ბოლნისის “სიონმა” საქართველოს ჩემპიონ “ოლიმპთან” სენსაციური გამარჯვება 26 წლის ნახევარმცველის ულამაზესი გოლით მოიპოვა
კობა შალამბერიძის ულამაზესი გოლით ბოლნისის “სიონმა” შაბათს საქართველოს ჩემპიონ “ოლიმპთან” სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

“მთავარი შეხვედრისთვის სწორი მომზადებაა, რაც “სიონმა” მოახერხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა დავიმსახურეთ. პირადად მე ოფიციალურ შეხვედრებში გოლი ერთი წელია არ გამიტანია, რაზეც ძალიან ვნერვიულობდი. ასე რომ, ძალიან მიხარია, მატჩი ჩემი გოლით მოვიგეთ და “მშრალი” თამაშების სერიაც შევწყვიტე“, - ამბობს შალამბერიძე.

შალამბერიძე პოლონეთის "ექსტრაკლასას" აუტსაიდერ "ოდრაში" წინა სეზონში ჩაირიცხა, შემდეგ გუნდი ლიგიდან გავარდა. ამის მიუხედავად, კობას თამაშს დადებითად აფასებდნენ, თუმცა ზამთარში გუნდი დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის ნახევარმცველს პოლონეთის მეორე ლიგის "ლოძი" იწვევდა, შალამბერიძეს პოლონეთის საკონსულომ ვიზა არ მისცა და საქართველოში დაბრუნება მოუხდა. ბოლნისის “სიონში” ამის შემდეგ აღმოჩნდა, მაგრამ კვლავ პოლონეთში დაბრუნებას აპირებს:

”პოლონეთში დიდი პრობლემა შემექმნა იქიდან გამომდინარე, რომ "ოდრას" ჩემი დავალიანება ჰქონდა. პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციაში შეტანილი საჩივრის საფუძველზე კონტრაქტი გამიწყვიტეს. შემდეგ ვიზის პრობლემა შემექმნა, გუნდი 8 თებერვალს მელოდა, მე კი ვიზას 15 თებერვალს ვიღებდი, ვიგვიანებდი და ახალ გუნდში ვერ ჩავირიცხე. არადა, “ლოძთან” ყველაფერი შეთანხმებული მქონდა. სხვა გუნდებიც მიწვევდნენ, ლეხნას “გურნიკი”, უმაღლესი ლიგის “კრაკოვია”, ტრნავას “სპარტაკი”, მაგრამ დავრჩი საქართველოში. არაფერია, აქ დროებით ვითამაშებ და მაისიდან ისევ პოლონეთში წავალ.”

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე