ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მალხაზ ასათიანი: თავადაც ვერ ამიხსნია, აქამდე უგუნდოდ რატომ ვარ

მალხაზ ასათიანი: თავადაც ვერ ამიხსნია, აქამდე უგუნდოდ რატომ ვარ

მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილ მცველს თემურ ქეცბაიასთვის ნაკრებში თამაშზე უარი თავად უთქვამს
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მცველმა რუსულ სპორტულ ინტერნეტსაიტს Soccer.ru-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის უგუნდოდ ყოფნის მიზეზებზე ისაუბრა.

- მალხაზ, "ლოკომოტივიდან" წამოსვლის შემდეგ, სად იყავით გაუჩინარებული ბოლო თვეების განმავლობაში და რას საქმიანობდით?

- მთელი ეს პერიოდი ქუთაისში, საკუთარ სახლში გავატარე. მოსკოვში სულ რამდენიმე დღით ჩამოვედი, რათა რუსეთის ვიზის საკითხები მომეგვარებინა.

აქამდე ვიზის საკითხს კლუბი მიგვარებდა, ახლა კი თავად მიწევს მასზე ზრუნვა. ეს საკმაოდ რთული პროცესია და საბედნიეროდ არიან ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან.

- აქამდე უგუნდოდ რატომ დარჩით?

- სიმართლე გითხრათ - თავადაც ვერ ვპოულობ პასუხს. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ თამაშის გაგრძელება ისევ რუსეთში მსურს, მაგრამ პირველი დივიზიონი ჩემი შესაფერისი არაა. მირჩევნია ისევ სატრანსფერო ფანჯრის გახსნასა და ახალ წინადადებებს დაველოდო.

- გასულ კვირაში ეროვნული გუნდები შეკრებებსა და მატჩებს მართავდნენ. თემურ ქეცბაიამ რატომ არ მიგიწვიათ?

- არა, როგორ არ მიმიწვია - დამირეკა და ვარჯიშზე მისვლა შემომთავაზა. მე ავუხსენი, რომ სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა და გუნდს ვერ გამოვადგებოდი. და მართლაც, საქართველოს ნაკრებმა უჩემოდაც წარმატებით ითამაშა - თვით ხორვატიას აჯობა!

- როგორც ჩანს, "ლოკომოტივის" ყველა გულშემატკივარმა ჯერ კიდევ არ იცის კლუბიდან თქვენი წამოსვლის მიზეზი. ამასწინათ ქომაგებთან ტრადიციულ შეხვედრაზე, კლუბის პრეზიდენტ ოლგა სმოროდსკაიას ერთ-ერთმა ქალბატონმა შეუტია - თქვენ არ იყავით, "ლოკოს" პატრიოტი ასათიანი რომ გუნდიდან გააგდეთო?!

- ის ალბათ ჩემი პერსონალური ფანი იყო. სამართლე ისაა, რომ მე კლუბთან კონტრაქტი დამიმთავრდა, მის გაგრძელებაზე კი არავის მოუმართავს. ეტყობა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი არ იყო ამით დაინტერესებული. ჰოდა, მივედი ოფისში, ავიღე შრომის წიგნაკი, გამომშვიდობების დროს გულთბილად ვისაუბრე კრასნოჟანთან და პრეზიდენტის კაბინეტშიც შევიარე - ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ.

- ამბობენ, რომ ყველაფრის მიზეზი თქვენი და ალიევის სმოროდსკაიასთან დავა გახდა.

- დიახ, იყო რაღაც ფინანსური საკითხი. უკმაყოფილო ვიყავი და საამისოდ მიზეზიც მქონდა. კლუბის უწინდელი პრეზიდენტი ნაუმოვი ერთ პირობაზე შეგვითანხმდა, მოვიდა სმოროდსკაია და მან სხვა პირობები წამოაყენა. მე ვითხოვდი, გამარჯვების შემდეგ ანაზღაურება ნაუმოვთან შეთანხმების საფუძველზე მიგვეღო. ზედმეტს არაფერს ვითხოვდი.

- მოზრდილი თანხა დაგაკლდათ? რატომ არ იჩივლეთ?

- დეტალებზე ხმამაღლა საუბარი არ მსურს - დაე ეს ისევ ჩვენ, ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას შორის დარჩეს.

- სიომინმა რატომ აღარ წაგიყვანათ კიევში, ისე როგორც სამი წლის წინ?

- ახლახან მქონდა იური პავლოვიჩთან საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი აგენტი ვარ, კიევში არ მივუწვევივარ.

- "ლოკომ" საწყის ტურებში თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

- ორივე თამაში კარგად ითამაშა, თუმცა მხოლოდ სამი ქულა აიღო. დაცვის ცენტრში საიმედო იყო ტარას ბურლაკი და ამან ძალიან გამახარა - ამ ბიჭის პროგრესი აშკარაა.

- იქნებ სწორედ მისი პროგრესის ბრალია, კლუბმა კონტრაქტი რომ აღარ გაგიგრძელათ?

- ეგ არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: განშორებასთან დაკავშირებით "ლოკოს" მიმართ გულში ხინჯი არ მაქვს.

- ყოფილ გუნდში კავშირს ვისთან ინარჩუნებთ?

- ერთი ექიმსღა შემიძლია დავურეკო. "ლოკომოტივიდან" ყველა ჩემი მეგობარი წავიდა. ბოლო დროს ურთიერთობა სენიკოვთან მქონდა - ჩემი არ იყოს, ისიც უმუშევარია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის დროებითი მოვლენაა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ როცა საქმე არ გაქვს, გინდა-არგინდა, იმათთან უფრო მეგობრობ, ვინც შენსავით უმოქმედოდაა.

- ეგ არცთუ კარგი ამბავია.

- მე ცხვირი არ ჩამომიშვია. ჯერ არ ვთვლი თავს ვეტერანად და კარიერის გაგრძელებას ვაპირებ, ფორმას კი შინ ვინარჩუნებ - დავრბივარ.

მომზადებულია soccer.ru-ს მიხედვით

• akaki

გულზე მომეშვა, მეგონა მალხაზი ნაკრებიდან ჩამოწერეს. ამ ბიჭის დიდი იმედი მაქვს, მიუხედავად მისი უიღბლობისა, მისი დროც მალე დადგება.

• Tornike

ბიჭებო, კარგად თუ შევხედავთ უახლოეს მომავალს, მგონი ძალიან მაგარი ნაკრები გვეყოლება - მაქსიმუმ 2-3 წელიწადში შუა და თავდასხმის ხაზში გვეყოლება ყენია, ანანიძე, ჭანტურია, მჭედლიძე, არაბული, გურული... წარმოიდგინეთ ესენი ყველანი ერთად, ერთ გუნდში, უკვე წამოზრდილები და გამოცდილები. კარგი მეკარეები უკვე გვყავს, თან ძალიან ახალგაზრდები. ამას აუცილებლად დაემატება 4-5 მინიმუმ საშუალო კლასის მცველი და ძალიან მაგარი ნაკრები გამოგვივა. მთავარია ბიჭები ჯანმრთელად იყვნენ და მაგრად იმუშაონ. ასე რომ, მომავალი ნაღდად ჩვენია! :)

• kutaisiii

მიდი ასკანაკრებს ისეტი თამაშები დარჩა რო გვჭირდები. ხვალლლ კლასიკოა ქუტაისში. ტორპედო V დინამო... 18 საათზე. რამაზ ჩხიკვაძე, "ტორპედოს" პრესატაშე: "ქუთაისის "ტორპედო" "დინამოსთან" მატჩისთვის სერიოზულად ემზადება. ამ ორი გუნდის შეხვედრები, როგორც ცნობილია, "ელ კლასიკოდ" არის წოდებული, ამიტომ უდიდეს ინტერესს იწვევს გულშემატკივარში. არც ერთი ფეხბურთელი არ გვყავს ტრავმირებული და ვინც 18 კაციან განაცხადში მოხვდება მაქსიმალურად დაიხარჯება მინდორზე. ეს არ არის მარტო ღირსების საკითხი, ეს არის ქართული ფეხბურთის გამარჯვება. იმედია იქნება კარგი გულშემატკივრობა და ემოციები".

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის