19 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა (552) ანთალიის ათიათასდოლარიანი ტურნირის მოგებასთან ერთად 12 სარეიტინგო ქულა მიითვალა
კვირის ბოლოს საერთაშორისო ტუნრირებს სამი ქართველი იყო შემორჩენილი, ორი მათგანი ტიტულს ვერ შეწვდა, მაგრამ 19 წლის ეკა გორგოძემ (552) გაგვახარა.

19 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა (705) წლეულს ყველაზე უკეთ ოკლაჰომა სიტიში იასპარეზეა, სადაც 15-ათასიანი საპრიზო ფონდის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალს უწია. ნიკას მესამე მეტოქე ოკლაჰომაში ბულგარელი დიმიტარ კუტროვსკი (562) იყო, რომელმაც აჯობა კიდევაც ჩვენებურს - 6:2, 6:7 (2), 6:3.

მაკა ჩახნაშვილი (232) მონსონის საერთაშორისო ტურნირის (ესპანეთი, 50 ათასი დოლარი) წყვილთა ბადის ფინალში იყო გასული (ხორვატ ივანა ლისიაკთან (241) ერთად). ფინალში ქართულ ხორვატულმა დუეტმა რუსულთან (ელენა ბოვინა, ვალერია სავინიხი) დათმო - 1:6, 6:2, 4:10.

გორგოძის საუკეთესო შედეგი რეიტინგში 2009 წლის სექტემბრითაა დათარიღებული, მაშინ ის 462-ე იყო მსოფლიო კლასიფიკაციაში - 17 წლის ასაკისთვის ეს კარგი შედეგი იყო, მაგრამ ნიჭიერ ცაცია ქართველს პროგრესის ნაცვლად რეგრესი დაეწყო. იქნებ, ამ ახალმა წარმატებამ დადებითად იმოქმედოს მის კარიერაზე.

თებერვლის დასაწყისში ჩვენმა თანამემამულემ მალიორკას (ესპანეთი, 10 ათასი დოლარი) ტურნირი მოიგო, ეს მისი პირველი ტიტული იყო პროფესიონალებში და ახლა ამას ანთალიის ტურნირში (თურქეთი, 10 ათასი დოლარი) გამარჯვება დაემატა. გორგოძე მე-4 ნომრად იყო განთესილი. ჩვენ კი თხრობა ნახევარფინალზე შევაჩერეთ, სადაც ეკამ შვედი სანდრა რომა დაამარცხა - 2:6, 6:1, 6:2. ჩვენებურმა ფინალში ბულგარელ იზაბელა შინიკოვას (726) მოუგო - 6:1, 6:3 და კარიერაში მეორე ტიტულს დაეუფლა. ამ მოგებით მან 12 სარეიტინგო ქულა გაინაღდა.

ანთალიაში მიჯრით რამდენიმე 10-ათასიანი იმართება, გორგოძე კვლავ თურქეთში რჩება და ტიტულის მოპოვებას ისევ შეეცდება. მანამდე ანთალიის ახალი ტურნირის საკვალფიკაციო წრეში სამი ჩვენებური ჩაებმება: ირინა თოიძე, ანი გოგვაძე და ბარბარე ერისთავი. იტალიურ პომეციაში 10-ათასიანი ტურნირის პირველი ნომერი იქნება მაკა ჩახნაშვილი, ძირითად ბადეშია აგრეთვე სოფიო ქვაცაბაიაც (417).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე