ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო
ბუნდესლიგა. XVIII ტური: "ლევერკუზენსა" და "შალკეს" წაგებები გაახსენეს [VIDEO]
ბუნდესლიგა. XVIII ტური: "ლევერკუზენსა" და "შალკეს" წაგებები გაახსენეს [VIDEO]
ოთხკვირიანი პაუზის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგა ჩვეული სურათით დაბრუნდა
ოთხკვირიანი პაუზის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგა ჩვეული სურათით დაბრუნდა: მიუნხენის "ბაიერნმა" ისევ მოიგო - ზედიზედ მეხუთედ, თან სტუმრად დაამარცხა "ლევერკუზენი", რომელსაც ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია (12 მატჩი) ჰქონდა.
სატრანსფერო ფანჯრისას, გუნდებს თითქმის არ უაქტიურიათ: "ბაიერნმა" სანდრო ვაგნერი გაიფორმა, "ლევერკუზენს" კი ახალწვეული არ ჰყავს.
თამაშის მსვლელობისას ჩანდა, რომ ერთთვიანი შესვენების შემდეგ გუნდები ჯერ არ არიან ფორმაში. ტემპი საშუალო იყო, "ბაიერნს" მცირე ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა "ლევერკუზენს" შეეძლო - კორმა კუთხურის შემდეგ თავით დაარტყა და ცოტა ააცილა.
სტუმრები, ძირითადად, შორი დარტყმებით ცდილობდნენ გატანას, მაგრამ ლენოს კართან საფრთხე არ ჩანდა. სამაგიეროდ, გოლი შეიქმნა 32-ე წუთზე კუთხურიდან, როცა მცირე არეულობისას ხავი მარტინესმა ახლოდან გაიტანა - 1:0.
შინაარსიანი არც მეორე ტაიმის დასაწყისი ყოფილა, თუმცა, გუნდებმა მომენტები მაინც გაცვალეს. ჯერ ბეილმა ზიულეს თავბრუ დაახვია და ძელს გაარტყა, ოთხ წუთში კი სტუმრების საპასუხო შეტევა გოლით დასრულდა - რიბერიმ ხამეს როდრიგესისგან მიიღო და ახლო კუთხეში გაიტანა.
ფრანგისთვის ეს იყო 113-ე გოლი "ბაიერნის" შემადგენლობაში. ამ მაჩვენებლით მან მარიო გომესს გაუსწრო და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების TOP10-ში შევიდა. ამ სიის ლიდერი გერდ მიულერია 525 გოლით.
ამის შემდეგ ლიდერმა კონცენტრაცია დაკარგა (ეს მისმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმაც აღიარა) და "ლევერკუზენმა" თამაშის გადარჩენის შანსი დაიტოვა - კევინ ფოლანდის დარტყმა ორმაგი რიკოშეტით შევარდა ულრაიხის კარში. ფოლანდს გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმა ბოატენგმა დაბლოკა. ბოლოს, "ბაიერნმა" თამაში გაათანაბრა და კომპენსირებულ დროში საბოლოოდ გაიფორმა სამი ქულა - ხამეს როდრიგესმა სახიფათო ჯარიმა გამოიმუშავა და ის თავად შეასრულა ბრწყინვალე დარტყმით - 3:1.
12.01.18. ლევერკუზენი - ბაიერნი 1:3
ცენტრალური მატჩი შაბათსაც იყო - მეორე ადგილისთვის მთავარი პრეტენდენტები "ლაიპციგი" და "შალკე" არკვევდნენ ურთიერთობას. "ხარებმა" შეძლეს პირველ წრეში წაგებისთვის რევანშის აღება.
პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში კეიტამ გახსნა, რომელიც, წესით, ამ დღეებში უნდა გადავიდეს "ლივერპულში", მაგრამ ინგლისელები არ თანხმდებიან დამატებით 16 მილიონის გადახდას.
"ლაიპციგს" აქვს ტრადიცია - თუ გააქვს კეიტას, მაშინ გუნდი იგებს. "შალკესთან" მატჩში ამ ფორმულამ მერვედ იმუშავა, მიუხედავად იმისა, რომ ნალდომ შეძლო საპასუხო გოლის გატანა და გათანაბრება. მეორე ტაიმის შუაში გაიბრწყინა ვერნერმა, რომელმაც თავადაც გაიტანა და ბრუმასაც გაუკეთა შედეგიანი პასი - 3:1.
წარმატებული დაბრუნება გამოუვიდა მარიო გომესს "შტუტგარტში", სადაც იწყებდა თავის კარიერას. ფორვარდმა მონაწილეობა მიიღო ერთადერთ გოლში "ჰერტას" კარში - გომესმა ავტოგოლზე წამოიკიდა მცველი შტარკი.
პირველ 16 ტურში მოუგებლად თამაშის შემდეგ "კიოლნმა" ზედიზედ მეორე მატჩში გაიმარჯვა და ეს მისი ახალი მწვრთნელის, არმინ ფეს დამსახურებაა. "კიოლნმა" 95-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ "გლადბახს". ამ მატჩში "თხებისთვის" კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი მოხდა - გუნდს დაუბრუნდა გერმანიის ნაკრების მარცხენა მცველი ჰექტორი, რომელსაც შარშანდელი სექტემბრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები.
გამოჩნდა, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგის გარეშე "დორტმუნდი" შეტევაში სუსტია. "ბორუსიას" უცნაური ტრიო ჰყავდა წინ "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ - იარმოლენკო, სანჩო და ისაკი. ბოლო ორი პირველად თამაშობდა ბუნდესლიგის მატჩში ძირითად შემადგენლობაში. გასაკვირი არ არის, რომ "დორტმუნდმა" ვერ შეძლო გოლის გატანა და მოგება, რაც გუნდს მეორე ადგილზე გადაიყვანდა.
ფაქტები
"ბაიერნმა" ზედიზედ მეხუთედ მოიგო.
ხავი მარტინესმა 10-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა ბუნდესლიგაში.
კევინ ფოლანდი 10 გოლით საუკეთესო გერმანელი ბომბარდირია ჩემპიონატში.
სანდრო ვაგნერმა პირველად ითამაშა "ბაიერნში" 2007 წლის სექტემბრის შემდეგ.
შეწყდა "ლევერკუზენის" 12-მატჩიანი წაუგებელი სერია.
"ჰოფენჰაიმმა" შეწყვიტა სტუმრად სამმატჩიანი წაგებათა სერია.
"აინტრახტმა" შინ ზედიზედ მეოთხედ ვერ მოიგო.
"ფრაიბურგი" ექვსი ტურია დაუმარცხებელია ბუნდესლიგაში. ასეთი სერია გუნდს ბოლო ხუთი წელია არ ჰქონია.
მხოლოდ "ბაიერნს" (12) აქვს ამ სეზონში "აინტრახტზე" (19) უფრო ნაკლები გოლი გაშვებული.
"აუგსბურგს" ხუთი მატჩია შინ არ წაუგია.
"ჰამბურგმა" ზედიზედ მესამედ წააგო და ხუთი მატჩია არ მოუგია.
ფიულკრუგმა ბუნდესლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.
"ჰანოვერს" ერთადერთი მარცხი აქვს ამ სეზონში საკუთარ მოედანზე.
"მაინცს" ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
"მაინცი" 15 მატჩია სტუმრად ვერ იგებს, რაც ახალი საკლუბო ანტირეკორდია.
"შტუტგარტმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია, რომლის დროსაც გოლს ვერ იტანდა მეტოქეთა კარში.
შეწყდა "ჰერტას" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია გასვლით მატჩებში.
გომესმა პირველად ითამაშა "შტუტგარტის" შემადგენლობაში 2009 წლის 23 მაისის შემდეგ.
"ჰერტა" 18 მატჩია "მშრალად" ვერ ინახავს საკუთარ კარს.
"ლაიპციგმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია.
შეწყდა "შალკეს" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია.
ბუნდესლიგა. XVIII ტური
ლევერკუზენი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 ხავი მარტინესი (32), 0:2 რიბერი (59), 1:2 ფოლანდი (70), 1:3 ხამეს როდრიგესი (90+1)
ლევერკუზენი: ლენო - ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ბელარაბი (60. ჰენრიხსი), ლ. ბენდერი, კორი (64. ალარიო), ბეილი - ჰაფერცი, ფოლანდი, ბრანდტი (76. მეჰმედი).
ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია, ჯ. ბოატენგი, ზიულე, ალაბა - ხავი მარტინესი, ვიდალი - რობენი (65. კომანი), ხამეს როდრიგესი, რიბერი (78. ვაგნერი) - მიულერი (90+2. ტოლისო).
ვერდერი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 0:1 ჰიუბნერი (39), 1:1 გებრესელასიე (63)
აინტრახტი-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 1:0 ჰალერი (28), 1:1 კოხი (51)
აუგსბურგი-ჰამბურგი 1:0
გოლი: 1:0 კოო (45)
ჰანოვერი-მაინცი 3:2
გოლები: 0:1 მუტო (26), 0:2 ჰაკი (31), 1:2 ფიულკრუგი (33), 2:2 ფიულკრუგი (38-პენ), 3:2 ფიულკრუგი (75)
შტუტგარტი-ჰერტა 1:0
გოლი: 1:0 შტარკი (78-საკ. კარში)
ლაიპციგი-შალკე 3:1
გოლები: 1:0 კეიტა (41), 1:1 ნალდო (55), 2:1 ვერნერი (69), 3:1 ბრუმა (71)
ლაიპციგი: გულაში - ლემერი, უპამეკანო, ორბანი, ბერნარდო - კამპლი, დემე, კეიტა (67. პოულსენი), ბრუმა (84. ილსანკერი) - ოგუსტენი (63. ვერნერი), ზაბიტცერი.
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, შიოპფი (55. პიაცა), მ. მაიერი, ოშჩიპკა - ჰარიტი (81. კონოპლიანკა) - ბურგშტალერი, დი სანტო (55. ემბოლო).
37-ე წუთზე ოგუსტენმა ვერ გაიტანა პენალტი
კიოლნი-გლადბახი 2:1
გოლები: 1:0 სიორენსენი (34), 1:1 რაფაელი (69), 2:1 ტეროდე (90+5)
გლადბახი: ზომერი - ელვედი, გინტერი, ვესტერგაარდი, ვენდტი - ჰერმანი (80. ჰოფმანი), ზაკარია, კრამერი (68. კუიზანსი), გრიფო (46. რაფაელა) - ტ. აზარი, შტინდლი.
დორტმუნდი-ვოლფსბურგი 0:0
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, თოფრაქი, ტოლიანი - კაგავა, გიოტცე (56. დაუდი) - იარმოლენკო (78. შაჰინი), ისაკი (68. შიურლე), სანჩო.
ბომბარდირები: 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 9 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
19 იანვარი: ჰერტა-დორტმუნდი.
20 იანვარი: ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი, ფრაიბურგი-ლაიპციგი, გლადბახი-აუგსბურგი, მაინცი-შტუტგარტი, ვოლფსბურგი-აინტრახტი, ჰამბურგი-კიოლნი.
21 იანვარი: ბაიერნი-ვერდერი, შალკე-ჰანოვერი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ლევერკუზენმა" 21 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი დაიმატა
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
ლუკას ვასკესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა