ცნობილი გამონათქამია, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი
ცნობილი გამონათქამია, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, მაგრამ ჩვენმა მეზობლებმა თავისი მიწის მიერ ბოძებული ნედლეულით, სპორტი იყიდეს და წარმატებითაც გამოუვიდათ.

მათ ისეთ ტურნირებს უმასპინძლეს და უმასპინძლებენ როგორიცაა: პირველი ევროპული თამაშები, ფორმულა 1, ისლამური თამაშები, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპი, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპი და 1/16 ფინალი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპი ფეხბურთში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში და ა.შ.

ეს ის ტურნირებია, რომლებზეც ყველა ქვეყანა ოცნებობს და ამ ყველაფრით მათ უამრავი ტურისტი მოიზიდეს ქვეყანაში, ამავდროულად ხელი შეუწყვეს სპორტის ამ სახეობების განვითარებას ქვეყანაში.

აზერბაიჯანში როგორც საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სპორტი როგორც სანაკრებო და ასევე საკლუბო დონეზე არის ფეხბურთი, შესაბამისად ძირითადი ფინანსური აქცენტი ამ სპორტის განვითარებაზე და ფეხბურთში მიმდინარე წამყვან ტურნირების მოზიდვაზე კეთდება.

ბაქო ქვეყნის დედაქალაქია და შესაბამისად ყველაზე მეტად ამ ქალაქში იგრძნობა, ქვეყნის ფინანსური წინსვლა და ამავდროულად სპორტული განვითარებაც. თუ ქალაქში გაივლით, უამრავ მასშტაბურ სპორტულ ნაგებობას წააწყდებით. აი მაგალითად როგორებიცაა ბაქოს ოლიმპიური სტადიონი და სპორტის სასახლე.

ჩემი პირველი ვიზიტი ბაქოში 2016 წელს იყო, სტუდენტ ჟურნალისტთა ჯგუფს ვხელმძღვანელობდი და როგორც სპორტული ჟურნალისტი დაინტერესებული ვიყავი მათი სპორტული სამყაროთი.

პირველი საითაც დავგეგმე წასვლა, ეს იყო ბოლო დროის ყველაზე "ქართული" კლუბი ბაქოს "ინტერი", რომელიც "გაბალას" მასპინძლობდა. "გაბალაც" კარგად მახსოვდა რადგან იმ ზაფხულს თბილისის "დინამო" ევროტურნირებიდან გამოთიშა.

მაშინ "ინტერში" 5 ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა: გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა სალუქვაძე, ნიკა კვეკვესკირი და ლაშა კასრაძე. ამავდროულად კლუბს წვრთნიდა ზაურ სვანაძე თავის ქართულ სამწვრთნელო შტაბთან.

როდესაც დავრეკეთ კლუბის პრესსამსახურში, ქართველი ჟურნალისტები მოვდივართო, ძალიან გაუხარდათ და მეგობრულად შეგვეგებნენ.

პირველი ეფექტი, რაც მაშინ მოახდინა ეს იყო "შეფას სტადიონი", 8000-კაციანი სტადიონი ძალიან ლამაზი ვიზუალით, დახურული ტრიბუნებითა და კეთილმოწყობილი იმისთვის, რომ ფეხბურთელს თავი კომფორტულად ეგრძნო. სტადიონს გვერდზევე ჰქონდა ორი შენობა, სადაც ადმინისტრაცია და ჩამოსული ფეხბურთელების საცხოვრებელი იყო გაკეთებული.

მეორე, რაც თვალში მომხვდა ეს იყო ჟურნალისტების დასწრება: ყველა ტელევიზიიდან, გაზეთიდან და ინტერნეტ გამოცემიდან იმყოფებოდნენ ჟურნალისტები. გულშემატკივრები ცოტა იყო, "გაბალას" ფანები ჭარბობდნენ, მაგრამ ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ უამინდობა იყო. ბაქოს ქარების ქალაქს ეძახიან, იმ დღეს მართლაც ძალიან ძლიერი ქარი და წვიმა დაგვემთხვა.

ჩვენ საქართველოს დროშა გამოვფინეთ, ქართველების მხარდასაჭერად და მათ გვარებსაც ვსკანდირებდით, მაგრამ მალევე დროში მოხსნა მოგვიწია რადგან "გაბალას" ფანები ძალიან გააღიზიანა და სკამების დამტვრევაზე იყვნენ უკვე გადასულები. მიზეზი კი ის დაპირისპირებაა, რომელიც ზაფხულში "დინამო"-"გაბალას" შეხვედრის დროს მოხდა.

სტადიონის დაცვის წარმომადგენლებმა დროშის მოხსნა გვთხოვეს, სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად.

თამაში უღიმღამო გამოდგა, ერთი გოლითა და "გაბალას" გამარჯვებით. ჟურნალისტების ობიექტივში კი ჩვენ მოვხვდით, გაკვირვებულები დარჩნენ 17 ჟურნალისტი საქართველოდან აქ როგორ მოხვდაო, ინტერვიუები ჩაწერეს, გააკეთეს რეპორტაჟები, გვესაუბრეს ფეხბურთზე და ზოგიერთმა პროვოკაციულადაც კი გააშუქა, თითქოსდა ჩვენ ბაქოს "ინტერის" დაფინანსებით ვიყავით ჩასულები.

მატჩის შემდეგ და მეორე დღეს ვარჯიშზე ქართველ ფეხბურთელებს შევხვდით. აქ იყვნენ ის ფეხბურთელები ვინც საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშს, ბევრად უკეთეს სიტუაციაში ფინანსურადაც და ისედაც, ყოფნა არჩიეს.

ბევრი ასეთი ქართველი ფეხბურთელი იყო "ინტერში" მანამდეც, ხოლო როცა საკუთარი შესაძლებლობები ამოწურეს საქართველოში დაბრუნდნენ და აქ გახდნენ ჩემპიონატის ლიდერები.

ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებდა, რომ ჩვენი ლიგის დონე პერიოდულად ეცემოდა და შედეგი 2017 წლის ზაფხულში ევროტურნირებზე გამოსვლის დროს დადგა, არავინ არ იცის რა იქნება 2018-ში.

დღეს ბაქოს "ინტერი" აღარ არსებობს ის "კეშლად" გადაკეთდა, ზაურ სვანაძე კი თბილისის "დინამოში" კახა კაჭარავას ასისტენტია.

აზერბაიჯანულმა საკლუბო ფეხბურთმა ქართული ფეხბურთი უბრალოდ უკან ჩამოიტოვა და მათთან გათანაბრება უკვე შორეული პერსპექტივაა. ახლა უკვე დაპირისპირებები სანაკრებო დონეზე გველის.

ჟურნალისტები ბაქოში და ადგილობრივი მოსახლეობაც, როდესაც მათთან ფეხბურთზე ვსაუბრობ სულ აღნიშნავენ იმას, რომ ისინი ბევრად წინ იქნებოდნენ დღეს ფეხბურთში, რომ მათ ისეთივე საფუძვლები ჰქონოდათ როგორიც საქართველოში იყო.

აზერბაიჯანში წამყვანი ლეგიონერების და სპეციალისტების ჩამოყვანის, წამყვან ტურნირებზე ასპარეზობისა და წარმატებულად გამოსვლის შემდეგ, საფეხბურთო დონე მკვეთრად აიწია.

აზერბაიჯანელი ფეხბურთელები, რომლებიც ადრე დიდი შესაძლებლობებით ვერ დაიკვეხნიდნენ, დრომ და გარემოებამ აიძულა გამხდარიყვნენ უკეთესები. მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ - არცერთ ჩემპიონატში, მათი საფეხბურთი ისტორიიდან გამომდინარე მათ ფეხბურთელებზე მოთხოვნა არ იყო, ისინი კი დღესდღეობით ვარჯიშით და მეტი მონდომებით ნელ-ნელა უფრო ძლიერები ხდებიან.

ჩვენი მეზობელი ნაკრების გასაძლიერებლად, ხელს უწყობს ბავშვთა ფეხბურთში ფინანსების ჩადებას და პროფესიონალების დასაქმებას, ასევე აქცენტს აკეთებენ ლეგიონერების ნატურალიზებაზე, რათა მალე ნაკრებმაც შეძლოს წამყვან ტურნირებზე ასპარეზობა.

რაც მთავარია მათ ფულის ჩადებით შედეგი მიიღეს, სპორტული ღონისძიებების მასპინძლობით მათ ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობს და არასპორტული გარემოც კი ძალიან ლამაზია. ჩვენ იგივე რაოდენობის ფინანსებზე შეიძლება ვიოცნებოთ, მაგრამ მეტი აქცენტი სპორტზე და რაც მთვარია სწორი მენეჯმენტი გვმართებს, თორე ის ფული რაც აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულა ერთის ჯიბეში წავიდა და მეორეს მუცლიდან გამოვიდა.

Lagashi
თბილისის გრანპრის ძალიან ბევრი უკლია ევროპის ჩემპიონატამდე, ზოგი სახელოვანი ძიუდოისტი კი ჩამოდის მაგრამ ის ტურნირი არა რაც უწინ ყოფილა
ბათუმურა
ახლა, მთლად მასეც არაა საქმე ჩვენ არაფერს ვმასპინძლობდეთ, აგერ 2017-ში 19 წლამდელების ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, 20 წლამდელების მსოფლიო რაგბში, ფრენბურთის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მანამდე ახალაზრდული ოლიმპიური თამაშები, ძიუდოში თბილისის გრანპრი ევროპის ჩეპიონატის ტოლფასია. ერთადერთი რაშიც გვჯობნიან არის ფული და ამ ფულს კიდე სწორად აბანდებენ და აკეთებენ სტადიონებს, მოედნებს. ამაში თუ ვერ გავუქაჩავთ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობიდან გამომდინარე, რა რესურსიც გვაქვს ის გამოვიყენოთ მაქსიმალურადდა მეტ ბავშვს მიეცეს საშუალება ჩაერთონ სპორტში
ირაკლ
აი თურქეთის მაგალითი ავიღოთ, 90-იან წლებამდე ბურთი რომ მრგვალი იყო არ იცოდნენ, ამის შემდეგ სერიოზულად მოკიდეს ფეხბურთს ხელი, ფინანსებიც ჩადეს და შიდა ჩემპიონატიც განავითარეს, თურქულმა კლუბებმა ბევრი ცნობილი ბეხბურთელი იყიდეს, გარდა ამისა თურქეთში სტადიონები ყოველთვის გადაჭედილია ხალხით და ა.შ. და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა, თურქული კლუბები არათუ გრანდებს წარმოადგენენ, არამედ ხშირად საშუალო ევროპული გუნდების დონეს ძლივს უახლოვდებიან. ზუსტად იგივე მოხდება აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, ითამაშებენ საშუალო დონის ფეხბურთს, ოღონდ სტაბილურად. ამიტომ გამოთქმას: "ყველაფერს ფულით ვერ იყიდი," მთლიანად ვეთანხმები. ისე იმის მეოთხედი ხელშეწყობა რომ ქონდეს ქართულ ფეხბურთს რაც აზერბაიჯანში აქვთ, ძაან წინ ვიქნებოდით, ქართველს გენებში აქვს ფეხბურთის ტალანტი
ამირანი
მიეცით ამ ბიჭს კალამი და დაწერს წიგნს :D იმ ფოტოების ტვირთვას ეს წერო არ ჯობია? სასიამოვნოდ წასაკითხავი სტატია
zaza
ერთა თასზე აზერებზეძ ძლიერი გუნდებიც არის ასე რო არამგონია ესენი ამ გზით ევროპაზე მოხვდენ რათქმაუნდა უეფა თუარ გამაზეს არ დამიწყოს ეხლა აქ ვინმემ უეფა არ იმაზემა და მაყუთს არიღებენო.
Lagashi
აზერებმა ერთა თასის გზით თუ მიიღეს ევრო საგზური..მერე ვნახოთ ვინ რა დასკვნას გამოიტანს..
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
გიორგი ლომაია: მეც მქონია კარიერაში ჩემი სიგიჟეები
ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა მეკარე გიორგი ლომაიამ კარიერა დაასრულა
კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე
გიორგი ლომაია: აზერბაიჯანი ჩემი მეორე სამშობლოა
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...
ზაურ სვანაძე: ჩემი სამწვრთნელო კრედო არის სამართლიანობა!
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
კანკავამ და კვეკვესკირმა ყაზახეთის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს
ლეგენდების თასი 2019 თურქეთმა მოიგო - ბომბარდირი კალაძე გახდა
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
ელგუჯა ლობჯანიძე და ლაშა კასრაძე ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ
"საქართველოში მიაჩნიათ, რომ..." - ლაშა სალუქვაძემ "დინამო"-"ნეფტჩის" მატჩის შესახებ ისაუბრა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
გიორგი ლომაიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი და დასამახსოვრებელი მატჩი გაიხსენა
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩას შეუძლია დიდ გუნდში ითამაშოს
ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...
კვეკვესკირმა გოლი გაიტანა, კანკავამ კი საგოლე გადაცემა გააკეთა
გუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახეთის "ტარაზში" გააგრძელებს
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩა რუსეთში თავს ცუდად გრძნობდა
ლაშა კასრაძე ყაზახური "ტარაზის" მოთამაშე გახდა
[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
ელგუჯა ლობჯანიძემ "ტარაზს" გამარჯვება 90+2-ე წუთზე მოუპოვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...