მორაგბეთა ფიზმომზადების ჯგუფი საშურ საქმე აკეთებს
მას შემდეგ, რაც რაგბი პროფესიული გახდა (1995 წლიდან), გუნდის წარმატებაში ფიზ.მომზადებამ უდიდესი ადგილი დაიკავა. საკლუბო სეზონისა თუ დიდი, სანაკრებო ტურნირების წინ, მზადების უდიდესი წილი სწორედ მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე მოდის და ამაზე უამრავი ადამიანი მუშაობს.

წლების განმავლობაში ქართველი მორაგბეები ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ინდივიდუალურად მუშაობდნენ, თუმცა არასწორი ვარჯიში და ცხოვრების წესი მოთამაშეთა ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ფეთქებადობა, სისწრაფე, ზედა და ქვედა კიდურების ერთნაირად განვითარება, მენტალური მდგომარეობა, ძალა - ეს იმ კომპონენტების ჩამონათვალია, რომელთა განვითარებაც მაღალ დონეზე სათამაშოდ აუცილებელია.

სწორედ ამიტომ, 2011 წელს ვეტერანი ბორჯღალოსნის, ირაკლი ჭყონიას ინიციტივით ფიზმომზადების ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი და გიორგი მაისურაძე გაერთიანდნენ. შარშან ჯგუფს დავით ნემსაძე შეუერთდა, რომელიც დასავლეთ საქართველოს აკადემიასა და ქუთაისის ‘აიაში’ მუშაობს, ხოლო წელს ჯგუფს დავით ლობჟანიძე დაემატა.

ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია 6 წლის წინანდელი ამბების შესახებ გვიყვება:

„საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ (2008 წელს), უკვე ვიცოდი, რომ საქართველოში ფიზმომზადების ჯგუფის დაარსება გადაუდებელი აუცილებლობა იყო, თუმცა ჯერ კიდევ აქტიური სპორტსმენი ვიყავი და ეს საქმე 3 წლის შემდეგ დავიწყე. ჯგუფში თავიდანვე ის წევრები გავერთიანდით, რომლებიც ახლა სანაკრებო ვერტიკალზე ვმუშაობთ - მე, გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი და გიორგი მაისურაძე. დავიწყეთ სწავლა და ყველამ გავიარეთ პროფესიონალი ფიზმომზადების მწვრთნელისთვის საჭირო „მსოფლიო რაგბის“ ორივე დონე.

„რაგბის კავშირი პირველივე დღიდან მხარში დაგვიდგა და მაშინდელი მსოფლიო რაგბის საბჭოსგან (ახლანდელი მსოფლიო რაგბი) მოვითხოვეთ დახმარება. მათ მოგვივლინეს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პროფესიონალი კრეგ ვაითი, რომელიც უელსის ნაკრებისა და ინგლისის პრემიერშიფის კლუბების ‘უოსპსისა’ და ‘ლესთერ თაიგერსის’ მწვრთნელი იყო. რაგბისათვის სპეციფიური ფიზმომზადება სწორედ მისი გამოგონილია და ასეთი დონის სპეციალისტთან მუშაობამ უდიდესი გამოცდილება შეგვძინა.

„რაგბის კავშირის დახმარებით ჯგუფის წევრებმა გავიარეთ სხვადასხვა დონის გადამზადებები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის სამხრეთ აფრიკაში, სადაც უმაღლესი დონის სემინარები ტარდება. გარდა ამისა, მიწვევით ჩავდიოდი სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებსა და კლუბებში. რა თქმა უნდა ვმუშაობდი ყველა იმ უმაღლესი დონის პროფესიონალთან, რომლებიც მსოფლიო თასის წინ ბორჯღალოსნებთან სამუშაოდ საქართველოში ჩამოდიოდა. მათ შორის იყო კალვინ მორისი, რომლისგანაც უდიდესი გამოცდილება მივიღეთ და ავაწყეთ სისტემა, რომლის მთავარი მიზანი 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსნების 100 პროცენტით მომზადებაა. შევქმენით სხვადასხვა დონის სტანდარტები სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებისთვის, როგორც ძალოსნობაში, ასევე მოედანზე და დავიწყეთ განვითარება“.

2011 წლის შემდეგ, ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები უმაღლეს დონეზე დიდ წარმატებებს აღწევენ. უმცროსი ბორჯღალოსნები ბოლო ორი წელია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ტიერ1-ის გუნდებს ტოლსწორად ერაგბებიან; წინ მიდის 18-წლამდელთა ნაკრებიც, რომელიც ბოლო წლებია რეგულარულად გადის ევროპის ჩემპიონატის ფინალში და დიდი სხვაობებით ამარცხებს ტიერ2-ის გუნდებს.

პარალელურად, რაგბის კავშირში კარგად ესმით განათლების მნიშვნელობა, გიორგი მაისურაძე და დავით ნემსაძე ირლანდიურ კოლეჯში მიავლინეს, სადაც სპორტის მეცნიერების მაგისტრატურაზე სწავლობენ. სამომავლოდ ამავე სასწავლებელში კიდევ ორი მწვრთნელის გაშვება იგეგმება.

„ეს ის სფეროა, რომელიც ყოველთვიურად ვითარდება და ჩვენც რეგულარულად უნდა ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, რათა უკეთესი ხარისხის მოთამაშეები მივიღოთ. მნიშვნელოვანია, რომ სანაკრებო ვერტიკალზე მომუშავე ყველა მწვრთნელი აკადემიური განათლების იყოს“.

სანაკრებო ვერტიკალზე ირაკლი ჭყონია უფროს ბორჯღალოსნებთან მუშაობს, გიორგი ნადარეიშვილი 20-წლამდელებთან, გიორგი მაისურაძე 18-წლამდელებთან, ხოლო გივი ნადარეიშვილი რაგბის ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთ ფილიალის ბავშვებთან. ის ასევე ეხმარება ყველა ასაკობრივი ჯგუფის ფიზმომზადების მწვრთნელს. დავით ლობჟანიძე მუშაობს 20-წლამდელებთან და აკადემიაში.

მაგრამ ეს ქართველი მორაგბეების მხოლოდ მცირე ნაწილია, კლუბებსა და განსაკუთრებით ბავშვთა რაგბში კი, ფიზმომზადების მწვრთნელების დეფიციტია. ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად გიორგი მაისურაძე 2014 წლამდე სემინარებს ატარებს და დღემდე პირველი დონის ფიზმომზადების ლიცენზია 70-მდე სპეციალისტს გადაეცა. მიუხედავად ამისა, ბავშვთა ფიზიკური განვითარების კუთხით პრობლემები ჯერაც მრავლადაა.

„პირველი დონის ქვეყნებში ბავშვთა ფიზიკური განვითარება 6-იდან 18 წლამდე მეთოდურად ხდება. დეტალურადაა გაწერილია რა ასაკში რა უნდა გაკეთდეს, რათა მოხდეს სწორი განვითარება. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ასე არ ხდება. გვაქვს შემთხვევები, როდესაც აკადემიის სივრცეში, ან 18-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრილმა უნიჭიერესმა ბავშვმა მიწიდან სწორედ აზიდვა არ იცის. ჩვენთან სწრაფი მოთამაშეების ნაკლებობაა. ადამიანი სწრაფად იბადება, თუმცა სწორი ვარჯიშით და მუშაობით, სისწრაფის გარკვეულ დონემდე მომატება შესაძლებელია. ამისათვის არსებობს ფეთქებადობის, სირბილის ტექნიკის და სხვა სახის ვარჯიშები. მიმაჩნია, რომ ბავშვთა რაგბში სავალდებულო უნდა იყოს ფიზმომზადების მწვრთნელის ყოლა, რათა ეტაპობრივად მოხდეს ყველა მიმართულების განვითარება“ - გვიყვება ჭყონია და კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს:

„ხშირად შეხვდებით სპორტსმენს, რომელსაც განვითარებული აქვს წინა, ან ზედა კუნთები, მაგრამ იგივეს ვერ იტყვი უკანა და ქვედა კიდურებზე. ახალგაზრდა მოთამაშეები ხშირ შემთხვევაში თვითნებურად იღებენ აბონიმენტებს, რადგან კლუბებში არ ყავთ ფიზმომზადების მწვრთნელები. სამწუხაროდ, სახალხო დარბაზები ისე არაა განვითარებული, რომ ყველა მოვარჯიშეს თანაბრად მიექცეს ყურადღება და სწორედ ასეთ დროს, არათანაბარი ვარჯიშით, ზედმეტი დატვირთვებით, ხდება კუნთების არასწორად განვითარება, ან ტრავმის მიღება.

ფიზიკური განვითარების ბალანსისთვის აუცილებელია, რომ მოთამაშემ სწორად შეასრულოს ვარჯიში და შეარჩიოს წონა. წონით ვარჯიში იწყება სწრაფი ზრდის დასრულებიდან 18-24 თვის შემდეგ, მანამდე კი, აუცილებელია ადაპტაციის ვარჯიშები. ამ დროს მინიმალური წონით ეჩვევი სწორ მოძარობას და წონა არ იზრდება, სანამ მოძრაობა არ გახდება იდეალური“.

ნუტრიცია

ფიზმომზადება მხოლოდ მოედანსა და ძალოსნობის დარბაზში ვარჯიშს არ მოიცავს. მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ნუტრიცია - სწორი კვება. შეკრებაზე ყოფნისას ნაკრების მოთამაშეები ფიზმომზადების მწვრთნელების მიერ სპეციალურად შედგენილი მენიუს მიხედვით იკვებებიან. ასეა ყველა მაღალი დონის კლუბში. გარდა ამისა, მაღალ დონეზე მოთამაშე, ან ამის სურვილის მქონე მოთამაშეები თავად აკონტროლებენ კვების რაციონს.

საკვები სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: ცილა - კუნთის საშენი მასალა; ნახშირწყალი - ენერგია და ცხიმი. ნახშირწყლების მიღებით ვერ ხდება კუნთის მასის და შესაბამისად, წონის მატება. ცილა შედის ყველა სახეობის ხორცში, თევზში, კვერცხში. წონის მატებისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა მიიღოს თავისი წონა გამრევლებული 2-ზე, გადაყვანილი გრამებში ცილა, რათა მოხდეს კუნთის მასის ზრდა. თუმცა, 100 გრამი ხორცი 100 გრამ ცილას არ ნიშნავს, რადგან საქონლის ხორცში (100 გრამში) 28 გრამი ცილაა, ქათმისაში 22, კვერცხში 6 და ა.შ. იგივე ხდება ნახშირწყლების შემთხვევაში.

„ადამიანებს შეუძლიათ მიირთვან ყველაფერი, რაც დადის ან დაღოღავს მიწაზე, დაფრინავს და დაცურავს წყალში და იზრდება მიწიდან. მნიშვნელოვანია ყველას ახსოვდეს, რომ საკვები დანამატები არავითარ შემთხვევაში არ ცვლის საკვებს! საკვების მიღება აუცილებელია, თუმცა როდესაც მოთამაშე პროფესიონალურ დონეზე თამაშობს და დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 250 გრამი ცილა, მაშინ ხდება საკვები დანამატების მიღება. სწორ კვებას უნდა დაემატოს საკვები დანამატი, რადგან საკვების დანამატით ჩანაცვლება, ორგანიზმისთვის დამანგრეველია. საკვები შეიცავს მიკრო-ელემენტებს, რომელიც ორგანიზმისთვის ისევე აუცილებელია, როგორც წყალი“ - მოკლედ ამბობს ჭყონია იმ ამოუწურავი თემის შესახებ, რასაც ნუტრიცია ქვია.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

dato
კალათბურთშიც გვჭირდება სასწრაფოოოდ, გაიგონეთ ვისაც გეხებათ
სოსო
შესანიშნავ საქმეს აკეთებენ ეს ბიჭები და ღმერთმა გაუმარჯოთ.მათი მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა და ალბათ ლომის წილი მათია,საქართველოს ჩემპიონატიც კი ასეთი თვალ სასეირო რომ გახდა.ისინი თითს არ გაატოკებენ,ვიცი და იქნებ იგივე სისტემის დამუშავება ფეხბურთშიც თქვენ გეცადათ,საცოდაობაა ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი, არასწორი ვარჯიშის და კვების შედეგად,უკვალოდ რომ ქრება.
გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი
რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობა დაიწყო
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი - ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ