ქართველ დიდოსტატს ექს-ლე-ბენის მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი შანსი ჰქონდა, ზედიზედ მესამედ ასულიყო კვარცხლბეკზე
ფრანგულ ექს-ლე-ბენში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე წინა პირველობების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორ ბაადურ ჯობავას შესანიშნავი შანსი ჰქონდა, ზედიზედ მესამედ ასულიყო კვარცხლბეკზე. ქართველმა დიდოსტატმა ეს შესაძლებლობა X ტურში გაუშვა ხელიდან, როცა, ფაქტობრივად, მოგებული პარტია 8 სვლაში დათმო ვლადიმირ პოტკინთან (რუსეთი).

ეს უკანასკნელი ბოლო ტურში უნგრელ ქალბატონს იუდით პოლგარს დაუზავდა და 8,5 ქულით ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. მართალია, ამდენივე ქულა მოაგროვეს პოლგარმა, პოლონელმა რადოსლავ ვოიტაშეკმა (მე-11 ტურში რუს პიოტრ სვიდლერს შეუთანხმდა ყაიმზე) და უკრაინელმა ალექსანდრ მოისეენკომ (ინგლისელი ლიუკ მაკშეინი დაამარცხა), მაგრამ დამატებითი მაჩვენებლები პოტკინს უკეთესი აღმოაჩნდა და ოქროც მას ერგო.

კოეფიციენტით მეორე ადგილზე ვოიტაშეკი გავიდა, მესამე იყო პოლგარი. ვაჟთა ევროპის ჩემპიონატების თორმეტწლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, ქალი რომ კვარცხლბეკზე ავიდა და მედალი დაიმსახურა. არადა, ტურნირში 2700-იანთა კლუბის 9 წარმომადგენელი მონაწილეობდა. რაც შეეხება ბაადურ ჯობავას, მან 7,5 ქულით მეთექსმეტე-ორმოცდამეოთხე ადგილები გაიყო. საბოლოოდ კოეფიციენტით 28-ე ადგილი დაიკავა, რეიტინგში კი 3,3 პუნქტი დაკარგა და მსოფლიოს თასის საგზურიც ვერ მოიპოვა.

დანარჩენ ქართველთა მონაგარი ასეთია: 60. ლევან ფანცულაია (7 ქულა, რეიტინგში +9,3), 117. ლუკა პაიჭაძე (6.5; +1,7), 125. ლელა ჯავახიშვილი (6; +16,5), 187. თორნიკე სანიკიძე (5.5; -5,3), 191. დავით ლობჟანიძე (5.5; -2,0), 208. დავით ზარქუა (5.5; -0,9), 253. სალომე მელია (5; -20,3).

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე