“სიონმა” “ოლიმპი” ბოლო წლებში პირველად დაამარცხა და ამ შედეგმა და “ზესტაფონის” წაფორხილებებმა “დინამო” საჩემპიონო ბრძოლას დაუბრუნა
მატჩი მთავრდებოდა. “ოლიმპი” უტევდა, როდესაც “სიონის” კონტრშეტევა გამოეპარა, კობა შალამბერიძე საჯარიმოს სიახლოვეს მოხდენილი ცრუმოძრაობით რუსთაველთა მცველს გაექცა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0.

მანამდე თამაში დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, მაგრამ საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა.

არადა, შეხვედრა მასპინძლებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო: მე-3 წუთზე “სიონის” მეკარე მირზა მერლანი ბურთის შეყვანისას მოულოდნელად წაიქცა, კუნთი დაეჭიმა და ექიმების დახმარებით გაიყვანეს მოედნიდან.

ცხადია, აუტსაიდერი ჩემპიონთან ქულის მოპოვებასაც წარმატებად ჩათვლიდა და “სიონი” ფრთხილად თამაშობდა. რეალურად მასპინძელთა დაცვაში ხუთი ფეხბურთელი იდგა, დანარჩენები კი “ოლიმპს” პრობლემებს თითქმის ვერ უქმნიდნენ. ორივე გუნდს ჰყავდა გიორგი რეხვიაშვილი და ჯერ სიონელმა ნახევარმცველმა სცადა შორეული დარტყმით ანგარიშის გახსნა, შემდეგ რუსთაველთა ცენტრალურმა მცველმა დაარტყა ახლო მანძილიდან, მაგრამ სეხნია-მოგვარეებს სიზუსტე დააკლდათ.

27-ე წუთზე კი ირაკლი მოდებაძეს შეეძლო გატანა, როდესაც “სიონის” მცველი დავით სვანიძე უხეშად შეცდა და მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ “ოლიმპის’ ფორვარდს სერგო ორბელაძემ დაასწრო და მასპინძლები გადაარჩინა.

42-ე წუთზე რეზო ჯიქია “ოლიმპის” რეხვიაშვილს გასცდა და საჯარიმოში შევარდნილი წაიქცა, ბოლნისელები პენალტს ითხოვდნენ, არბიტრმა კი შეხვედრა გააგრძელა და ვფიქრობთ, მართალიც იყო.

“სიონი” მეორე ტაიმში გამოცოცხლდა, მაგრამ 86-ე წუთამდე საგოლე მომენტი არ შექმნილა, მერე კი იყო შალამბერიძის გოლი.

“ოლიმპმა” მწვავედ შეუტია. დასამახსოვრებელი იყო გიორგი რეხვიაშვილის შესრულებული საჯარიმო, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი კარის წინ მარტო დარჩენილი მოდებაძე წაიქცა, ხელით ითამაშა და ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა.

ბოლნისის “სიონმა” რუსთავის “ოლიმპი” დაამარცხა და ამ შედეგმა, აგრეთვე “ზესტაფონის” წაფორხილებებმა “დინამო” საჩემპიონო ბრძოლას დაუბრუნა - ლიდერებთან თბილისელთა ჩამორჩენა საკმაოდ შემცირდა. თუმცა ამაზე ჩემპიონატის ბოლოს ვილაპარაკოთ.

02.04. ბოლნისი. თ. სტეფანია. 500 მაყურებელი

სიონი-ოლიმპი 1:0

გოლი: 1:0 შალამბერიძე (86).

სიონი ოლიმპი

4-2-3-1 4-2-3-1

მერლანი ბათიაშვილი

კობაური ქემოკლიძე

სვანიძე კვახაძე

დიდავა გიორგი რეხვიაშვილი

ორბელაძე დობროვოლსკი

გოგობერიშვილი რაზმაძე

ნოზაძე ტყემალაძე

გიორგი რეხვიაშვილი ქავთარაძე

ქუცურუა დ. ბოლქვაძე

ადამაშვილი გეწაძე

რ. ჯიქია მოდებაძე

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ხ. ქასრაშვილი თ. მაისურაძე

სიონი

3. მერლანი - ზუხბაია

46. რეხვიაშვილი - შალამბერიძე

73. ადამაშვილი - გ. ოქროპირიძე

სათადარიგოები: თარგამაძე, მელქაძე, ქორიძე, მ. ოქროპირიძე.

ოლიმპი

59. კვახაძე - პავლიაშვილი

67. გეწაძე - გ. ჭელიძე

სათადარიგოები: ბედიაშვილი, უგულავა, ბახტაძე, სეთურიძე, გორდეზიანი.

გაფრთხილება: ორბელაძე (45), კვახაძე (56), ტყემალაძე (70), რაზმაძე (77).

არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე (სამტრედია)

ggg
პირველ წრეშიც მოიგო სიონმა ოლიმპთან 2:1
ggg
პირველად როგორ დაამარცხა? პირველ წრეში არ მოუგო 2:1? :)))
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა