2017 წელს ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატებში ოქროს უხვი მოსავალი მოიმკეს
2017 წელს ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატებში ოქროს უხვი მოსავალი მოიმკეს. კლასიკურ ჭადრაკში ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულმა ნანა ძაგნიძემ წლის მიწურულს უმაღლესი სინჯის ჯილდოების რაოდენობა ერთით გაზარდა.

30 დეკემბერს ერ-რიადში (საუდის არაბეთი) მან ბლიცში (ელვისებური ჭადრაკი) მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და 80 000 დოლარი დაისაკუთრა.

შეჯიბრებაში 35 ქვეყნის 100 ქალი მონაწილეობდა. შვეიცარიული სისტემით 11 შეწყვილებული ტური გაიმართა. ბოლო ტურის წინ ქართველი დიდოსტატი ქულით უსწრებდა ევროპის ორგზის ჩემპიონ ვალენტინა გუნინას (რუსეთი).

ჩვენებური ბოლო ტურში სომეხ ელინა დანიელიანს დაუზავდა და 21 შესაძლებლობიდან 16.5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. 16 ქულით ვერცხლის მედალი ვალენტინა გუნინას ხვდა.

14-14 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები რაპიდში მსოფლიოს 2017 წლის გამარჯვებულმა ცზიუ ვენძიუნმა (ჩინეთი) და ევროპის ორგზის ჩემპიონმა კატერინა ლაგნომ (რუსეთი) გაიყვეს. უკეთესი კოეფიციენტით მესამე ადგილი ვენძიუნმა დაიკავა.

ნანა ძაგნიძეს სწრაფ ჭადრაკშიც მედლის მოსაპოვებლად ნახევარი ქულა დააკლდა: აქ შვეიცარიული სისტემით 15 ტური გათამაშდა. ბოლო ტურის წინ საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი ჰქონდა ქართველ დიდოსტატს, რომელიც თეთრი ფიგურებით ჩინელ ლეი ტინცზეს დაუზავდა.

საბოლოოდ 15 შესაძლებლობიდან 10-10 ქულით მეოთხე-მერვე ადგილები ხუთმა მოჭადრაკემ გაიყო. უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით ბელა ხოტენაშვილი - მეოთხე, ნანა ძაგნიძე კი მეექვსე იყო. 11.5 ქულით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ჩინელი ცზიუ ვენძიუნი.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა მისი თანამემამულე ლეი ტინცზე, რომელსაც ვერცხლის მედალი ხვდა. 10.5 ქულით მესამე ადგილზე გერმანელი ელიზაბეტ პეტცი გავიდა.

ნანა ძაგნიძისთვის ეს წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა - 2015 წელს (ხანტი-მანსიისკი) მან ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, 2016 წელს კი ყატარში მსგავს შეჯიბრებაზე რაპიდში მესამე იყო.

- შარშანდელი წელი ჩემს კარიერაში განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, - გვითხრა ნანა ძაგნიძემ. - სეზონის სტარტზე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატში, რომელსაც თეირანმა უმასპინძლა, რვა საუკეთესოში მოვხვდი.

მერე ლატვიაში ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში ოქროს მედალი მოვიპოვე, საქართველოს ქალთა ნაკრებთან ერთად ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მეორე, მსოფლიოს ჩემპიონატში კი III ადგილი დავიკავე. ბათუმის "ნონას" შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოვიგე.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე

ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია