ევროლიგა. 1/4 ფინალი: მეოთხე ნახევარფინალისტის გამოსავლენად "რეალისა" და "ვალენსიას" წყვილში მეხუთე მატჩის ჩატარება გახდა საჭირო
მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩების შემდეგ "ოთხთა ფინალის" სამი მონაწილე გაირკვა. ბარსელონაში თამაშის უფლება მიიღეს: "მაკაბიმ", "მონტეპასკიმ" და "პანათინაიკოსმა". ამ უკანასკნელმა მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" გამოთიშა ბრძოლას. ახლა გასარკვევი დარჩა ერთი ნახევარფინალისტი - "რეალისა" და "ვალენსიას" წყვილში მეხუთე მატჩის ჩატარება გახდა საჭირო.

მონტეპასკი-ოლიმპიაკოსი 88:76

29:18, 21:18, 18:25, 20:15

მ: ჰეირსტონი (25+7 მოხსნა), ლავრინოვიჩი (19), იარიჩი (12), სტონრუკი (10+5 მოხსნა).

ო: ბურუსისი (16+5 მოხსნა), გორდონი (16), ტეოდოშიჩი (10), ჰალპერინი (10).

სერია: 3-1

პირველი მატჩის სამარცხვინოდ წაგების შემდეგ არავის სჯეროდა, თუ იტალიის ჩემპიონი ფეხზე დადგებოდა და ზედიზედ სამჯერ მოუგებდა ბერძნულ გრანდს.

ამ მატჩს ორი მნიშვნელოვანი მომენტი ჰქონდა. სადებიუტო მეოთხედში 17:16-ზე კშიშტოფ ლავრინოვიჩმა და მალიკ ჰეირსტონმა ზედიზედ ექვსი საჯარიმო ჩააგდეს, გარდა ამისა, ლიტველმა სამქულიანიც გამოიყენა, ბერძნებმა კი ამ დროის განმავლობაში ერთი ქულაც ვერ აიღეს და "მონტეპასკი" 10 ქულით გავიდა წინ.

ამის შემდეგ მოხდა პატარა სასწაული. მეორე ნახევარში "ოლიმპიაკოსმა" შეძლო 15-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება და წინ ხუთი ქულით გასვლა - 66:61. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს დროებითი წარმატება იყო. მასპინძლები მალე მოვიდნენ გონს და საპასუხო დარტყმა მიაყენეს მეტოქეს.

მატჩის გმირი გახდა ჰეირსტონი, რომელმაც თამაშიდან ტყორცნების 61 პროცენტი გამოიყენა, 25 ქულა, შვიდი მოხსნა, სამი პასი და ერთი ჩაჭრა დააგროვა. ამან მას გასული სათამაშო დღის MVP-ის სტატუსი მოუტანა.

ამ სერიის ანტიგმირად კი მილოშ ტეოდოშიჩი უნდა მოვნათლოთ. სახელოვანი სერბი გამთამაშებელი პირველ ორ მატჩში საერთოდ არ გამოჩენილა მოედანზე, მესამეში ერთი შედეგიანი პასი გააკეთა და ოთხი შეცდომა დაუშვა, ბოლოში კი თამაშიდან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო.

მაკაბი-კ. ლაბორალი 99:77

25:23, 26:29, 28:10, 20:15

მ: პარგო (26+7 პასი), პნინი (22+4 პასი), ბლიუ (17), ელიაჰუ (12), ჰენდრიქსი (8+8 მოხსნა).

კ-ლ: ტელეტოვიჩი (17), ოლესონი (13), უერტასი (12+6 პასი), ბარაცი (10), ბატისტა (9+6 მოხსნა), სან ემეტერიო (8+7 პასი+5 მოხსნა).

სერია: 3-1

დიდი შესვენების შემდეგ "მაკაბიმ" დაცვაში ბრწყინვალე თამაშის წყალობით 14:0 გაქცევა მოაწყო და 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. დარჩენილ 13 წუთში ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს თამაშის გადარჩენის შანსი არ ჰქონია, პირიქით, მასპინძლებმა კიდევ ერთი მინი-სპურტი (7:0) განახორციელეს და ამით დევიდ ბლატის შეგირდებმა "ოთხთა ფინალის" საგზური მოიპოვეს.

გადამწყვეტ მესამე მეოთხედში "მაკაბიმ" თამაშიდან 13-ჯერ ისროლა და 10-ჯერ ჩააგდო, იმ დროს, როცა "კახა ლაბორალის" 17 ნასროლიდან მხოლოდ ოთხმა მიაღწია მიზანს. შთამბეჭდავი იყო მასპინძელთა ტყორცნების რეალიზაციის პროცენტი: ორქულიანები - 63.8 და სამქულიანები - 66.6. პარგომ, ბლიუმ და პნინიმ ერთად 13 შორეული ტყორცნა მოათავსეს კალათში.

ვალენსია-რეალი 81:72

17:14, 23:24, 19:17, 22:17

ვ: კუკი (16+7 პასი), სავანოვიჩი (12), დე კოლო (12+5 პასი), იავტოკასი (12+7 მოხსნა).

რ: ტომიჩი (20), ტაკერი (14), პრიჯიონი (11+6 პასი), ლიული (9).

სერია: 2-2

ეს არის ერთადერთი წყვილი, რომელშიც გამარჯვებულის გარკვევას მეხუთე მატჩის ჩატარება დასჭირდა. ეს შეხვედრა 6 აპრილს მადრიდში გაიმართება.

არადა, "რეალს" შეეძლო აქამდე არ მიეყვანა საქმე და ზედიზედ მეორედ მოეგო გასვლითი შეხვედრა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ფიშერმა კიდევ ერთხელ დააწინაურა მადრიდული კლუბი 6 ქულით, მაგრამ ამის შემდეგ "რეალს" უცნაური რამ დაემართა. მომდევნო ხუთი წუთის განმავლობაში მან ვერც ერთი ქულა ვერ აიღო და შესაბამისად 14:0 სპურტი მიიღო. დარჩენილ დროში სხვაობის ექვს ქულამდე შემცირების შემდეგ ეტორე მესინას გუნდმა ვეღარ შეძლო წინსვლა და წაგება აღიარა.

ამ სერიის მეხუთე მატჩის წინ ძალიან საინტერესო სიტუაცია შეიქმნა. თუ "ვალენსია" შეძლებს მოგებას, მაშინ პირველად ევროლიგის ისტორიაში "ოთხთა ფინალში" გავლენ ის გუნდები, რომლებმაც ტოპ16-ის ჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს და მეოთხედფინალში არ ფლობდნენ საკუთარი მოედნის უპირატესობას.

პანათინაიკოსი-ბარსელონა 78:67

16:12, 18:21, 22:14, 22:20

პ: კალატესი (12+3 ჩაჭრა), ფოცისი (11+6 მოხსნა), დიამანტიდისი (11+5 პასი), სატო (10), ვუიუკასი (10).

ბ: ბატისტი (14+5 მოხსნა), ანდერსონი (13), ლორბეკი (9+4 პასი).

სერია: 3-1

ცენტრალურ სერიაში ყველა წვრილმანს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც მეოთხე შეხვედრამაც დაადასტურა. მესამე მეოთხედში მასპინძლების მოკრძალებულმა 9:2 გაქცევამ მორალურად გატეხა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი.

დარჩენილ დროში "პანათინაიკოსი" ისე თამაშობდა, თითქოს ის აგებდა სერიასა და მატჩს. ბერძნებმა "ბარსელონას" სამი წუთის განმავლობაში ქულა არ ააღებინეს. ხოლო ათენში 13-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება პრაქტიკულად შეუძლებელია. სასწაული არც ამჯერად მომხდარა.

"ბარსელონას" წაგების მიზეზი გახდა მისი წამყვანი მცველების - რიკი რუბიოსა და ხუან კარლოს ნავაროს ცუდი თამაში. რუბიომ, რომელიც მომავალ სეზონში NBA-ში გადასვლას აპირებს, მხოლოდ 3 ქულისა და ამდენივე მოხსნის მოგროვება შეძლო. რაც შეეხება ნავაროს, მან ოთხიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო და ზედიზედ მეორე მატჩში ვერ მიაღწია ათქულიან ზღვარს.

ოთხთა ფინალი

6 მაისი. 1/2 ფინალი

მაკაბი-რეალი/ვალენსია

პანათინაიკოსი-მონტეპასკი

ფინალი ბარსელონაში 8 მაისს გაიმართება.

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს