მწვანე ბალახი, ტრიბუნები და ლუდის სადგომები - ფეხბურთი ყოველთვის ასეთი ადვილი არ არის! თურმე, ფეხბურთის თამაში ტბის სიღრმეში, ნავთობის ტანკერზე და ქვის უდაბნოშიც შესაძლებელია.

იმოგზაურეთ ყველაზე არაორდინალური სტადიონების სამყაროში და შეხვდით ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ უყვართ ფეხბურთი.

ფეხბურთი ტბის სიღრმეში

ოდესმე გითამაშიათ ფეხბურთი ტბის სიღრმეში? ამას ხორვატიაში აკეთებენ.

"მოდრო ჯეზერო" (ლურჯი ტბა) ხორვატიის სამხრეთით მდებარეობს და რამდენიმე წელიწადში ერთხელ, სიცხის გამო, გარკვეული პერიოდით მთლიანად შრება. ამ პერიოდში ლურჯი ტბა ქალაქ იმოტსკის მცხოვრებლებისთვის საფეხბურთო მოედნად იქცევა.

საჯარიმო მოედნები ფიფა-ს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, მათ სამკუთხედის ფორმა აქვთ.

თუ ტბა წლით სავსეა, მაშინ მისი სიღრმე 100 მეტრს შეადგენს. ამ შემთხვევაში ფეხბურთის მოედანი ხან აბანოა, ხანაც წყალბურთის მოყვარულებს მასპინძლობს.

საჰაერო შოუ საფეხბურთო სტადიონზე

ჩვეულებრივ, საფეხბურთო სტადიონის სტუმრებს არ სურთ, რომ სპორტსმენებმა საჰაერო შოუ მოაწყონ, თუმცა ეს ფილოსოფია სამხრეთ კორული კლუბის, "განგუონის" გულშემატკივრებისგან შორსაა.

საცურაო აუზი საფეხბურთო მოედნის ტრიბუნაზე

ფეხბურთი სველი ბედნიერებაა. ჯექსონვილში მდებარე "ევერბანკ ფილდის" ტრიბუნა საცურაო აუზს შეიცავს.

თუ გსურთ NHL-ის ან MLS-ის თამაშების ნახვა წლის მეგობრებთან ერთად, შეგიძლიათ ადგილი იქირაოთ. ბარათის ფასი ერთ პერსონაზე 280 ევროა, მომსახურებაში საკვები და სასმელიც შედის.

ქალაქის საშუალო ტემპერატურა 25 გრადუსია, აუზის ტემპერატურა კი 32 გრადუსს შეადგენს.

ფეხბურთი წყალზე

სინგაპურში ფეხბურთელები წყალზე თამაშობენ.

"მარინა ბეი ფლოუთერ სთედიუმი" მთლიანად წყალზე დაცურავს.

პლატფორმა 120 მეტრი სიგრძის და 83 მეტრი სიგანისაა. ბურთის წყალში გადავარდნის საფრთხე მცირეა, უსაფრთხოების ღობე 30 მეტრი სიმაღლისაა.

ტრიბუნაზე 30 000 მაყურებელი ეტევა, თუმცა ობიექტი საფეხბურთო მატჩებს იშვიათად მასპინძლობს, იქ ძირითადად კონცერტები იმართება.

სტადიონი 2007 წლის 20 მაისიდან ფუნქციონირებს.

ფეხბურთი ნავთობის ტანკერზე

ბრაზილიელებს იმდენად უყვართ ფეხბურთი, რომ მზად არიან ნებისმიერ ადგილას ითამაშონ. ატლანტის ოკეანეში მოცურავე სანავთობო ტანკერის ბრაზილიელი მუშაკები სპეციალურად აღჭურვილი კურსის დროს 100 მეტრის სიმაღლეზე ფეხბურთს თამაშობენ. ძალიან სარისკო საქმეა, მითუმეტეს, თუ რამდენიმე მეტრის მოშორებით ვერტმფრენი ცდილობს გაჩერებას ან გაფრენას.

ქვის უდაბნოს სტადიონი არქტიკაში

78 ° 66 ჩრდილოეთით! ფეხბურთი ქვიანი სიამოვნებაა შპიცბერგის პოლარულ არქიპელაგზე. "გაგარინის სპორტული კომპლექსი" ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქ პირამიდენის მკვიდრთათვის შეიქმნა. 1998 წელს პირამიდენის ქვანახშირის მაღარო დაიხურა. მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე სტადიონის ახლანდელი სტუმრები პოლარული დათვები და ტურისტები არიან.

სტადიონი კლდეში

პორტუგალიური საფეხბურთო კლუბის, "ბრაგას" მთავარი ვარსკვლავი მისი სტადიონია.

"ესტადიო მუნიციპალი" პორტუგალიელმა არქიტექორმა, ედუარდო სუოტო დე მოურამ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატისათვის დააპროექტა. ტრიბუნებზე 30 154 ადამიანი ეტევა.

ფეხბურთ უკანა ეზოში

ბრაზილია. ფეხბურთისა და ფაველას ნაზავი.

რიო-დე-ჟანეიროს უღარიბეს რაინში, ტავრეს ბასტოს შანთითაუნში, ბავშვები ფეხბურთს დანგრევის პირას მყოფ კორპუსებს შორის მოქცეულ სტადიონზე თამაშობენ. ეს მხოლოდ ერთ-ერთია ასეთ სტადიონთაგან, სადაც ფეხბურთს პატარა კარებებში მუდმივად თამაშობენ. სტადიონის ტერიტორიის შემომსაზღვრელ კედელზე საფეხბურთო ვარსკვლავების (უეინ რუნი, პოლ პოგბა, ლიონელ მესი) ნახატებია გამოსახული. ალბათ, რთულია უკეთესი სტიმულის პოვნა.

ტაილანდური ფეხბურთი

კო პანიიში მდებარე მოედანზე მეკარეებს ბურთის დასაბრუნებლად თევზაობა უწევთ, შემდეგ კი ფეხბურთელები სველი ბურთით თამაშს განაგრძობენ.

ადგილობრივმა მეთევზეებმა საფეხბურთო მოედანი ზღვაში ააშენეს, რადგანაც კუნძულზე მისთვის ადგილი ვერ გამოინახა. ბევრი სირთულის გამო, მშენებლობამ დიდი ხარჯები და კონსტრუქციული სამუშაო მოითხოვა, თუმცა სათამაშო ზედაპირი ბევრად უფრო იაფასიანია.

ეს სტადიონი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სცენურ სათამაშო ადგილად იქცა. ზუსტად ამ სტადიონის დამსახურებაა, რომ კუნძულზე მცხოვრები ბავშვები უკვე ოფიციალურად საფეხბურთო კლუბ "პანიის" ღირსებას იცავენ.

მწვანე კუნძული ბეტონის ზღვაში

ტოკიო - მეტროპოლისი 10 მილიონი მოქალაქით. ცათამბრჯენებს შორის მდებარე საფეხბურთო მოედანი ბეტონის ზღვის შუაგულში მყოფ მწვანე კუნძულივით გამოიყურება.

სტადიონთან მდებარე ცათამბრჯენის მაღალი სართულების ბინადრებს თითოეულ მატჩსა თუ ვარჯიშზე საუკეთესო ადგილები აქვთ დაჯავშნილი, თანაც ტოკიოს ხედიც მათ განკარგულებაშია.

მომზადებულია BILD-ის მიხედვით.

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ფეხბურთის წესებში ცვლილებები ძალაში შევიდა - რა იცვლება ფეხბურთში?
გასაოცარი საფეხბურთო სამყარო გრენლანდიაში [PHOTO]
კარგი ამბავი მსოფლიო ფეხბურთისთვის - ჩინეთში ხელფასების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრეს
მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენას მთების გადადგმა შეუძლია - წინასამატჩო მოთელვა
კურიოზი - გულშემატკივრის გატანილ გოლს ვერავინ მიხვდა [VIDEO]
პირველად 1981 წლის შემდეგ - ირანში ქალებს მატჩზე დასწრების უფლება მისცეს [PHOTO]