საქართველოს ნაკრბის კაპიტანი იმედოვნებს, რომ 6 წლით პატიმრობამისჯილ გიორგი დემეტრაძეს მალე გაათავისუფლებენ
საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, გიორგი დემეტრაძეს, რომელიც ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეროვნული გუნდის კაპიტანი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ მისი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი უდანაშაულოა.

იტალიური "ჯენოას" მცველი დემეტრაძის დაკავებას პირველივე დღეებში გამოეხმაურა, სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ კი, კალაძემ სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა. მალევე ერთ-ერთმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახა კალაძეც დააპატიმრეს. სიმართლის დასადგენად ფეხბურთელს იტალიაში დავუკავშირდით.

- გიორგი ჩემი მეგობარია, მაგრამ დამნაშავე რომ იყოს და ქურდულ სამყაროსთან მართლაც ჰქონდეს კავშირი, მერწმუნეთ, ხმას არ ამოვიღებდი!

როდესაც დემეტრაძე დააკავეს, განცხადება მაშინვე გავაკეთე, რადგან დაკავების კადრების ამსახველი სიუჟეტი რომ ვნახე, სხვების მსგავსად მეც გამიჩნდა კითხვა, რა შუაში იყო გიორგი? მხოლოდ ეჭვის გამო ადამიანის დაპატიმრება და მით უმეტეს 6-წლიანი სასჯელი, წარმოუდგენელი რამ არის.

სისხლის სამართალში კომპეტენტური პირი არ ვარ. ამიტომაც კონსულტაციები იურისტებთან გავიარე. ადვოკატების თქმით, ამ საქმეს ბევრი ხარვეზი ახლდა, - გარდა იმისა, რომ დემეტრაძის ბრალეულობის დამამტკიცებელი საბუთი არა აქვთ, არც ადვოკატებს მისცეს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. ჰყავთ ორი თავიანთი მოწმე და სულ ეს არის მათი მტკიცებულება.

- თქვენს განცხადებაში ნათქვამია: "ქვეყანაში შიშის სტერეოტიპი არსებობს, რომელიც ყველამ უნდა დავამსხვრიოთ - პირველ რიგში, საკუთარ თავში". რადგან ასეთ მიმართვას ავრცელებთ, ჩანს, თავად არ გეშინიათ.

- რისი უნდა მეშინოდეს? ძალიან ბევრია დაშინებული, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი. ქართველი კაცის ბუნება ყველამ ვიცით, შეიძლება ყველაფერი მოითმინოს: გაჭირვება, შიმშილი, უშუქობა, უგაზობა, მაგრამ სულში ჩაფურთხებას, შეურაცხყოფას არ მოითმენს!

- დემეტრაძე მხოლოდ თქვენი მეგობარი არ არის, საფეხბურთო სამყაროდან მის მხარდასაჭერად თქვენს მეტს არავის უთქვამს რამე.

- ხორვატიასთან მატჩამდე განცხადება მე, როგორც ნაკრების კაპიტანმა, გავაკეთე. როდესაც ნაკრების წევრებმა გაიგეს, რომ დემეტრაძეს 6 წელი მიუსაჯეს, ყველა დათრგუნვილი იყო. სხვების განცხადებას რაც შეეხება, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი ჩემთან ერთად უნდა მისულიყო პრესკონფერენციაზე, მაგრამ დაიმალნენ, არ გამოჩენილან.

- საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებზეა ლაპარაკი?

- დიახ. არადა, ისეთი ხალხი დადგა ვაჟკაცურად, ვისაც შეიძლება ყველაზე ნაკლებად ეკუთვნოდა ეს. ინგა გრიგოლია ჩემთან ერთად თავდებად დაუდგა გიორგის. იმედია, დემეს მალე გაათავისუფლებენ. გავიგე, ვატო ყიფიანი დაუჭერიათ მოსკოვში და, ალბათ, გაირკვევა ყველაფერი.

- თქვენ თქვით, რომ ისრაელთან მატჩის შემდეგ გააკეთებდით მორიგ განცხადებას.

- საქმე გასაჩივრებულია და ვნახოთ. თავს ზემოთ ძალა არ არის, მაგრამ მე რაც შემიძლია, გავაკეთებ.

- ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა, დემეტრაძის მხარდასაჭერი განცხადების შემდეგ კალაძეც ჰყავდათ დაკავებულიო. მართალია?

- ეს ისეთი სისულელეა, არა მგონია, ღირდეს კომენტარის გაკეთება.

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

ninuca
თუ სამართალი მართლა უზენაესია კი ბატონო მივესალმებით, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში კანონის და სამართლის უკანონობის ზენიტია, ამის დასტურია დემეს ,,სამართლიანი'' 6 წლიანი განაჩენი.... ხალხი კი დუმს, დაეჩვიენ უკანალის გასხვისება- გაცემას ...
d
დემე ჩვენი სიხარული იყო, არის და იქნება! იმ ხალხს, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს და აიმბეცილებს, ურჩევნიათ, სხვა საიტებზე გაარჩიონ კანონი რა არის და რისთვის არის და როგორ არის. აქ გულშემატკივრების შეკრების ადგილია და გულშემატკივრებს ახსოვთ და უყვართ დემე.
napoleoni
მიშა მაგარია.გგაგეხარდათ.ეხლა ხომ მაინც აღარ დაბლოკავთ.
napoleoni
მიშა მაგარია ურააააააა.ამს ხომ არ დაბლოკავთ არა.გილოცავთ.გალსტუკიჭამიების სადღეგრძელოები არ მოგაკლოთ ღმერთმა,საიტის მშიშარა მეპატრონეებო.
napoleoni
ტაშიიიიიიი ოთარი ხარ თუ ვიღაც პორნოელიტის წრმომადგენელი.თუ გჯერა რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის,ვინმეს დასჯის დროს კანონი გადამწყვეტია,მაშინ ჯიჯი რეჯინთან ჯანმრთელ და უსაფრთხო სექს გისურვებ.
otari
კანონი ყველასტვის ერტია, ტუ დამნასჰავეა უნდა დაისაჯოს.
d
დემესგან ბევრი სიხარული გვახსოვს. დემე ჩვენია. სასამართლო რაცაა ამ ქვეყანაში, ისიც ვიცით. დემე, გამაგრდი!!! კალაძე მართალი კაცი ყოფილა.
dito
კარგი რა , 6 წელი ასეთ სისულელზე მართლა რომ უდიდესი სასჯელია.2 წელიც რომ მიეცათ ეგეც ზედმეტი იქნებოდა. დემეს იმდენი დამსახურება აქვს რომ , თავდებით გამოშვებას მაინც იმსახურებს. ქართველ ხალხს კარგის კეთებაზე არ უნდა აუცრუონ გული
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე