საქართველოს ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძეს გასულ წელს ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა.

22 წლის ფეხბურთელი, რომელიც "ხიმნასტიკის" ღირსებას იცავს, ესპანური პრესის ობიექტივში ხშირად ხვდება.

კაკაბაძეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ჩვენი დიდი სურვილია, ქართველი უახლოეს მომავალში ლა ლიგაში ვიხილოთ.

მის შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდება. Sportall.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ რიგში, გკითხავთ, როგორ შეაფასებდით ნაკრების ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრას?

- მწვრთნელს თავისი მონახაზი ჰქონდა და სურდა, რომ სხვადასხვა ფეხბურთელი საქმეში ენახა. რა თქმა უნდა, ლუქსემბურგთან წაგება მიუღებელია, მაგრამ მე მთლიანად წელს დადებითად შევაფასებდი. ვთვლი, რომ წინ მივიწევთ.

- ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცათ. ვლადიმირ ვაისმა კი ოთარ კიტეიშვილის კარგი თამაში გამოჰყო...

- მართლა ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და ეს ყველას უნდა გვახარებდეს. ძალიან პერსპექტიული ბიჭები არიან და ეს ყველასთვის სასიხარულოა.

- საქართველოს ნაკრები ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთში დამარცხდა. რას იტყოდით ერთა ლიგაზე, ვალდებულია თუ არა ნაკრები, გავიდეს ჯგუფიდან?

- საერთოდ, მე არ მიყვარს ასე საუბარი, რომ ვინმე რამის ვალდებულია, მაგრამ ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ ქართველ გულშემატკივარს გული გავუხაროთ.

- გასული სეზონი თქვენს კარიერაში საუკეთესო იყო და ესპანურ პრესაში თქვენზე ხშირად იწერება...

- ძალიან კარგი სეზონი მქონდა და საბოლოო ჯამში დადებითად შევაფასებდი. ფაქტობრივად, ყველა თამაში 90 წუთი ვითამაშე.

პარალელურად, ნაკრებშიც მქონდა თამაშები. ასეთი სეზონი მე არ მქონია, მაგრამ იმედია, უკეთესი სეზონებიც მექნება.

- როდესაც პირველად "ხიმნასტიკში" აღმოჩნდით, გუნდმა "ესბიერგში" გაგანათხოვრათ და დაბრუნების შემდეგ უკეთესად ათამაშდით...

- სანამ დანიაში წავიდოდი სათამაშოდ, ეს ჩემი პირველი კლუბი იყო უცხოეთში. ყველას უჭირს შეგუება, თუნდაც იმიტომ, რომ ოჯახისგან შორს ხარ და ასევე, სათამაშო კუთხითაც მაღალი დონეა.

პირველი 6 თვე არ ამეწყო "ხიმნასტიკში" და წავედი დანიაში, სადაც ვიცოდი, რომ ვითამაშებდი. დანიაში სტაბილურმა თამაშმა ეს დღევანდელი შედეგი მომცა.

- ესპანურ პრესაში ხშირად იწერება, რომ თქვენ მზად ხართ, უფრო ძლიერ გუნდში გადახვიდეთ...

- მარტო იმას ვიტყოდი, რომ ეს საუბრები ძალიან მიხარია და იმედია, მარტო საუბრებად არ დარჩება.

იმ ჩემპიონატში თამაში, სადაც "რეალი" და "ბარსელონა" არიან, ყველას უნდა და ჩვენი მიზანიც ეგ არის.

თუ გამართლდება ის ხმები და მოლოდინი, რასაც ჩემგან ელოდებიან, ძალიან გამიხარდება და მაგისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

- ახლა თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება და იქნებით თუ არა მომავალ წელს "ხიმნასტიკში"?

- ერთი წელი "ხიმნასტიკთან" კონტრაქტი მაქვს და მე ამ კლუბის ფეხბურთელი ვარ. ჯერ შემოთავაზება არ მაქვს.

- დაინტერესების დონეზე რომ თქვათ... ლა ლიგის გუნდებიდან თუ არის ინტერესი?

- ინტერესი ყველა ფეხბურთელის მიმართ არის. მთავარია, შემოთავაზება იყოს და დაინტერესება ახლაც არის და ყოველთვის იყო.

არ გამოვრიცხავ, ზაფხულში "ხიმნასტიკი" დავტოვო, ანდაც შესაძლოა, კლუბში დავრჩე. ორივე ვარიანტი დასაშვებია.

- თქვენ გარდა სეგუნდა დივიზიონში გიორგი პაპუნაშვილი და გიორგი აბურჯანიაც გამოდიან. თუ ნახულობთ მათ?

- რა თქმა უნდა, ჩვენ 16 და 17-წლამდელთა ნაკრებიდან ერთად მოვდივართ. გარედან როგორც ჩანს, ისეთი ურთიერთობა გვაქვს ზუსტად.

აბურჯანია ცოტა შორს არის, მაგრამ მე და პაპუნა ახლოს ვართ და ვცდილობთ, ერთმანეთი ხშირად ვნახოთ.

"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
ოთარ კაკაბაძის ტრანსფერი ლა ლიგაში კიდევ უფრო რეალური ხდება - "ხიმნასტიკმა" ქართველის პოზიციაზე ფეხბურთელი დაიმატა
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
ყველას ვურჩევდი, ეს არ გააკეთონ... - ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძესთან
შვეიცარიული პრესა: ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში" გადავა და ვაკო გვილიას თანაგუნდელი გახდება
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
Lelo.ge: ბუდუ ზივზივაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ლაშა პარუნაშვილი: ევროპაში წასული საქართველოში საკუთარი ნებით არ ბრუნდება
ვარაუდები - რატომ გადადის ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში"?
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკის" განაცხადშია და დღეს სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს
გიორგი პაპუნაშვილმა და "სარაგოსამ" ოვიედოში ქულა მოიპოვეს
ლაშა პარუნაშვილმა და "ესბიერგმა" სტუმრად "ვენდსისელს" მოუგეს
ოფიციალურად: "ლუცერნმა" ოთარ კაკაბაძე წარადგინა
[VIDEO] კაკაბაძის საგოლე პასით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა
ამის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი - ოთარ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
ბუდუ ზივზივაძე: მინდა, "სამტრედიას" ევროთასებზე დავეხმარო, მაგრამ...
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ