გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი სომხური გუნდის თამაშს დაესწრო
ხუთშაბათს, 18 საათზე, გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" ადგილობრივი "დილა" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სომხურ "შირაქს" უმასპინძლებს.

როგორც იცით, გორელები მეტოქის დასახვედრად მშობლიურ კედლებში ემზადებიან. პრობლემების მიუხედავად, გუნდი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მზად იყოს მეზობლებთან დაპირისპირებისთვის.

"ლელო" გორელთა მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს დაუკავშირდა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე დაეკითხა. როგორც აღმოჩნდა, "დილას" ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავს.

"ამ ეტაპზე ტრავმა აწუხებს თემურ ღონღაძეს, - ამბობს სოსიაშვილი, - მას სამი დღეა, არ უვარჯიშია, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ის სერიოზული ძალაა ჩვენი გუნდისთვის და "შირაქთან" მისი დახმარება ძალიან დაგვჭირდება...

ვარჯიში არ დაუწყია ლაშა კუჭუხიძეს, ხოლო რაც შეეხება დავით კვირკველიას, ის უკვე მწყობრშია".

"დილამ" უეფაში საევროთასო განაცხადი უკვე გაგზავნა, ოღონდ ეს არ კრძალავს ახალი ფეხბურთელების დამატებას. ეგ არის, რომ გორელებს მას შემდეგ ტრანსფერი აღარ განუხორციელებიათ.

სუსტი, მაგრამ "შირაქზე" ძლიერი - "დილას" საევროთასო განაცხადი ცნობილია

"იცით, რომ ჩვენ უკვე წარვადგინეთ განაცხადი უეფაში. მას მერე გუნდში ახალი არავინ მოსულა. ასე რომ, ევროპალიგაზე ამ შემადგენლობით ვითამაშებთ. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების", - გვითხრა სოსიაშვილმა.

როგორც გაირკვა, "დილას" მთავარმა მწვრთნელმა მომავალი მეტოქე საქმეში უკვე ნახა. საინტერესოა, რას ფიქრობს სოსიაშვილი "შირაქის" თაობაზე?

"ვნახე მეტოქის მიერ გამართული ბოლო ამხანაგური მატჩი "ბანანცთან", რომელიც ამ გუნდის სტადიონზე გაიმართა. ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე შეკრული, გამოცდილი და ორგანიზებული გუნდია. რა თქმა უნდა, ყურადღებით განვიხილეთ ეს თამაშიც და სხვებიც.

უკვე ვიცით, როგორი მონახაზით უნდა ვითამაშოთ "შირაქთან". როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები და კოზირები გამოვიყენოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ბარიერს გავივლით", - გვეუბნება "დილას" თავკაცი.

"შირაქმა" ახლახან ორი კოტდივუარელი ფეხბურთელი შეიმატა - ცენტრალური მცველი ლამინ დუმუა და ფლანგის მოთამაშე კუადიო ფრანკ ისმაელ ბრუ. სოსიაშვილს ამაზეც ვკითხეთ:

"დიახ, შევიტყვეთ, რომ "შირაქში" მივიდა ორი ახალი აფრიკელი ფეხბურთელი. უკეთესი იქნებოდა, ისინი ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში გვენახა საქმეში, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი დებიუტი პირდაპირ ევროთასებზე შედგება".

"დილა"-"შირაქის" მატჩს უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი ანატოლი ჟაბჩენკო იქნება. მას იგორ ალიოხინი და ანდრიი სკრიპკა დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯის ფუნქცია კი მიკოლა ბალაკინს აკისრია. მატჩის დელეგატად ბელორუსის წარმომადგენელი იან ტრატსიკია მოვლენილი, მსაჯთა დამკვირვებლად კი - თურქი კუდუსი მუფთუოღლუ.

30 ივნისის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგვთავაზებს. გადაწყდა, რომ მატჩის 3-ლარიანი ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი გიორგი (ჩიორა) თექთურმანიძის ანგარიშზე ჩაირიცხება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fcd
გუადუა მგონი ზგაპარში ხარ
Ghgg
ყველა გუნდს ეშველა და ნეტა დილას თუ რამე ეშველება
Guadua
დილა ევროპალიგის ჯგუფურში მინდა დავინახო, დროა უკვე. სოსიაშვილის მჯერავს, ძლიერი ბიჭია ეგა და მოახერხებს გუნდის დაყენებას საჭირო დონეზე.
zaza
ოღონდ ეს ბარიერი გადალახეთ და მერე რაც გინდათ ის ქენით...

მე მჯერავს თქვენი ბიჭებო
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
შირაქი VS დილა - წვიმა და თანაბარი შანსები
ტორპედო VS ტრენჩინი - ქუთაისი სასწაულის იმედად
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ტორპედო-ლოკომოტივი 2:0 - დიდხანს ემახსოვრებათ... [VIDEO]
თემურ ღონღაძის პროგნოზი: ჩემპიონატი ისევ არაპროგნოზირებადია
"დილა" "შირაქთან" მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს გიორგი თექთურმანიძეს გადაურიცხავს
დავეხმაროთ ჩიორას! "დილას" ფეხბურთელის დასახმარებლად ბანკში ანგარიში გაიხსნა
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
კახა ჩხეტიანი: არა მგონია, გროზნის "დინამოს" კარდინალურად შეცვლა მოესწრო...
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
შირაქი (გიუმრი)-დილა (გორი) [LIVE]
ავტოავარიაში მოყოლილი გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა [VIDEO]
უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული
გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
კოლხეთი-ლოკომოტივი 0:5 - ძნელად წარმოსადგენი [VIDEO]
უჩა სოსიაშვილი: პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, "დილაში" ებრაელი ბიზნესმენები მოდიან
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1 - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ! [VIDEO]
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ეროვნული ლიგა. XXVII ტური: პირველი არხის თავგატეხილი ტექნიკოსი და ფრე ქართულ ელ კლასიკოში
ძალიან გახდა - ანი ღონღაძე გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობის შესახებ ჰყვება
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგა. XIII ტური: "ტორპედომ" "ლოკომოტივს" დამაჯერებლად მოუგო
თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
ტორპედო-დინამო(თბ) 1:1 - სისხლით, ემოციებით, სავსე ტრიბუნებით [VIDEO]
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
გორის "დილა" სომხეთში ჩავიდა
დილა-საპოვნელა 3:1 - ძლივს ნაპოვნი გამარჯვება [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
გიორგი თექთურმანიძე: ის საშინელი მომენტი და კიდევ დიდი პერიოდი საერთოდ არ მახსოვს