12-წლიანი შესვენების შემდეგ ქუთაისში სანაკრებო მატჩი ბრუნდება. "ბორჯღალოსნები" 2018 წლის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, "აია არენაზე" გამართავენ. ტრადიციულად, მილტონ ჰეიგის შეგირდები წელიწადს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, რომლის ფარგლებში ხუთ თამაშს გამართავენ - სამს შინ და ორს სტუმრად.

პირველი მეტოქე ბელგიაა და შეხვედრა 10 თებერვალს, 15 საათზე, "აია არენაზე" დაიწყება. ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში "ბორჯღალოსნები" ქუთაისში მესამედ ითამაშებენ.

პირველი შეხვედრა 1989 წელს (12 სექტემბერს) გაიმართა. დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ქუთაისს ზიმბაბვეს ნაკრები ეწვია და საქართველომ პირველ, ისტორიულ მატჩში მეტოქე 16:3 დაამარცხა. 16-წლიანი პაუზის შემდეგ, 2005 წლის 12 ივნისს "ბორჯღალოსნებმა" მაშინდელი ერთა თასის ეგიდით ქუთაისში ჩეხეთი მიიღეს, მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს, 75:10 დაამარცხეს და გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი სხვაობით წელი პირველ ადგილზე დაასრულეს.

რაგბის კავშირს ქუთაისში სანაკრებო მატჩის გამართვის სურვილი არაერთხელ ჰქონდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდები იქ ჩასვლას უარობდნენ. მას შემდეგ, რაც "აია არენა" გაიხსნა და შარშან მან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფის (ახალი ზელანდია, შოტლანდია, იტალია, ირლანდია) ექვს შეხვედრას უმასპინძლა, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქს 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ეროვნული ნაკრები ეწვევა.

"ბორჯღალოსნებს" ბელგიის ნაკრებთან აქამდე სამჯერ უთამაშიათ (ერთხელ შინ, ორჯერ სტუმრად) და სამი გამარჯვება აქვთ. სარეკორდო სხვაობა 2014 წელს "ავჭალაზე" დაფიქსირდა - 35:0.

ესპანეთთან მესხზე

"ბორჯღალოსნები" ქუთაისიდან გერმანიაში გაემგზავრებიან და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში მასპინძლებს 17 თებერვალს, საქართველოს დროით 17:30 საათზე ეთამაშებიან.

10 მარტს საქართველო რუსეთს გასვლაზე ეთამაშება. ბოლო წლების განმავლობაში "ბორჯღალოსნები" რუსეთს ტრადიციულად სოჭში ეთამაშებოდნენ, თუმცა ამჯერად მატჩის ჩატარების ადგილი ჯერ ოფიციალურად არაა ცნობილი.

ქართველი მორაგბეები, რუსეთამდე ერთი კვირით ადრე, 3 მარტს ესპანეთის ნაკრებს "მიხეილ მესხის" სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

"ანთიმოზ ივერიელის" თასისთვის დინამოზე

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში "ბორჯღალოსნები" ტრადიციულ მეტოქეს - რუმინელ "მუხებს" "დინამო არენაზე" დაუპირისპირდებიან.

პრინციპული მატჩი, რომელშიც "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისა და საქართველო-რუმინეთს შორის საზიარო "ანთიმოზ ივერიელის თასის" დასაბრუნებლად იბრძოლებენ, 18 მარტს გაიმართება.

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

10 თებერვალი. 15:00

ქუთაისი. "აია არენა"

საქართველო - ბელგია

17 თებერვალი

გერმანია - საქართველო (გასვლა)

3 მარტი

მესხის სტადიონი

საქართველო - ესპანეთი

10 მარტი

რუსეთი - საქართველო (გასვლა)

18 მარტი

დინამო არენა

საქართველო - რუმინეთი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

o.k.
ბათუმი საზღვაო კურორტია და ამ ბოლო დროს ბევრი ახალი შენობა აშენდა სადაც საქართველის სხვადასხვა ტერიტორიიდან მოქალაქეებმა შეიძინეს ბინები და დაირეგისტრირეს,თუმცა იქ სამუდამო საცხოვრებელი არ აქვთ და ჩადიან სეზონზე, შესაბამისად მოიმატა ფიქტიურმა რაოდენობამ, ფაქტიურად კი იმაზე ნაკლები ცხოვრობს ვიდრე რეგისტრირებულია
გაიოზ გოშაძე
ბათუმი, არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, ე. ი. სახელმწიფოებრივი წარმონაქნის დედაქალაქი და მის ჩაყენება ქალაქების რიგში უხერხული იქნებოდა.
ავტორს ჩემგან, სახელმძღვანელოდ!!!
ავტორის-ლაშა ბეგიაშვილის საყურადღებოდ. დღეის მონაცემებით ქუთაისში 148 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, ბათუმში კი 155 ათასამდე (აგრომელაციით 300 ათასი). ისმის კითხვა, რომელია ქვეყნის მეორე ქალაქი მოსახლეობის მხრივ? ქუთაისს ბუნებრივია ულოცავ რაგბის ლომების ცოცხლად ხილვას. მათ ეს დაიმსახურეს. ქუთაისი ქართული რაგბის უპირველესი აკვანია.
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან