთ ჩიორას! "დილას" ფეხბურთელის დასახმარებლად ბანკში ანგარიში გაიხსნა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"დილა" "შირაქთან" მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს გიორგი თექთურმანიძეს გადაურიცხავს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
უჩა სოსიაშვილი: უკვე ვიცით, როგორი მონახაზით უნდა ვითამაშოთ "შირაქთან"
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა