ქართული ჭიდაობა, როგორც დედა ენა, საქართველოს ყველა რაიონში, სოფელსა თუ ქალაქში უნდა ისწავლებოდეს
ბოლო პერიოდში ქართულ ჭიდაობაში კალენდარული შეჯიბრებები ეკონომიკური პირობების გამო ერთი დღეში სრულდებოდა. გასულ უქმეებზე კი საქართველოს ჭაბუკთა (უმცროსი ასაკი) პირველობამ ორ დღეს გასტანა. ეს განაპირობა მონაწილეთა სიმრავლემ და ასპარეზობაც უფრო მოწესრიგებულად წარიმართა.

12-13 წლის ყმაწვილებმა ისეთი ჟინი და შემართება აჩვენეს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, თუ მათ შემდგომშიც სწორ გზაზე დააყენებენ თავიანთი მწვრთნელები, ჩვენს ფალავნებს შესანიშნავი შემცვლელები გამოუჩნდებათ...

აშკარად იგრძნობა ზოგიერთ რაიონში ქართული ჭიდაობისადმი საქმიანი დამოკიდებულება. ესენია: დმანისი, საჩხერე, ფოთი, მესტია. კრიტიკას იმსახურებს სამცხე-ჯავახეთისა და რაჭის რაიონები. ქართულ ჭიდაობას ხომ დიდი ინვესტიცია არ უნდა. გარკვეული ფინანსური წახალისება და შედეგი ორმაგად ანაზღაურდება...

უფროსი ასაკის საქართველოს ჭაბუკთა პირველობის შემდეგ, წლეულს ეს მეორე შეჯიბრებაა ქართულ ჭიდაობაში, სადაც ჩემპიონ-პრიზიორებმა ადრინდელისგან განსხვავებით გამორჩეულად კარგი საჩუქრები დაიმსახურეს ფედერაციისგან.

გავესაუბრეთ ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს თემურ გიორგაძეს, რომელმაც თქვა: "სავსებით სწორი და მართებული გადაწყვეტლება იყო, როცა ამას წინათ კვლავ დავაბრუნეთ ქართულ ჭიდაობაში მოკლემკლავიანი საჭიდაო ჩოხები, რომელიც ერთი საუკუნეა, რაც ჩვენს მოჭიდავეებს ამშვენებს ორთაბრძოლებში. ამით ჭიდაობის ხერხები, რომ უფრო ეფექტური და ხშირია, ჭაბუკთა უმცროსი ასაკის ამ შეჯიბრებაზეც აშკარად გამოჩნდა.

ეს ასპარეზობა კარგად იყო ორგანიზებული. მართალია, უპრეტენზიოდ არ ჩაუვლია, მაგრამ ისიც ბოლომდე გაირკვა. მსაჯობასაც დამაკმაყოფილებლად ვაფასებ.

ერთი ხარვეზი რაც თვალში მომხვდა ხშირი იყო ფეხში ხელით შესვლები, რაც აკრძალულია ქართულ ჭიდაობაში. ამ ხარვეზსაც მწვრთნელებთან ერთად მალე აღმოვფხვრით.

ჩვენი აქცენტები აწი ჭაბუკებზე და ახალგაზრდებზე გაკეთდება. რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს პირველობები უმცროსებს შორის. ვფიქრობთ, ჭაბუკთა გუნდურ პირველობებსაც ხშირად გავმართავთ.

ბოლოს საქართველოს სასკოლო ფესტივალის შესახებ. ჭიდაობის სახეობებიდან ქართული ჭიდაობა ერთადერთია, რომელშიც წლეულს მასშტაბური ფესტივალი ანუ რაიონული, რეგიონული და ფინალური შეჯიბრებები ჩატარდება უამრავი სკოლის მონაწილეობით. ეს კიდევ ერთი სიახლეა ჩვენს ეროვნულ ჭიდაობაში, რომელიც აპრილის ბოლოს დაიწყება და ივლისამდე გასტანს. ამით უფრო მეტად გამოჩნდება, თუ რისი იმედი უნდა გვქონდეს და როგორ უნდა ვიმუშაოთ ახალბედებთან" - დასძინა ფედერაციის პრეზიდენტმა.

ჩვენი აზრით, ქართული ჭიდაობის რუკაზე ცარიელი წერტილი არ უნდა იყოს, როგორც წესი, სპორტის ეს სახეობა, როგორც დედა ენა, ყველა რაიონში, სოფელში, თუ ქალაქში უნდა ისწავლებოდეს. ეს ყურად უნდა იღონ რაჭისა და სამცხე ჯავახეთის რაიონებმაც და სხვებმაც, სადაც ჯერ კიდევ ამრეზად უყურებენ ჩვენ მშობლიურ ჭიდაობას.

კვარცხლბეკი:

35 კგ. 1. თემურ ნოზაძე (ხაშური), 2. გიორგი გივიაშვილი (თბილისი), 3. ელგუჯა ბარბაქაძე (რუსთავი).

40 კგ. 1. ბაგრატ ნინიაშვილი (დმანისი), 2. ზვიად ბერუაშვილი (თბილისი), 3. ნიკო ჭიკაიძე (ახმეტა).

45 კგ. 1. ნიკა ბოგველი (კასპი), 2. მიხეილ დოფიძე (თბილისი), 3. ნიკა ლაბაძე (კახეთი).

50 კგ. 1. გიორგი ლიპარტელიანი (თბილისი), 2. გიორგი გოგოლიძე (საჩხერე), 3. ირაკლი გულედანი (მესტია).

55 კგ. 1. დავით წურწუმია (ფოთი), 2. ტატო კაციაშვილი, 3. ბექა უდესიანი (ორივე-თბილისი).

60 კგ. 1. სიმონ მამარდაშვილი, 2. გიორგი შალვაშვილი (ორივე-საგარეჯო), 3. ანრი ნამიჭეიშვილი (ქუთაისი).

65 კგ. 1. გიორგი მულაძე, 2. დავით იმერლიშვილი (ორივე-ქარელი), 3. გუჯა ადუაშვილი (თბილისი).

+65 კგ. 1. გიორგი გველესიანი (თბილისი), 2. დავით რაზმაძე (თელავი), 3. ტრისტან თედორაძე (ქუთაისი).

გაბრიელ ბარჯაძე

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე