დღევანდელი ლონდონური ბრძოლა პრემიერლიგის მორიგი ტურის ნამდვილი მშვენება უნდა გახდეს
დღევანდელი ლონდონური ბრძოლა პრემიერლიგის მორიგი ტურის ნამდვილი მშვენება უნდა გახდეს.

მასპინძელი "არსენალი" ინგლისურ საფეხბურთო კლასიკაში "ლივერპულს" დაუხვდება. ხანდახან ისეც ხდება, რომ ტურის გამორჩეული მატჩი დიდი ვერაფერი გამოდის, მაგრამ იმედია, ამჯერად ასე არ მოხდება. მით უმეტეს, ერთმანეთს ორი ზეშემტევი გუნდი უპირისპირდება.

"არსენალის" ლაზარეთში ისევ ძველი ხალხია. სანტი კასორლა უკვე დიდი ხანია მინდორს არ გაჰკარებია. რაც შეეხება აარონ რემზის, მისი ტრავმა შედარებით ახალია. რა თქმა უნდა, უელსელის არყოფნა მნიშვნელოვანი დანაკლისია მასპინძლებისთვის.

ბევრი მიიჩნევს, რომ მესუთ იოზილისა და ალექსის სანჩესისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, "მეთოფეთა" შუა და შეტევის ხაზში რემზია ის ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ბოლომდე იხარჯება.

მატიპი, მორენო და კლაინი - ეს იმ მოთამაშეთა ჩამონათვალია, რომლებიც იურგენ კლოპის გუნდს ვერ დაეხმარებიან. მათ გარეშე თამაშს გუნდი უკვე მიეჩვია. ასე რომ, გერმანელი მწვრთნელისთვის ეს განსაკუთრებული დანაკლისი არ უნდა იყოს.

ლიდერი "მანჩესტერ სიტი" თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით საშინაო ასპარეზზე "ბორნმუთს" მიიღებს. "ქალაქელები" ისეთ ფორმაში არიან, გზაზე ყველას და ყველაფერს თელავენ.

ასე რომ, პეპ გვარდიოლას კრებულს გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს. კვლავ აქტუალური რჩება კითხვა - ვინ შეაჩერებს "სიტის"? და ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი ჯერაც არავის აქვს.

"ჩელსი" გასვლით შეხვედრას ჩაატარებს "ევერტონთან". მასპინძლებს არაერთი ფეხბურთელი აკლიათ. "ჩელსის" შანსები ამ შეხვედრაში უფრო ძვირად ფასობს. ლონდონელები პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ. ერთადერთი დანაკლისი დავიდ ლუიზია, ვინც, დიდი ალბათობით, ამ ზამთარს დატოვებს გუნდს და კარიერას რომელიმე სხვა კლუბში გააგრძელებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერს" ესტუმრება და ეცდება, ინგლისის ლიგის თასზე მომხდარი კოშმარი დაივიწყოს. ჟოზე მოურინიოს გუნდს ბაილი, ფელაინი და ვალენსია დააკლდებიან. ამის მიუხედავად, გაბრაზებული "იუნაიტედი" მაინც ძალიან საშიშია.

საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს "ბარნლი"-"ტოტენჰემიც". მასპინძელი მიმდინარე პრემიერლიგის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. თავის მხრივ, ვანიამასა და ალდერვეირელდის გარეშე მოთამაშე "ტოტენჰემი" მაინც ფავორიტად ითვლება, თუმცა აქედანვე ცხადია, რომ მასპინძელთა მწყობრი დაცვის გასარღვევად მაინც დიდი ჯაფა დაადგება.

"ბარნლის", რომელიც "მამლებზე" ერთი საფეხურით მაღლაა, ბევრი გოლი ვერ გააქვს, მაგრამ ამ გუნდის კარის აღება ძალიან რთულია.

ფაქტები

იურგენ კლოპის მწვრთნელობის პერიოდში "ლივერპულს" "არსენალთან" ბოლო ოთხ პრემიერლიგურ მატჩში, სულ მცირე, 3-3 გოლი გააქვს (სულ 14 გოლი, 3 მოგება, 1 ფრე).

ისტორიულად, "არსენალი"-"ლივერპულის" მატჩებში 90-ე წუთზე და უფრო გვიან ყველაზე მეტი - 17 გოლია გატანილი.

"არსენალის" მეკარე პეტრ ჩეხი შეიძლება გახდეს პირველი გოლკიპერი პრემიერლიგის ისტორიაში, ვინც მე-200-ედ შეინახავს კარს "მშრალად".

ტომაშ რაძინსკის, პიტერ ბერდსლის, ჯიმი ფლოიდ ჰასელბანკისა და ჰარი კეინის შემდეგ სადიო მანე ("ლივერპული") შეიძლება გახდეს მე-5 ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგის ზედიზედ მე-4 მატჩში მოახერხებს "არსენალის" კარის აღებას.

"ჩელსიმ" "ევერტონი" პრემიერლიგის ბოლო სამ მატჩში საერთო ანგარიშით 10:0 დაამარცხა.

სემ ელერდაისს, "კრისტალ პალასისა" და "სანდერლენდის" მწვრთნელის რანგში, "ჩელსისთან" ბოლო 2 მატჩი აქვს მოგებული.

თუ "ევერტონი" გაიმარჯვებს, ამ გუნდის მწვრთნელი სემ ელერდაისი გახდება პირველი, ვინც "ჩელსის" 5 სხვადასხვა კლუბის მწვრთნელის რანგში დაამარცხებს.

"მანჩესტერ სიტიმ" "ბორნმუთს" ბოლო 11 მატჩიდან (ჩემპიონატის ეგიდით) 9 მოუგო და 2 ფრედ დაასრულა.

"მანჩესტერ სიტის" 3 გოლი აშორებს იქამდე, რომ გახდეს პირველი გუნდი პრემიერლიგაში, ვინც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 100 გოლის გატანას მოახერხებს.

რაჰიმ სტერლინგმა ("მანჩესტერ სიტი") "ბორნმუთს" ყველა წინა ოთხ შეხვედრაში გაუტანა გოლი. მათ შორის იყო ერთი ჰეთ-თრიკი, რომელიც სტერლინგმა 2015 წლის ოქტომბერში შეასრულა, ხოლო მიმდინარე სეზონის პირველი წრის მატჩის ბოლო წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა.

"ბარნლიმ" "ტოტენჰემთან" ბოლო 7 პრემიერლიგური მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (4:2 - 2010 წლის მაისში).

"ლესტერმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო 17 პრემიერლიგური მატჩიდან 13 წააგო, 1 მოიგო და სამჯერ ფრედ ითამაშა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლესტერთან" ბოლო 12 საგარეო პრემიერლიგური მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (7 მოგება, 4 ფრე).

ჯესი ლინგარდმა ("მანჩესტერ იუნაიტედი") ბოლო სამი საგარეო მატჩიდან სამივეში გაიტანა გოლი (სულ - 4).

ჯეიმი ვარდის ("ლესტერი") ერთი გოლი აშორებს პრემიერლიგაში 50-გოლიან ნიშნულამდე.

ჯეიმი ვარდიმ პრემიერლიგაში პირველი გოლი "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა.

პრემიერლიგა. XIX ტური

პარასკევი, 22 დეკემბერი

არსენალი-ლივერპული 23:45

შაბათი, 23 დეკემბერი

ევერტონი-ჩელსი 16:30

ბრაიტონი-უოტფორდი 19:00

მანჩესტერ სიტი-ბორნმუთი 19:00

საუთჰემპტონი-ჰადერსფილდი 19:00

სტოკი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

სუონსი-კრ. პალასი 19:00

ვესტ ჰემი-ნიუკასლი 19:00

ბარნლი-ტოტენჰემი 21:30

ლესტერი-მანჩესტერ იუნ 23:45

ბომბარდირები: 14 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 12 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 11 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 10 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), უეინ რუნი (ევერტონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს