მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" "ლაციოსგან" 17 მილიონ ფუნტად ანუ 20,3 მილიონ ევროდ სერბი მცველი ალექსანდრ კოლაროვი იყიდა და ინგლისური პრესაც მყისვე დაინტერესდა...

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" "ლაციოსგან" 17 მილიონ ფუნტად ანუ 20,3 მილიონ ევროდ სერბი მცველი ალექსანდრ კოლაროვი იყიდა და ინგლისური პრესაც მყისვე დაინტერესდა, მაინც რა თვისებებით არის ეს 24 წლის ბელგრადელი ბიჭი დაჯილდოვებული? გაირკვა, რომ ბევრ, ფეხბურთელისთვის საჭირო, გუნდისთვის სასარგებლო თვისებასთან ერთად ის ერთი რამითაც გახლავთ გამორჩეული: იასონივით არის - ლეგენდარული ქართული ფილმის, "პირველი მერცხლის" მთავარ გმირზე მოგახსენებთ - მტერს მოხვდა მისი დარტყმული. ვისაც არ სჯერა, იტალიელ მსაჯებსა და მის რომაელ თანაგუნდელებს ჰკითხოსო, წერენ ბრიტანული გაზეთები და არბიტრ მასიმილიანო საკანის ასახელებენ. ამ მსაჯმა 2009 წლის თებერვალში კოლაროვის დარტყმის გამო რამდენიმე წუთით გონება დაკარგა - იმ დღეს "ლაციო" "ტორინოს" ეთამაშებოდა. გამოხდა ამ ამბიდან 9 თვე და უგონოდ დაენარცხა მიწაზე "ნაპოლის" ფეხბურთელი ეზეკილ ლავეცი - მიზეზი იგივეა, კოლაროვის მიერ დარტყმული ბურთი ვერ აიცდინა.

ახლა, "ლაციოს" ვარჯიშებზე რა ხდებოდა აღარ იკითხავთ? სებასტიანო სივილიას, მაგალითად, სამი თითი მოტყდა. ჰოდა, რა გასაკვირია, სერბს მეტსახელად რობერტო კარლოსი რომ შეარქვეს, თუმცა... ეს შეიძლება ბრაზილიელისთვის არ იყოს მთლად სასიამოვნო ამბავი. ის ხომ თავ-პირს არავის ამტვრევდა.

კოლაროვს "ლაციოში" ნახევარდაცვის მარცხენა ფრთაზე ათამაშებდნენ, საიდანაც 82 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო. კაცმა რომ თქვას, მის ოსტატობასა და დადებით თვისებებში ეჭვი არასდროს არავის შეუტანია, თუმცა, ინგლისში ძალიან გაუკვირდათ, რა საჭირო იყო მასში ამხელა თანხის გადახდა. ბოლოს და ბოლოს 20-21 მილიონი ევროს საღირალი მას სერია A-ში არაფერი გაუკეთებიაო, წერენ კრიტიკოსები და იხსენებენ, რომ გასულ დეკემბერს "ინტერის" მაშინდელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ რომაელებს სერბის სანაცვლოდ 8,3 მილიონი შესთავაზა. სარფიან ვაჭრობაზე წერენ და წერენ თავიანთ ფორუმებზე "ლაციოს" ფანებიც, თუმცა იქვე კოლაროვს წარმატებას უსურვებენ, რადგან ერთხელ ამ კაცმა მათ მთავარ მტერსა და მოქიშპეს "რომას" გაუტანა გოლი.

...და მაინც, დეკემბრიდან ივლისამდე კოლაროვი თითქმის ორნახევარჯერ რამ გააძვირა?

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა