NBA-ს ოფიციალურმა საიტმა "ოლ სტარის" ხმის მიცემის 12 დღის შედეგები გამოაქვეყნა.

სამწუხაროდ, ფორმატის ცვლილების შემდეგ გულშემატკივრებიც ნაკლებად აქტიურობენ და "გოლდენ სტეიტის" ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის ათეულშიც ვერ მოხვდა.

არადა, წინა წლის ამ დროს ზაზა ფაჩულიას დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის 439 675 ხმა ჰქონდა. მაშინ მას მხოლოდ მისი თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტიდან" კევინ დურანტი - 541 ათასი ხმით უსწრებდა.

აქვე გეტყვით, რომ 11, 12 და 15 იანვარს გულშემატკივარს ხმის მიცემის საშუალება 2-ჯერ ექნება. ამ დღეებში არჩევანის 2-ჯერ დასაფიქსირებლად ხმის მიცემა NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის ან NBA APP-ის მეშვეობით იქნება საჭირო. სხვა დღეებში ხმის მიცემა (მხოლოდ ერთხელ) სოციალურ ქსელშიც (#NBAVote Zaza Pachulia) იქნება შესაძლებელი.

აღმოსავლეთ კონფერენციას და მთლიანად "ოლ სტარის" გამოკითხვას "მილუოკის" კალათბურთელი იანის ანტეტეკოუმპო ჯერჯერობით ყველაზე მეტი, 863 416 ხმით ლიდერობს, რაც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან იანისმა ისეთ ლიდერებსა და ვარსკვლავებს გაუსწო, როგორებიც არიან სტეფ კარი და კევინ დურანტი.

იანისი ასევე ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეს უსწრებს, როგორიც ლებრონ ჯეიმსია. "მეფის" ანგარიშზე 856 080 ხმაა, ანუ გამოდის, რომ ბერძენი ამერიკელს 7 336 ხმით სჯობნის.

დასავლეთის მოთამაშეებს შორის პირველ ორ ადგილს ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელები იყოფენ.

კევინ დურანტს 767 402 ხმა აქვს, ხოლო სტეფ კარის - 735 115. მათ შორის სხვაობა 32 287 ხმაა.

აღმოსავლეთ კონფერენციის გამოკითხვის შედეგები ასე გამოიყურება:

წინახაზელები

1. იანის ანტეტეკოუმპო (მილუოკი) - 863,416

2. ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) - 856,080

3. ჯოილ ემბიდი (ფილადელფია) - 433,161

4. კრისტაპ პორზინგისი (ნიქსი) - 359,459

5. კევინ ლავი (კლივლენდი) - 221,969

6. ოლ ჰორფორდი (ბოსტონი) - 120,016

7. ჯეისონ ტატუმი (ბოსტონი) - 98,586

8. ანდრე დრამონდი (დეტროიტი) - 85,374

9. ენეს კანტერი (ნიქსი) - 83,102

10 დუაიტ ჰოვარდი (შარლოტი) - 57,730

უკანახაზელები

1. კაირი ირვინგი - (ბოსტონი) - 802 834 ხმა

2. დემარ დეროუზანი (ტორონტო) - 259 368 ხმა

ვიქტორ ოლადიპო (ინდიანა) - 251 886 ხმა

4. ბენ სიმონსი (ფილადელფია) - 210,085

5. ჯონ უოლი (ვაშინგტონი) - 175,990

6. დუეინ უეიდი (კლივლენდი) - 165,163

7. აიზია ტომასი (კლივლენდი) - 87,680

8. კაილი ლაური (ტორონტო) - 85,070

9. ბრედლი ბილი (ვაშინგტონი) - 71,079

10. ჯეილინ ბრაუნი (ბოსტონი) - 51,562

რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციის უკანახაზელებს:

წინახაზელები

1. კევინ დუნრატი (გოლდენ სტეიტი) - 767,402

2. ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი) - 393,000

3. დემარკუს კაზინსი (ნიუ ორლეანი) - 356,340

4. დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) - 325,612

5. პოლ ჯორჯი (ოკლაჰომა) - 291,495

6. კავაი ლეონარდი (სან ანტონიო) - 212,650

7. კარმელო ენტონი (ოკლაჰომა) - 194,239

8. კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა) - 188,240

9. კაილ კუზმა (ლეიკერსი) - 184,338

10. ლამარკუს ოლდრიჯი (სან ანტონიო) - 153,599

უკანახაზელები

1. სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) - 731,115 ხმა

2. ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) - 602,040 ხმა

3. რასელ ვესტბრუკი (ოკლაჰომა) - 438,469 ხმა

4. კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი) - 359,442

5. მანუ ჯინობილი (სან ანტონიო) - 231,460

6. კრის პოლი (ჰიუსტონი) - 174,343

7. დემიენ ლილარდი (პორტლენდი) - 148,622

8. ლონზო ბოლი (ლეიკერსი) - 120,817

9. დევინ ბუკერი (ფინიქსი) - 91,562

10. ჯიმი ბატლერი (მინესოტა) - 88,009

აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის გუნდების ნაცვლად წელს ორი კაპიტნის მიერ არჩეული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

კაპიტნები გუნდს გულშემატკივრების, სპორტული ჟურნალისტებისა და თავად კალათბურთელების ხმის მიცემით გამოვლენილი მოთამაშეებისგან დააკომპლექტებენ. კაპიტნები ხმების მიხედვით დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულები იქნებიან.

ALL-STAR-ის სასტარტო ხუთეულის წევრთა და გუნდების კაპიტანთა ვინაობა 21 იანვარს გახდება ცნობილი, 5 დღის შემდეგ კი რეზერვთა ვინაობაც გაირკვევა.

"ყველა ვარსკვლავის" შეხვედრა 18 თებერვალს გაიმართება. მას ლოს-ანჯელესის "სტეიპლს ცენტრის" დარბაზი უმასპინძლებს.

roma- s
გასოლები და ნოვიცკი საშუალო დონის კალათბურთელებიაო რო იტყვის კაცი იმას ესმის კალათბურთი? ნოვიცკის 30 752 ქულა აქვს ჩაგდებული. ნბას ყ ვ ე ლ ა დროის რეკორდსმენებში ქულების მიხედვით მეექვსეა. მეექვსე ნბა ისტორიაში! მოქმედებს შორის რა თქმა უნდა პირველი. და ეს კაცი არის საშუალო დონე???????? პ.ს იმის თქმა არ მინდოდა ამით, რომ ზაზა ოლსტარია. ზაზა არაა ოლსტარი.
odala
იაო მინგი შეადარა ზაზას :((( იქნებ ხან და ხან ისწავლოთ ხოლმე ამერიკაში (თუ სადაც გინდა) წასული ქართველებისგან ყველანაირი 'დამუნათების' გარეშე. ჩვენ როგორც არ უნდა გვინდოდეს ზაზა მინგის ტოლ-სწორი მოთამაშე იყოს, სამწუხაროდ, ის ჩინელ ცენტრთან ახლოს ვერ მივა. ცოტა გაერკვიეთ საქმეში. სიმართლე ეგ არის და ტყუილებს ხომ ხელისუფლებებიც გეუბნებიან ყოველ დღე თქვენ კაი ხალხო.
nnn
თაგვივით თქვენ იქცევით ის რომ ამერიკაში ცხოვრობთ არ გაძლევთ სხვების შეურაცხყოფის უფლებას თაგვობა კი ის არის აქ არსებულ პრობლემებს რომ გაექეცით ამერიკაში მოკალათდით და იქედან ამუნათებთ სხვებს იაო მინიც არ წყვეტდა ვარსკვლავებს მაგრამ ჩინელებმა გაიყვანეს ის რომ ზაზა ლიდერობდა ეს იყო ხმის მიცემის არა სწორი სისტემის ბრალი უნდა იყოს მარტივად ერთი ფანი ერთი ხმა და დამთავრდა არ იქნება მანიპულაციები ისე კი ნაკრებზე უარის თქმამ ბევრს ატკინა გული
vaxo
წინა ოლ-სთარის დროს ისეთი პერიპეტიები გადავიტანე აქ,რომ კინაღამ ერის მოღალატედ და ქართული ფასეულობების მესაფლავედ გამომაცხადეს. თუმცა ჩემმა "თავგანწირვამ" შედეგი გამოიღო და ზ-პალასის სექტის თავებშიც შევიდა ჭეშმარიტება, ძნელად მაგრამ მაინც )))
roma
ჩემო თანამემამულეებო ნუ გახასიათებთ სიმართლის მთქმელზე აგრესია,თქვენ ან ვერ ერკვევით სიტუაციაში და არა ხართ კალათბურთში გათვითცნობიერებულები,ანდა სამართლიანობა ფეხებზე ჰკიდიათ და რადგან ფაჩულია ქართველია მან უნდა ითამაშის ალ სტარზე და მორჩა,ერთიც და მეორეც არასწორია,არასამართლიანია და უფრო მეტიც ,მათ აღსრულება არ უწერიათ.მე,როგორც ქართველს ძალიან მინდა,რომ ფაჩულია ლებრონ ჯეიმსზე მაგარი იყოს,ამაზე კარგი რა უნდა იყოს,მაგრამ ფაჩულია ჯეიმსის აჩრდილიც არაა,ეს ჩემთვის და საქმეში ჩახედული ადამიანებისთვისაც ძალიან ცუდია,მაგრამ ფაქტი ჯიუტია.კალათბურთის დონეს და ჰოკეის დონეს მსოფლიო მასშტაბით ამერიკა ადგენს,ანუ ამერიკაში ეს სახეობები სხვაა,ევროპაში და აზიაში და სხვაგან კიდევ სხვაა,ამერიკის მერკებით ზაზა საშუალო დონის კალათბურთელზე ერთი თავით დაბლა დგას,მაგალითად ნბა-ში საშუალო დონის კალათბურთელებია:ძმები გასოლები,ნოვიცკი და ასეთები კიდევ მრავალია,ამათ ფაჩულიას ვერ შეადარებ.რაც შეეხება ჩემპიონობას,ეს ფაქტი,თვითო ძალიან კარგია,მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც,რომ გოლდენ სტეიტმა ამ წარმატებას მიაღწია დურანტის,კარის,ტომპსონის,რომლებიც ვარსკვლავები არიან და ნახევარვარსკვლავის გრინის ხარჯზე,დანარჩენი კალათბურთელები ამ გუდში,ზაზას ჩათვლით ამინდს ვერ ქმნიან,ანუ ისინი გუნდში გინდ იყვნენ,გინდ არა,ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს,მთავარი ია ძირითადი ბირთვია,რომლებიც დავასახელე,ხოლო დანარჩენი თუ არ იქნება,იქნებიან სხვები მაგ.X-ები და ყველაფერი კარგად იქნება.რაც შეეხება ზაზას გარჯებს ეროვნულ ნაკრებში,კი ბატონო მას ძალიან ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული,რისთვისაც მე პირადად ძალიან დიდ მადლობას ვუხდი,ეს კარგი,მაგრამ არ შემიძლია გულისტკივილით არ ავღნიშნო ის ფაქტი,რომ მხოლოდ ერთადერთი მატჩი ჩაატარა მან ნაკრებში უმაღლეს დონეზე,იმ დონეზე რა დონეზეც უნდა ატარებდეს ნბა-ში მოასპარეზე კალათბურთელი ყველა მატჩს,გეტყვით,რომ ეს მატჩი იყო ჩვენი ნაკრების შეხვედრა სლოვაკეთის ნაკრებთან,რომელიც თბილისში გაიმართა,მაშინ ზაზა ახალგაზრდა იყო და ის ატლანტაში თამაშობდა,მაშინ ზაზამ 34 ქულა მოუტანა გუნდს და ნამდვილი ნბელი იყო მოედანზე,აი ეს მისი ყველაზე დამაჯერებელი მატჩი ნაკრებში,კიდევ ვიმეორებ მე მინდა,რომ ზაზა იყოს ჯეიმსზე მაგარი და ამით მე პირედად ძალიან ამაყი ვიქნებოდი,მაგრამ რა ვქნა ვერ ვიტან უსამართლობას,ჩაგვრას და სხ.
გაგა
,,ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.''
effe
ეხლა მართლა მაგიტომ გგონია რო ნაკრების გამო არ უჭერს ხალხი მხარს? ღმერთმა დაგვიფარა და შარშანდელ ოლსტარზე არ მოგვიხვედრა ზაზა (იქ რაც მოხდებოდა წარმოდგენაც არ მინდა) წელს კი უკვე მიხვდა ხალხი რო ზაზა ადგილი ნბა-ის ოლსტარში არ არის...
ლევანი
ქართველია, გვიყვარს, გული შეგვტკივა, გასაგებია მაგრამ რატომ უნდა იყოს? ჯერ სიმართლე და მერე ყველაფერი, თუნდაც ქართველობა
ბესო
ზაზა უმაღლესი დონის კალათბურთელია . მის კლასში ეჭვი არავის ეპარება . მითუმეტეს საქართველოსთვის იყო ლეგენდა , სამწუხაროდ ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა და იმიტომაც აქვს დაბალი რეიტინგი , ანუ ხმები ...
Irakli
Ra sashvalo donis kalatburtelia nabashi sulac araris egre dzlieri kalatburtelia tvalebi gaxilet kargad da uyuret zazas tamashebs ra magrat tamashobs amat winebze 17 qula mogrova magar samushaoebs asrulebs parketze chkviani kalat burtelia sashvalo donis kalatburteli ro yofiliyo aravin atamashebda golde steitshi tan xuteulshi sircxvilia zazaze egre ro laparakobt qartvelebi egre vart chves arvafasebt sxvas udzvrebit trakshi egre iyo kaladzes shemtxovashic kaladze milashi ro tamashobda chven vakritikebdit ra fexburteli es ariso arada sulac ariyo egre magari fexburteli iyo 2jer kide moigo chepiota liga plius sastarto fexburteli iyo zazas usuvreb warmatebas
ქართველიმე
ნბა-ში იყო საშუალო დონის კალათბურთელი შენი აზრით პატარა მიღწევაა?
პაპუნა
ვინმემ ხომ არ იცით, რატომ ვარდება პარკეტზე ყოველ თამაშში რამდენიმეჯერ?
Hocs-ს
საშუალოც არ არის
feniks
გეგონათ რომ სასტარტო ხუთეულში მოხვდებოდა? კი არა რეზერვშიც ვერ მოხვდება
hocs
და არც იქნება, თქვენ კი აღმერთებთ და აღმერთებთ არადა არის საშუალო დონის კალათბურთელი NBA-ში
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დონჩიჩისა და ირვინგის კომბინირებული 72 ქულა - "დალას მავერიქსი" სუპერფინალში გავიდა [VIDEO]
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ზღაპრული მატჩი ბოსტონში - ტეიტუმმა "ბრუკლინი" სირენასთან ერთად დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა [VIDEO]
[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ALL STAR-ის გუნდის წევრებისა და კაპიტნების ვინაობა ცნობილია!
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
NBA-ს All Star-ის სასტარტო ხუთეულები და რეზერვი ცნობილია
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
დონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა - გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]