საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში აზერბაიჯანის ნაკრებთან 2 თებერვალს გასამართ მატჩზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში აზერბაიჯანის ნაკრებთან 2 თებერვალს გასამართ მატჩზე ისაუბრა.

- პირველ რიგში, აზერბაიჯანის ნაკრებთან შეხვედრაზე უნდა გკითხოთ. რით იქნება ეს შეხვედრა სასარგებლო საქართველოს ნაკრებისთვის?

- რაც შეეხება ამ მატჩს, ის ცალსახად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე აზერბაიჯანის ნაკრებისთვის. ჩვენ ერთა ლიგაში ვითამაშებთ და ორივე გუნდი მაღალ მიზნებს დაისახავს.

მართალია, ჯგუფურ ეტაპზე ვერ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ხომ შეიძლება, აზერბაიჯანელებს გადამწყვეტ ეტაპზე დავუპირისპირდეთ? შეიძლება ითქვას, დაახლოებით თანაბარი დონის ვართ. აზერბაიჯანის ნაკრებს ერთი უპირატესობა აქვს ჩვენთან შედარებით. ამ გუნდის ძირითადი ბირთვი ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს.

აქედან გამომდინარე, მათ, ჩვენგან განსხვავებით, არ უნდა ჰქონდეთ ოპტიმალური შემადგენლობის შეკრების პრობლემა. ამასთან, ეს იქნება გურბან გურბანოვის დებიუტი აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

მას ყველანაირად შეუწყობენ ხელს, რომ წარმატებით დაიწყოს სანაკრებო კარიერა. ვგულისხმობ იმას, რომ აზერბაიჯანული კლუბები ფეხბურთელებს, ალბათ, უპრობლემოდ შეელევიან.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებში არაერთი ლეგიონერია და ჩვენ ოპტიმალური შემადგენლობის შეკრების პრობლემა გვექნება, როგორც ეს ვლადიმირ ვაისმა თქვა... მაგრამ რას ვიზამთ, ამ დროს ყველა გუნდი შეკრებაზეა და ყველას უნდა, რომ ახალი სეზონისთვის ოპტიმალური შემადგენლობით მოემზადოს.

და მაინც, რა შემადგენლობითაც უნდა ვითამაშოთ, ეს ყველასთვის დიდი შანსია და მას გამოყენება სჭირდება. მჯერა, უდიდესი მოტივაცია იქნება.

- ალბათ, "ტობოლის" ხელმძღვანელობასთან ამ შინაარსის საუბარი თქვენც მოგიწევთ...

- ცოტა შორიდან დავიწყებ. დუბაის შეკრებაზე რომ იყო საქართველოს ნაკრები, მაშინაც ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად ვყოფილიყავი. დამიჯერეთ, ეს სურვილი ყველა ფეხბურთელს აქვს, რომელიც ეროვნულ გუნდში თამაშობს.

მაშინ მე ვესაუბრე კლუბის ხელმძღვანელობას და ვთხოვე, მოეცათ იმის საშუალება, რომ ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი. არ გამოვიდა. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია კლუბზე. რაც უნდა ძლიერ სურდეს ფეხბურთელს ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩამოსვლა, თუ კლუბმა არ გამოუშვა, ვერაფერს გახდება.

ასე რომ, ამ შემთხვევაში ფეხბურთელებს ნუ დაადანაშაულებენ. რა თქმა უნდა, ახლაც დაველაპარაკები "ტობოლის" ხელმძღვანელობას და ვთხოვ, რომ გამომიშვას ნაკრებში. ვნახოთ, რა და როგორ გამოვა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე

asdfgh
ფეხბურთელის ნაკრებში თამაში მხოლოდ იმიტომ უნდათ,რომ დააკმაყოფილონ უეფას წესდება ევროპის გუნდებში თამაშისთვის და არა ქვეყნის ნაკრების წინსვლისთვის. ისინი და მწვრთნელები ერთნაირად ფიქრობენ!გადაიხადე?ითამაშებ.ეს მათი პრინციპია!
goga
ლეგიონერები თორემ, ჩვენც ეხლა ისეთი ლეგიონერები ქვყავს არ გააკვირვოთ ვინმე!ფეხბურთი ჩვენთან კაიხანია მოკვდა! ვაი ჩვენს პატრონს!!! სამარცხვინო ნაკრები გვყავს!!!!!!ფეხბურთი შემაზიზღეს!!!!!
bajo
სჰე კარგო ადამიანო კურბანოვი ტუ აზერბაიჯანის ჰემპიონატიდან დააკოპლექტებს ფეხბურტელებ ჰვენ რას მივტირიტ ამ ჰვენ ლეგიონერებს ჰვენც ჰვენი ჰემპიონატიდან გამოვიზახოტ და ისე უნდა მოუგოტ რომც ცავაგოტ სატქმელი დაიტოვეტ ტავის გასამარტებელი მარა ვაი ტუ სირცხვილი ვჰამეტ ამ ჰვენი უნიქატო ლეგიონერებიტ ეგ ტქვი სჰენ.ჯანო არიქნება და ოქრინეგ დანაკლისია ნაგდად სხვაზე რა გიტხრატ
haha
ანუ რატომ ვთამაშობთ, აზერების ახალ მწვრთნელს რომ გზა გავუკვალოთ? მოგებით დავაწყებიოთ. ჩვენ მე-2 ნაკრებიც არ გვეყოლება. ფედერაციამ სპეცომ ხომ არ გააჩალიჩა?
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა