13 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2018-ის მეორე სათამაშო დღე გაიმართა.

პირველად გულშემატკივარმა "ა“ ჯგუფის თამაშები იხილა. უძლიერესის გამოსავლენად ერთმანეთს "რუსთავი“, "თელავი“, "გაგრა“ და ქუთაისის "ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. ჯგუფში პირველი ადგილი რუსთაველებმა დაიკავეს. ვარლამ კილასონიას გუნდმა დამაჯერებლად იასპარეზა და სამივე თამაში მოიგო. პირველ შეხვედრაში "რუსთავი“ "გაგრასთან“ 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ რუსთაველებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩი მათი სასურველი ანგარიშით - 4:3 დაასრულეს. ასევე დაძაბული გამოდგა "რუსთავისა“ და "თელავის“ დაპირისპირება. ქვემო ქართლელებმა გამარჯვების გოლი უკანასკნელ წუთზე გაიტანეს. ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ვარლამ კილასონიას გუნდი ქუთაისის "ტორპედოს“ დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა მეტოქე. ბოლო ტურში ტორპედოელთა მარცხის გამო სამ გუნდს თანაბარი 3-3 ქულა დაუგროვდა. დებულების თანახმად კი აღნიშნულ სამ გუნდს შორის მეტი გატანილი გოლის წყალობით, მეოთხედფინალის საგზური "თელავმა“ მოიპოვა.

ზამთრის თასი 2018-ზე ჯგუფური ეტაპი "ბ“ ჯგუფის მატჩებით დასრულდა. პლეი-ოფის საგზურისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ "ნორჩი დინამო“, თბილისის "დინამო“, "ვიტ ჯორჯია“ და ფოთის "კოლხეთი“ წარსდგნენ. "ნორჩმა დინამომ“ სასურველი უპირატესობის მოპოვება პირველივე შეხვედრაში მოახერხა და ჯგუფური ეტაპი სამი მოგებით დაასრულა. დინამოელებმა პირველ მატჩში თბილისის "დინამოს“ ანგარიშით - 6:2 მოუგეს, მეორე შეხვედრაში ფოთის "კოლხეთი“ დაამარცხეს 7:2, ბოლო მატჩი კი "ნორჩმა დინამომ“ უშუალო კონკურენტის, "ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამართა და ამჯერადაც დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 მოიგო. რაც შეეხებათ ვიტელებს, მათ საწყის შეხვედრებში "კოლხეთი“ და "დინამო“, შესაბამისად 5:0, 6:4 დაამარცხეს და ექვსი ქულით მეორე ადგილი დაიკავეს.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ოლიმპიურ სასახლეში მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს "რუსთავი“ და "ვიტ ჯორჯია“ დაუპირისპირდნენ. დამაჯერებლად მოგებული მატჩების შემდეგ ვარლამ კილასონიას გუნდმა პლეი-ოფზე კონცენტრირება ვერ მოახერხა და პრაქტიკულად უშანსოდ დამარცხდა. ვეტერინარებმა მეტოქეს ექვსი გოლი გაუტანეს, საკუთარ კარში კი, მხოლოდ ორი მიიღეს. დრამატული გამოდგა მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა. "ნორჩ დინამოსა“ და "თელავს“ შორის გამართული მატჩი თელაველთა უპირატესობით დაიწყო. გიორგი დეკანოსიძის გუნდმა საწყის წუთებში ორი ბურთით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ კახელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ.

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების მონაწილეობით ზამთრის თასი 2018-ის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები 14 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 10:00 საათზე ერთმანეთს "შევარდენი“ და "ნორჩი დინამო“ დაუპირისპირდებიან. 10:45 საათზე "ლოკომოტივი“ და "ვიტ ჯორჯია“. ფინალური მატჩი კი, 19:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო ფინალური მატჩის ლაივს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ზემოთ აღნიშნული მატჩების პარალელურად ოლიმპიურ სასახლის პატარა დარბაზში 14-წლამდე ფეხბურთელთა შორის "ა“ და "ბ“ ჯგუფის მატჩები გაიმართა. ნახევარფინალში გასული გუნდები კი, ერთმანეთს ცენტრალურ დარბაზში დაუპირისპირდნენ. "ა“ ჯგუფი სფფ-ის აკადემიის გამარჯვებით დასრულდა. აკადემიელებმა გამართული სამი შეხვედრიდან ორი მოიგეს, ერთში დამარცხდნენ და შესაბამისად, ექვსი ქულა დააგროვეს. რაც შეეხება "ბ“ ჯგუფს, ის თბილისის "საბურთალომ“ მოიგო. საბურთალოელებმა სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს. აღსანიშნავია, რომ თბილისურმა კლუბმა სამ მატჩში 8 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.

14-წლამდე გუნდების ნახევარფინალური დაპირისპირება, მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა. გამარჯვებისთვის ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა "საბურთალომ“ უკეთესი შეხვედრა ჩაატარა და "სფფ აკადემია“ ანგარიშით - 5:3 დაამარცხა. ზამთრის თასის ფინალურ შეხვედრაში 14 ნოემბერს "საბურთალო“ თანაქალაქელ "დინამოს“ დაუპირისპირდება. 14-წლამდელთა ფინალური შეხვედრა ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში 16:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
"მერანი" გავარდა - ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში 23 გოლი გავიდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე
ზამთრის თასი: საქართველოს ნაკრებმა უეფასა და ფიფას გუნდები დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
ზამთრის თასი. საქართველო - ფიფა [LIVE]
ზამთრის თასი: საქართველოს ნაკრები ფინალში უკრაინასთან დამარცხდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ნორჩმა დინამომ" სახელი შეიცვალა და გამოცდილი მოთამაშეები დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
"ნორჩი დინამო" ახალი სეზონიდან სახელის შეცვლას და რებრენდინგს გეგმავს
11 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი აიღებს სტარტს
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
ზამთრის თასზე საქართველოს ნაკრებისა და სხვა გუნდების შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
ზამთრის თასის A ჯგუფის მატჩები დასრულდა - "ცხინვალი" საუკეთესოა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
წარსულის ქრონოლოგია - "ნორჩი დინამოს" დამფუძნებელი საქართველოში ჩაწყობილი მატჩების საქმეში ფიგურირებდა