2016 წლის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე თბილისის "დინამომ" 1-წლიანი იჯარით აიყვანა
2016 წლის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე თბილისის "დინამომ" 1-წლიანი იჯარით აიყვანა.

2017 წელს "სამტრედიის" ყოფილი შემტევი დანიური "ესბიერგის" ღირსებას იცავდა, სადაც კარიერა კარგად არ წაუვიდა.

ფეხბურთელი "დინამოს" ღირსებას ადრეულ პერიოდშიც იცავდა, ამ კლუბში 3 წელი გაატარა.

Sportall.ge ზივზივაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას იტყოდით თბილისის "დინამოს" შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ამ კლუბში დაბრუნება?

-"დინამო" ისტორიულად ძალიან დიდი კლუბია. იგი თავისი ინფრასტრუქტურით და პირობებით საქართველოში საუკეთესოა.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო "დინამოში" დაბრუნება, რადგან სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა.

3 წელი უკვე გატარებული მაქვს "დინამოში" და ახლა მეორედ მომეცა საშუალება, რომ ამ კლუბს დავეხმარო, რისთვისაც ძალიან ბედნიერი ვარ.

- 2016 წელს თქვენ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. როგორ ფიქრობთ, ამ გადმოსახედიდან, იყო თუ არა "ესბიერგში" გადასვლა არასწორი ნაბიჯი?

- საუკეთესოდ როდესაც დამასახელეს, ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წუთები იყო, რადგან მსგავსი ინდივიდუალური მიღწევა არასდროს მქონია. ეს ჯილდო თავდაჯერებისთვისაც ძალიან კარგი იყო.

რაც შეეხება "ესბიერგში" გადასვლას, ყველა ვხედავთ, რომ ცუდი ნაბიჯი იყო, თუმცა, გარკვეული გამოცდილება იქ მაინც მივიღე.

ვნახე იქაური ფეხბურთი, თუ როგორ იქცევა იქ ხალხი, როგორი მიდგომით არიან ფეხბურთისადმი და ეს, რა თქმა უნდა, მომავალში დამეხმარება.

ამიტომ, გამოცდილების მხრივ, დანიაში გადასვლას გარკვეული პლუსები ჰქონდა, თუმცა უკეთესად უნდა წარმართულიყო კარიერა.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ შეცდომა დავუშვი "ესბიერგში" წასვლით.

- "დინამოს" სამოქმედო კურსის შესახებ რას იტყოდით? თბილისური კლუბი აკადემიიდან ბევრ ახალგაზრდას აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას...

- რა თქმა უნდა, კარგია. თაობა მოდის და უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს ეროვნულ ლიგაში თავის წარმოჩენის შანსი.

ვფიქრობ, რომ დღევანდელ "დინამოს" ძალიან კარგი ახალგაზრდები ჰყავს. შეიძლება ამ პროექტმა დღეს არ მოგვცეს შედეგი, მაგრამ გარკვეული დროის მერე მოვა ის, რაც ქართველი ხალხისთვის სანატრელი გახდა.

- თბილისის "დინამო" ევროტურნირებზე იასპარეზებს. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ამ გუნდის მაქსიმუმი წლევანდელ ევროტურნირებზე?

- დღევანდელი გადმოსახედიდან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. იმიტომ, რომ შემადგენლობა ბოლომდე დაკომპლექტებული არ არის.

გუნდში ელოდებიან ცენტრალური მცველის მოსვლას და კიდევ რამდენიმე პოზიციაზე სურთ გაძლიერება. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ.

- როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა საქართველოს ჩემპიონატში თქვენი წასვლის შემდეგ?

- ვიტყვი, რომ გაშუქების მხრივ ძალიან გამოსწორდა, თითქმის ყველა თამაში შუქდებოდა და დანიიდანაც ვადევნებდი თვალყურს.

ასევე ვიტყვი, რომ დაძაბული და საინტერესო ძალიან ბევრი თამაში იყო, რაც საჭიროა ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ "ესბიერგში" თქვენი წასვლა იყო შეცდომა. ანალოგიურ სიტუაციაში არიან სხვა ქართველი ფეხბურთელებიც, რომლებიც ქვეყნის გარეთ სათამაშოდ მიდიან და ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ. თქვენ უკვე როგორც ამ მხრივ გამოცდილი, რას ეტყოდით მათ?

- მე ზამთარში წავედი და ყველას ვეტყვი, რომ ზამთარში კლუბის შეცვლისგან ყველამ თავი შეიკავოს, რადგან ყოველთვის ზამთარში ტრანსფერს ზაფხულის ტრანსფერი ჯობია.

ასევე ყველას ვურჩევდი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდნენ, თუ მხოლოდ თავად კლუბი არის დაინტერესებული და არა აგენტი ეუბნება, რომ "მე ჩაგიყვან, მოგაწყობ გუნდში" და შეიძლება მწვრთნელმა არც კი იცის, ისე მიგიყვანონ გუნდში და შემდეგ ხდება, რომ თამაში არ გიწევს.

ისიც არის, რომ ევროპაში ქართველ ფეხბურთელებს არ გვიცნობენ... ამიტომ მწვრთნელი ადგილზე გვეცნობა ვარჯიშის დროს და ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.

კოტე
გაიპარსე ბაბუ პირი თურქი ხომ არ ხარ, თორემ სანიკიძესავით დაგამძიმებს. თუ აგი გაპარსვა გეზარება აბ ფეხბურთი საერთოდ დაგეზარება.
Dinamofuns -ს
სკამ ნახეხ ფეხბურთელებს ჩემპიონატის საუკეთესოდ არ აღიარებენ ხოლმე...
qutaiseli
კი შეცდომა იყოო აღიარებს ,მაგრამ რომ არ წასულიყო რაც მისთავს გადახდა სხვას ხომ ვეღარ ურჩევდა,ამიტო როგორც ნათქვამია "წინა კაცი უკა კაცის ხიდიაო" ან სხვის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთო" რაც შეეხება ბუდუს ის სორად მოიქცა,რომ დაბრუნდა თან სად დინამოში და არა სამტრედიაში........ამის წინ წერდნენნ ჯაბა კანკავაზე რატომ გადავიდა ყაზახეთშიო,აგერ ახალგაზრდა კაცს არ გაუმართლა ევროპაში და ჯაბას ასაკის კაცს აღარ მიიწვევედნენ და სადაც მიიწვია მწვრთნელმა იქ წავიდ..... აი თუნდაც კვირკველიაზე რომ წერენ ზამთრის შესვენებაზე ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბები ეპატიჟებიანო...აგერ კაცი ამბობს რომ ზაფხულის ტრანსფერი ჯობიაო ამიტომ გაითვალისწინებს ალბათ საბა ამ ყველაფერს
Dinamofuns
ყოჩაღ ბუდუ,კარგი ინტერვიუა,პატიოსნად ამბობ იმას რაც გადაგხდა თავს. იმედია თბილისის დინამოში გატარებული წინა "სამი ბედნიერი წელიწადივით" არ მოგიწევს ახლაც სათადარიგო სკამის ხეხვა. წარმატებები ბუდუნა :)
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
Lelo.ge: ბუდუ ზივზივაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ლაშა პარუნაშვილი: ევროპაში წასული საქართველოში საკუთარი ნებით არ ბრუნდება
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გიორგი პაპუნაშვილმა და "სარაგოსამ" ოვიედოში ქულა მოიპოვეს
ლაშა პარუნაშვილმა და "ესბიერგმა" სტუმრად "ვენდსისელს" მოუგეს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ექსკლუზივი. ოთარ კაკაბაძე: მთავარია შემოთავაზება, თორემ დაინტერესება ახლაც არის...
ბუდუ ზივზივაძე: მინდა, "სამტრედიას" ევროთასებზე დავეხმარო, მაგრამ...
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა